მირანდა ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა. არ უნდოდა გამოფხიზლება. თავზე ბალიში დაიფარა, მაგრამ ტელეფონის ზარი არ წყდებოდა. ბოლოს იძულებული გახდა ეპასუხა.
– მირანდა, ყოველგფვარი საქმე გადადე, ძილიც კი და რედაქციაში გამოცხადდი.
– წუცელ როდის გამანტავისუფლეთ, დაგავიწყდათ? – ნამძინარევი, გაბუტული ხმით უპასუხა მან.
– თვითონ ხომ არ გავიწყდება, რომ ჟურნალისტი ხარ?
– მახსოვს ბატონო, უნდა ავიტანო, მოვიფიქრო, დავასწრო.
– თვითმფრინავის ჩამოფრენამდე დასასწრები ამჯერად არაფერი გაქვს, მაგრამ მოსაფიქრებელი – კი. ამიტომ რედაქციისკენ ნაბიჯით იარ!
– და ვინ მოფრინავს ჩემსკენ?
– დანარჩენს, აქ რომ მოხვალ, მაშჳნ გაიგებ.გელოდები.
მირანდა საწოლზე გადაკოტრიალდა და და ფეხები გაბრაზებული ბავშვივით აათამაშა, თან მთელი ხმით იყვირა:
– ძილი მინდა, რატომ არ მანებებთ!
შემდეგ ფეხები კურდღლის სახიან ფოსტლებში ჩაყო და სააბაზანოში გაფრატუნდა. სარკეში ჩაიხედა. თავით მკვეთრი მოძრაობები გააკეთა და ძილი საბოლოოდ დაიფრთხო.
რედაქციაში მისულმა მირანდამ დავალება მიიღო. ძალზე მნიშვნელოვანიო პოლიტიკური ფიგურა საზღვარგარეთიდან ბრუნდებოდა და მისი უშედეგო, ჩაშლილი ვიზიტის შესახებ იძულებული იყო პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. მირანდას ეს პიროვნება არ უყვარდა. სხვათა შორის, არც მას – ჟურნალისტები. ამიტომ, მასთან შეხვედრის ”სიამოვნება” ორმაგდებოდა.
ჟურნალისტებმა მართლაც ოფლში გაწურეს საცოდავი პოლიტიკოსი. განსაკუთრებული სიმწვავით მირანდას შეკითხვები გამოირჩეოდა. რესპოდენტმა ადრინდელი საყვედური, თავს ზედმეტის უფლებას აძლევო, ვერარ გაიმეორა და ახალგაზრდა ჟურნალისტს მეტად უკმაყოფილო სახით სცემდა შეკითხვებზე პასუხს.
გაფრთხილებდი ვიწრო გზაზე შემხვდები-მეთქი?!- ფიქრობდა მირანდა და ამ ვიწრო გზად ტელევიზიის პირდაპირი ეთერი ქცეულიყო.
– ამ ვიზიტს, სხვა რომ არა, თქვენი პერსონის ავტორიტეტი ჩაშლიდაო. – ამ სიტყვებით დასკვნა თითქმის ჟურნალისტმა გააკეთა.
პრესკონფერენციის დამთავრების შემდეგ მირანდასთან ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე მამაკაცი, როგორც შემდეგ გაირკვა – დაცვის თანამშრომელი, მივიდა და თხოვა.
– ერთი წუთით ქალიშვილო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სურს თქვენთან შეხვედრა.
– შეხვედრა ეს წუთია დამთავრდა.
– მანქანაში გელოდებათ.
– გაუჭირდა არა?! – ჩაილაპარაკა ირანდამ. მანქანასთან მივიდა, უკანა კარები გამოაღო და ჩაჯდა.
– გისმენთ, ბატონო!
– პირველ რიგში ყოველგვარი ჩამწერი გამორთეთ.
– რაც ცასაწერია, მე უკვე ჩავწერე. გედის სიმღერა კი არ მაინტერესებს.
– ახლა მითხარით, რას ითხოვთ ჩემგან იმ საბუთების სანაცვლოდ?
– თქვენგან თანამდებობის დატოვებას!
– შენ ეს რას მოგცემს?
– ეს უკვე ჩემი საქმეა.
– მოდი, დავივიწყოთ ძველი წყენა.
– ძველი დავივიწყოთ, ახალიც საკმარისია.
– ყველაფერი დავივიწყოთ, ძველიც და ახალიც.
– სიამოვნებით, თქვენს პიროვნებასთან ერთად. – ჯიქურ მიაძახა გოგონამ და მანქანიდან ცამოხტა.
უკმაყოფილო პოლიტიკოსმა მხოლოდ ტუჩების მოძრაობით გამოხატა თავისი სათქმელი.
ეს უკვე მირანდას გამარჯვება იყო.
გახარებულმა და ცოტაც გაამაყებულმა ჟურნალისტმა მეგობარს დაურეკა.
– მარი, ანანოსთან გელოდები, არ დაიგვიანო.
მარი შეეცადა დღევანდელ გადაცემაზე გაება საუბარი,მეგობრისთვის წარმატება მიელოცა, მაგრამ მირანდამ შეაჩერა, მხოლოდ ბინ ლადენის ბუნკერში ვისაუბრებთო.
ანანოს ქალაქის მყუდრო ადგილას კეთილმოწყობილი, ელიტარულ ქალთა სალონი ჰქონდა. სალონის ბოლოს მიყრუებული ოთახი კი მეგობრებმა მათთვის და მათი გემოვნებით მოიწყეს და მას ბინ ლადენის ბუნკერი უწოდეს. ეს სახელწოდებაც მირანდამ მოძებნა და ასეთი ახსნა გააკეთა:
– იმიტომ, რომ ბინ ლადენი მსოფლიოს ნომერი პირველი ტერორისტია და მისი ადგილსამყოფელი ვერაინ აღმოაჩინა.
როცა გოგონებს განმარტოება მოესურვებოდათ, სწორედ ამ ოტახს მიაშურებდნენ. მხოლოდ ანანოს ქმარმა იცოდა, სად უნდა მოეძებნა მეურლე, როცა ის დაიკარგებოდა. დასვენების დროს მათთვის დაუწერელი კანონი მოქმედებდა – გათიშული მობილურები, მასაჟი, შხაპი, თავის მოწესრიგება და ფორთოხლის წვენი.
მირანდამაც სწორედ ბინ ლადენიუს ბუნკერისკენ აიღო გეზი, რათა განტვირთულიყო ამ დილინდელი შთაბეჭდილებებისგან.
ანანო და მარო მოუთმელნად ელოდნენ მეგობარს. მთელი გულით მიულოცეს წარმატება და ფორთოხლის წვენის კანონი დაარღვიეს.
– ეს უნდა ავღნიშნოთ!
ამ დროს ბუნკერის კარებში თავი მამაკაცმა შემოყო. რათქმა უნდა ეს ანანოს ქმარი იყო.
– ვიცოდი აქ იქნებოდით.ყოჩარ, მირა, გილოცავ! სიამოვნებით ვუყურებდი, როგორ ბომბავდი იმოდენა პერსონას. მაგარი ხარ რა! ასე უშიშრად გევლოს სულ.
– გმადლობთ! – მორცხვად მიუგო მირანდამ. ანანომ კი მეუღლეს ალერსიანად გადასცა:
– ჩვენ ეს ამბავი უნდა ავღნიშნოთ.
– მე, რა თქმა უნდა არ დამისწრებთ, მაგრამ რადგან ფორთოხლის წვენის კანონი აღარ მოქმედებს, შამპანიურს და შოკოლადს მოგართმევთ.
– ძალიან კარგი ბიჭი იქნები!
– ბიჭი კი არა, ნამდვილი ვაჟკაცი – ანანოს შეუსწორა მარიმ.
– ზრდილობის გამო მაინც დამპატიჟეთ.
– არავითარ შემთხვევაში – ერთხმად მიუგო სამივემ.
– ამ დღის აღსანიშნავად მირანდამ რატომღაც პირველ რიგში თმები შავად შეიღება. შხაპის მიღების შემდეგ მოკლე, ლურჟი ხალათი მოისხა, რომელიც ძალიან უხდებოდა მის ხორბლისფერ კანს. ნახევრად სველი, შავი თმის კულულები საყვარლად ეყარა მხრებზე. ლურჯი თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, თუმცა შამპანიურსაც მისი საქმე გაეკეთებინა.
– მირა, სრულიად შეიცვალე, მგონი დღევანდელი რესპოდენტიც კი ვეღარ გიცნობს.
– მაგას ნამდვილად არ დავავიწყდები.
– აქამდე შეგერება თმები შავად, მასე ტუ დაგამშვენებდა.
– აქამდე ძიებაში ვიყავი – გაეღიმა მირანდას, რომელიც ფანჯარაშჳ ყურებით ერთობოდა.
მარი ნეტარებით წრუპავდა შამპანიურს.
– ისე, მე ღინო მირჩევნია – თქვა ანანომ.
– მე კი შამპანიური, გამჭვირვალე, შუშხუნა, მირასავით წკიპურტებს რომ ისვრის.
– რა ორიგინალურია მირანდასა და შამპანიურის შედარება – გაეცინა ანანოს.
– გოგონებო, ნახეთ ქუჩაში ვინ დგას.
– ანანო და მარი ფანჯარას მისცვივდნენ, მაგრამ ნაცნობი ვერავინ შენიშნეს.
– აი, ის ღია ვიტრინასთან რომ დგას.
– ვინაა? იცნობ?
– არ ვიცნობ, მაგრამ მოდი ტესტი ჩავუტაროთ.
– დისტანციური ტესტი, არა?! მთვრალი ხომ არა ხარ უკვე. რა ტესტი უნდა ჩაუტარო ამ მანძჳლიდან?
– პირველი, ის მამაკაცია.
– კი, თანაც საკმაოდ სიმპათიური და ტესტის გარეშეც ჩანს, რომ ქალი არ არის.
– შეხედეთ მის მხრებს. ათლეტური და ძლიერია, მაგრამ სოფლელი.
– სოფლელი? ეს საიდან მოიტანე.
– გამოცანაც ესაა. აბა თქვენ თუ მიხვდებით.
– ნუ შეტოპე, თვალებში თუ იხედები, შენს წინ სრულყოფილი მამაკაცია.
– მაგრამ სოფლელი.
– საიდან დაასკვენი?
– დასაუთოებელი შარვალი აცვია.
ქალებმა ახალგაზრდა შეათვალიერეს და გაეცინათ.
– სიმპათიურიო ხომ ამბობთ?! მაგას ისეთი უხეში და დაკოჟრილი ხელები ექნება, უკვე მზრინავს.
– კარგი რა! ნუ გაასწორე მიწასთან მშვენიერი ახალგაზრდა ჭაბუკია.
– თქვენ ვერც იმას ხვდებით ახლა ეს ბიჭი რას ელოდება, უფრო სწორად ვის.
– შენ ხომ არა? – გადაიკისკისა მარიმ.
– რატომაც არა, მაგრამ ამ შემთხვევაში ის თავის დიდ სიყვარულს ნამდვილად არ ელოდება – ფილოსოფოსობის ხასიათზე დადგა მირანდა – მას უბრალოდ ქალი სჭირდება.
ანანომ და მარიმ ერთმანეთს გადახედეს, მ8ირანბდამ კი ეშმაკურად გაიღიმა.
გინდათ დაგიმტკიცოთ?! თან ვიხალისოთ ერთ სოფლელ ბიჭზე.
გოგო, შენ მის შებმას ხომა რ აპირებ?
ვაპირებ! თანაც წყაროზე ჩავიყვან და არ დავალევინებ.
შენი გაბედულება მართლაც მაშჳნებს. რომ შემოეუპატიურო!
არ არსებობს! ვერ გაბედავს.
მირანდამ მაღალქუსლიან ღია ფეხსაცმელში გაყო ფეხი, წითელი პომადით მოიხატა ტუჩები, კულულები აიბულულა და გაკვირვებისგან პირდაღებულ გოგონებს თვალი ჩაუკრა.
– გოგო, ხალათი გაცვია!
– ასე უფრო ეფექტურია, თანაც მიხდება.
– კი, განსაკუთრებით ფეხებზე.
– რომ დავბრუნდებით, აქ არ დამხვდეთ. ისე, მთლად უყურადღებოდ ნუ მიმატოვებთ. გპირდებით საინტერესო იქნება.
ანანომ საჩვენებელი თითი საფეთქლთან დაიტრიალა.
ქუჩაში გასული მირანდა წამსვე შეამჩნია უცნობმა.
– ეს რა ლამაზი გოგო ხარ. აქ საიდან გაჩნდი?
– შენ დაგინახე და გამოვედი – თვალები მაცდურად ააფახულა ქალმა.
– რა გქვია?
– რა მნიშვნელობა აქვს.
– მოდი კაფეში ჩამოვჯდეთ.
– მე აქვე ოთახი მაქვს და იქ წავიდეთ.
– მერე?..
– რა მერე, სულ ახლოსაა.
ვაჟმა მხრები აიჩეჩა და გაკვირვებული სახით გაჰყვა ტანის რხევით მიმავალ გოგონას.
– მოჰყავს, ანანო, მოჰყავს – თითქმის იკივლა მარიმ.
– ღმერთო გოჟია რა, ნამდვილი გიჟი.
მირანმად ფრთხილად გააღო ოთახის კარი და სტუმარი შეიპატიჟა.
– აი, აქ დაბრძანდით, რას მიირთმევთ?
– მეე? – ვაჟს სახეზე პირდაპირ კითხვითი ნიშანი ეხატა და ეს მეტად ართობდა მირანდას.
– ჯერ ყავა დავლიოთ, ვისაუბროთ, მუსიკას მოვუსმინოთ. თუ გინდა ვიცეკვოთ კიდეც მერე!..
– კი, მაგრამ მე ცოტა მეჩქარება.
– სად გეჩქარება?
– სახლში.
– სოფელში არა?! ძალიან შორს ცხოვრობ?
ვაჟი შეიშმუშნა. ქალის აგდებული ტონი არ მოეწონა.
– მე აქაური ვარ, სოფელი თვალითაც არ მინახავს.
– ეგ როგორ, ნუთი ერთხელაც არ მოგიკრავს თვალი?
ვაჟმა აშკარა დაცინვა იგრძნო და მოიღრუბლა. ქალი მას აკვირდებოდა:
– ვაი, რა საყვარელი გაბრაზება იცის… რა არწივისებური გამოხედვა აქვს, წარბიც კი აუთამაშდა. აუ, რა ბრაზიანია!
– რა გქვია?- თავისდაუნებურად შეეკითხა მირანდა.
– ელდარი.
– ედი არა?!
– რა იცით ეს ქალაქელებმა ედი, ედუკი…მე ელდარი მქვია – პროტესტი გამოხატა ვაჟმა და ქალს მოურიდებლად მკლავზე წაეტანა.
მირანდა შეცბა, მაგრამ მაინც მშვიდად გაუღიმა.
– მოიცა, ჯერ ვიცეკვოთ.
– მე ცეკვა არ ვიცი.
– მაშ მე ვიცეკვებ, შენთვის – მკვირცხლად მიუგო მირანდამ და ვაჟის მკლავებს საბოლოოდ გაექცა.
სპეციალურად აღმოსავლური მუსიკა შეარჩია და ნელა რხევა დაიწყო. ვაჟი ინტერესით უცქერდა ნაზად მოქანავე ქალს.
ღმერთო, რა ვაჟკაცური გამოხედვა აქვს, როგორი თვალები – გაიფიქრა მირანდამ და მთელი არსებით დაიწყო ცეკვა, თითქოს ვაჟჳ აქ მართლაც იმისთის შემოიყვანა, რომ თვითონ ეცეკვოს.
აღტაცებული ვაჟი უცებ წამოვარდა, ქალს მისწვდა, დაიტაცა და მხურვალედ აკოცა. ამას კი მის ლოყაზე ქალის პატარა მარჯვენის გამეტებული ტკაცანი მოჰყვა.
– შენ მე ვინ გგონივარ?
– ვინ მგონიხარ? ეს შენ ვინ გგონივარ?
მირანდა უცებ გამოერკვა.
– კარგი, კარგი, დაწყნარდი – უკვე წამოწყებულ თამაშს ძალზე ნანობდა ქალი. ახლა მხოლოდ იმას ფიქრობდა როგორ მოეშორებინა ეს ბიჭი.
– იცი რა?! შენ მიდი იმ დივანზე წამოწექი და მეც მოვალ – თან ხელი მსუბუქად უბიძგა.
მირანდა საპირფარეშოში გავიდა და ონკანი მოუშვა. სარკიდან კი საკუთარი ორეული ლანძღავდა.
– თვითონ მაინც ხომ იცი რა საზიზღარიც ხარ. ეს რა თამაშჳ წამოიწყე? მერე რა ბიჭი შეარჩიე?! ეს აგაგდებინებს თავს?! სოფლელი არა?! რას ერჩოდი მაინც. უკვე გეშინია არა? ხედავ რა თვალები აქვს, რა ძლიერი მარჯვენა? – მირანდამ სარკეს შიშით შეხედა და უპასუხა:
– ახლა აქედან როგორმე სალონის კარებში უნდა გავიდე და მერე ყველაფერს ავუხსნი. როგორ მეცოდება?! როგორ მრცხვენია საკუთარი თავის?!
მირანდა კატასავით ფრთხილი ნაბიჯებით სალონის კარებისაკენ გაემართა. მაგრამ ვაჟს ეს არ გამოჰპარვია და გზა გადაუჭრა.
– მეჩვენება თუ გაპარვას ცდილობ?
მირანდა დაიბნა.
მის წინ წელზევით შიშველი ათლეტური აღნაგობის ძლიერი მამაკაცი იდგა.
ამას სად გავექცევი – წამით გაიფიქრა ქალმა.
– იცი რა, შენ რომ გგონია მე ის არა ვარ – ხმის კანკალით მიუგო მან.
– მე რომ მგონია, რას ნიშნავს? მე არაფერიც არ მგონია. შენ თვითონ მომიყვანე აქ, მეცეკვე, მეც ადამიანი ვარ. მართლაც ვერაფერი გავიგე.
გაბრაზებული ვაჟი შეტევაზე გადავიდა. ამ დროს კარებში შეშინებული ანანო და მარი შემოიჭრნენ.
ვაჟი გაოცებული შედგა. მირანდა დაიბნა, ბოლოს მეგობრებს მიუბრუნდა:
– ანანო, მარი, ნუ შეშინდებით, საშიშჳ არაფერია. მე და ელდარი მოვილაპარაკებთ, თქვენ კი დაგვტოვეთ.
– აა! ეს ელდარია არა? – ქალებმა აშკარა გაკვირვებით შეთვალიერეს ამმაკაცი – ესაა სოფლელი ხომ?!
– ახლა მანც მოიქეცი გონივრულად, გოგო! – ნიშნის მოგებით მიუგო მეგობარს ანანომ და დემონსტრაციულად დატოვა ოთახი.
– რა ხდება? – ისე შეეკითხა ვაჟი, რომ მისი უპასუხოდ დატოვება არ შეიძლებოდა.
ქალი ნელი ნაბიჯით უკან იხევდა.
– ძალიან გთხოვ, აი, შენი მაისური, ჩაიცვი და წადი.
– ამიხსენი ვინ იყვნენ ისინი? ან შენ თვითონ ვინა ხარ?
ვაჟი წასვლას არც ფიქრობდა.
– წადი რა, წადი მერე აგიხსნი ყველაფერს.
– რას ქვია მერე?!
მირანდა საპირფარეშოსაკენ გაიქცა, ჩაკეტვას აპირებდა, მაგრამ ვაჟმა მიუსწრო და სასოწარკვეთილი ქალი აბაზანის კიდეზე ჩამოჯდა. ვაჟი კი ღია კარებში, პირდაპირ იატაკზე დაჯდა.
– ადექი, თორემ გაცივდები – მოულოდნელად მზრუნველობა გამოიჩინა ქალმა.
– ნუ შეწუხდები. ახლავე ამიხსენი ყველაფერი.
– მე ვარ ჟურნალისტი მირანდა…
ვაჟმა სიტყვა აღარ დაასრულებინა.
– შენ იყავი იმხელა თანბამდებობის პირი კნუტივით რომ მოაქციე?
მირანდამ მხოლოდ თავი დაუქნია
– ეს შენი სპეციალობაა?
ქალმა უარის ნიშნად თავი განზე გააქნია.
– ახლა იჯექი მანდ და აიქნიე თავი. მაინც როგორ ვერ გიცანი?
– იმიჯი შევიცვალე. თემბი შავად შევიღებე და დავიხვიე.
– ალბათ იმიტომ. მე რატომღა მომიწვიე აქ? ინტერვიუ უნდა აგეღო ერთი სოფლელი ბიჭისგან?
– არ ვიცი, რომ დაგინახე ასეთი აზრი რატომ მომივიდა.
– სპონტანურად, რა თქმა უნდა. იფიქრე გავერთობიო და ამხანაგებსაც გავართობო. ახლაც კარებთან გდარაჯობენ ალბათ. მე რა გასართჴბი მნახე. ვერც კი წარმოვიდგენ, უბრალოდ არ მჯერა ის ჟურნალისტი და შენ ერთი და იგივე პირევნებები თუ ხართ.
– მე კიდევ სხვა რამე მაინტერესებდა.
– მაინც რა? სოფლის მეურნეობის რომელი დარგი?
– არა, ეს არა. მაინტერესებდა ამ უხეშ პოლიტიკოსებთან ურთიერთობის შემდეგ, მეც ხომ არ გავუხეშდი, კიდევ შემრჩა თუ არა ქალური მომხიბვლელობა. მთავარი მიზეზი ეს იყო.
– ქალისაგან, რაც შენ გააკეთე, ამაზე დიდი უხეშობა წარმოუდგენელია. მომხიბვლელობაზე კი ნამდვილად არაფერი გაქვს სასაყვედურო. მაინც რამ დაგაინტერესა შენს ქალურ მომხიბვლელობაში, ნუთუ მხოლოდ ზოგიერთმა უხეშმა პოლიტიკოსმა.
– ნამდვილად არ ვიცი, რატომ წამოვიწყე ის სულელური თამაშჳ და რატომ გაწყენინე. შენ კი ისეთი გეგონე არა?
– არ მეგონე, მაგრამ ვერაფრით მივხვდი ვინ იყავი და რაში გჭირდებოდა ყოველივე ეს.
– მართლა არ გეგონე ისეთი? – გაუხარდა ქალს.
– ისეთები პირდაპირ ვაჭრობით იწყებენ, შენ კი ფული სულ დაგავიწყდა. არც კი გიკითხავს რამდენს გადაგიხდიდი. მომხიბვლელობაზე ჩატყარებული შენი ექსპერიმენტები კი ძალიან მიკვირს, ისეთი ლამაზი ხარ, კაცს თავსაც დაავიწყებ. შენ არც აქ ხარ გულახდილი, თორემ რა შუაშია ზოგიერთი პოლიტიკანის უხეშობა, მითუმეტეს მთლად გულგრილად ვერც ისინი დარჩებიან ალბათ. თუმცა წარმომიდგენია შენი წიწაკა ენის როგორ ეშინიათ.
– მართალი ხარ, მაგრამ მიკვირს როგორ ხვდები.
– მე ხომ სოფლელი ვარ. იქ კი ადამიანი უფრო გულისხმიერი და თბილი იზრდება.
– ალბათ მართლაც ასეა.
– ბარემ მითხარი შენს გარეგნობაზე ასეთი კომპლექსური ეჭვი რამ გაგიჩინა.
– მე ძალიან პატარა გავთხოვდი. ოცდასამი წლის ვარ და შვიდი წლის გოგონა მყავს უკვე. ის ჩემი პატარა დაიკო ჰგონიათ. თვითონაც დედას დედაჩემს ეძახის, მე კი მირანდას. მამაისი კი უკვე შვიდი წელი და ხუთი თვეა არ მინახავს.
– გასაგებია, მაგრამ მერწმუნე ეს არ გაძლევს საბაბს გარეგნობაზე ეჭვი გაგიჩნდეს და ერთი ვიგინდარას გამო სხვებზე გაბოროტდე.
მირანდამ საყვედურიანი თვალებით გამოხედა ვაჟს, თითქოს შედავება უნდოდა, მაგრამ გაჩუმება არჩია.
– მე მაინც მიკვირს, შვილი გყავს და დედას არ გეძახის, რატომ იქცა ის შენს ცხოვრებაშჳ ტვირთად. ვისაც შუყვარდები, შენი შვილიც უნდა შეიყვაროს. ვის გამო უნდა თქვა შვილზე უარი?! საერთოდ ყველაფრის დაწყება სიმართლით ჯობია. ის ისეთია, მთელი საუკუნე ფსკერზე რომ იყოს, ბოლოს მაინც ამოტივტივდება. შენ ხომ საოცრად პირდაპირი ქალი ხარ.
მირანდა თვალს ვეღარ უსწორებდა თანამოსაუბრეს.
ვაჟს შეეცოდა ის და სხვა საკითხზე გადაიტანა საუბარი.
– მირანდა, ეს ჩემი საქმე არც არის, მაგრამ მაინც გითხარი, ხომ არ გაწყენინე.
ქალმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
– ახლა კი ერთი რამ უნდა ამიხსნა, ოღონდ სიმართლე მითხარი, როგორ მიხვდი რომ სოფლელი ვარ…
მირანდამ უმწეოდ მიმოიხედა, არ უნდოდა პასუხების გაცემა, მაგრამ ელოდნენ.
ღმერთო, რა დღეში ჩამიგდია დღეს ჩემი რესპოდენტი.
– რატომ არ მპასუხობ? ნუთუ ცხოვრებაში ისეთივე პირდაპირი არა ხარ, როგორც…
– რა შუაშია ცხოვრება. ეს უბრალოდ თამაში იყო.
– მიპასუხე რა. ძალიან მაინტერესებს.
– დასაუთოებელი შარვლით. – მორცხვად მიუგო მირანდამ.
ვაჟს ხმამაღლა გაეცინა.
– სახლიდან კი გამოვდივარ დაუთოებული, მაგრამ რამდენიმე მეტრი ფეხით უნდა გავიარო სოფლის ტალახში, შემდეგ ავტობუსებში, ჭყლეტაში გავტარდები და ასე დაჭმუჭნილი ვაღწევბ თქვენამდე.
– კარგი რა, მაპატიე.
– თქვენ ალბათ ისიც გიკვირთ, წუთიერი სიყვარულისთვის ასე შორს რომ მოვდივართ, მაგრამ იქ სოფელია, ვერ იკადრებ. მართლაც სხვა სამყაროა. ურთიერთობები იქაური ბუნების მსგავსად სუფთაა.
– აქ კი ხომ ხედავ, რა ხალხი ვართ.
– დაცინვას გულისხმობ? ეს არაფერია. კაცმა რომ თქვას, სადღაც სიმართლესაც ამბობთ. გააჩნია რა კუთხით შეხედავ ამ საკითხს. საერთოდ გემოვნების ჩამოყალიბებაზე აუცილებლად მოქმედებს გარემო. ძალიან ძნელია სოფელში ძროხებისა და ღორების საზოგადოებაში ჩამოგიყალიბდეს მაღალი გემოვნება.
– მე შენთვის გემოვნება არ დამიწუნებია. ერთადერთი შარვალი იყო, რომელმაც გაგცა, რომ შენ აქაური არ იყავი. თუმცა სოფლის ტალახში ფეხით რომ ივლი, შემდეგ ავტობუსის ჭყლეტაში რომ მოყვები, გასაგებია იქამდე როგორიც ჩამოხვალ.
მირანდას სიტყვებმა ღიმილი მოჰგვარა ვაჟს.
– ადექი რა, ცივ იატაკზე ზიხარ ედი, არ გაცივდე – უთხრა ქალმა და მხარზე ხელი თბილად დაადო. ვაჟს ესიამოვნა და ხმა ალერსიანი გაუხდა.
– მე ედი ან ედუკი არა ვარ. მე ელდარი ვარ და არ გავცივდები, ხომ იცი სადაც ვარ გაზრდილი. ერთ დღეს შენც წაგიყვან ჩემს სოფელში და იმ ზეცას, იმ მთებს, იმ ტყეს, წყაროებს და მდინარეს რომ ნახავ, არა მგონია იქედან წამოსვლა მოგინდეს.
– შენს სოფელში მდინარეცაა?
– ყინულივით ცივი.
– მაგრამ ძროხები და ღორები?
– ცხენებიც გვყავს.
– ცხენებიც? როგორ მიყვარს ცხენით ჯირითი.
– მინდვრებზე ცხენით ჯირითი მართლაც კარგია.
– საოცარია, მინდვრებიც გაქვთ?
– თვალუწვდენელი.
– და იმ მინდვრებზე ყვავილებიცაა.
– ძალიან ბევრი, ყველა ფერის, უამრავი.
– რა ლამაზ გვირგვინს დავუწნავ ჩემს გოგონას.
– ხომ ხედავ შორიდანაც კი მოგეწონა ჩემი სოფელი.
ქალი უხერხულად შეიშმუშნა, მხრიდან ხელის აღება დააპირა, მაგრამ ვაჟმა არ დაანება.
– ხომ წამოხვალ ჩემთან? – უთხრა და ხელზე ეამბორა.
მისი გრძელი თითები ვაჟის დიდ ხელებში ჩაიმალა. მირანდამ შენიშნა, რომ ეს ხელები სულაც არ იყო უხეში და ის სულაც არ ცდილობდა ვაჟის დაკოჟრილი ხელებისაგან მისი თბილი თითების განთავისუფლებას.
კარებთანსათვალთვალოდ ატუზულმა ქალებმა ერთმანეთს გადახედეს და ჩაიჩურჩჲლეს.
ნუთუ ეს ჩვენი ბობოქარი მირანდუხტია. ეკრანზე როგორი ძლიერი ჩანს…
– თურმე როგორ მონატრებია სიყვარული?!
– მართლაც, მაგრამ მე ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ბინ ლადენის ბუნკერი ასეთი ლამაზი სიყვარულის სათავე გახდებოდა.
ბინ ლადენის ბუნკერში
February 18, 2011 by ზაირა
Leave a Reply