ჩვენ შვიდი წელი ვიყავით ერთად
მე და ჩემი კლასი
ჩემი კლასი… ჩემი ბავშვები… უკვე მომენატრეთ, ჩემო ცელქებო. მგონია შევალ სკოლაში, შევუხვევ მარჯვნივ და იქ, დერეფნის ბოლოს, ჩემი ბავშვები დამხვდებიან ისევ, მაგრამ… ჩიტის ბუდესავით დამიცარიელდა საკლასო ოთახი და ვფიქრობ ჩემს ახალ ჩანაფიქრზე რომლის შიინაარსიც ვერავინ დამაცდენია ალბად მორიგ უცნაურობად მითვლიან ამას, მაგრამ მე მიყვარს საზოგადოების გამოწვევა, მთავარია ჩემი ბავშვები გამიგებენ.
_ ახლა რაღა სიურპრიზს გვთავაზობ, მასწავლებელო?
_ჩემო თამრიკო მე რასაც დაგპირდით აუცილებლად შეგისრულებთ. სხვა გზა არაა, ყველა მოთმინებით ელოდება ჩემს მორიგ უცნაურობას. მე კი ვზივარ ცარიელ კლასში, ბოლო მერხზე და უკვე წარსულიდან მესმის სკოლის დირექტორის გამკაცრებული ხმა. _ბიჭებო კიდევ ერთხელ გეკითხებით, ვინ დაიწყო ჩხუბი? თუ არ გინდათ ყველა დაისაჯოთ, მითხარით ვინ მოაწყო ეს აყალმაყალი . _მე! _არა,მე!
_ მე ვიყავი!_ერთსა და იმავეს იმეორებდა ყველა.
სამასწავლებლოში კი კლასის ხელმძღვანელი ვამაყობდი.
_ნახეთ , რა ვაჭკაცები მყავს, ნამდვილი ცოტნეები.
ამ სიტყვებს გადაკრული ხუმრობა მოჰყვა.
_აი ვინაა მთავარი დამნაშავე , დავსაჯოთ კლასის ხელმძღვანელი .
უცებ ყურს მიწვდა ერთ-ერთი მასწავლებლის თავგამოდებული რიტორიკა.
_მე ამ კლასში არც გოგონები მომწონს. ყველას მოგწონთ, მაგრამ მე არ მომწონს. კლასის ხელმძღვანელი უფრო ყურადღებიანი უნდა იყოს. აი ეს ეგრეთწოდებული ,,მეგობრობის დღიურია”, რომელიც ერთ გოგონას ჩამოვართვი. ამისთვის ცალიათ?! რა დროს ესაა?! თავზე უნდა დაახიო ეს რვეული. არ შეიძლება ასეთი ლმობიერება . დამრიგებელმა უნდა იცოდეს , თუ რითი სუნთქავს მისი თითოეული მოსწავლე.
,,მეგობრობის დღიურს ” ვათვალიერებ. პირველ გვერდზე შეკითხვებია.
—როგორ შეაფასებდით საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას?—ყოჩაღ , შვილო , პრობლემური შეკითხვაა.
—–რა არის სიყვარული? —ოო, აი თურმე რამ გააბრაზა ჩემი თანამშრომელი.
—–ნატვრის თვალი რო გქონდეთ , რას ინატრებდით?—-ეს საინტერესოა . ვნახოთ რას წერენ, ანუ რითი სუნთქავენ ჩემი მოსწავლეები.
—მართალია, დღეს საქართველოს უჭირს მაგრამ მე არასოდეს არ დავტოვებ ჩემს ქვეყანას და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში არ წავალ—-ვაჟკაცი ხარ , ირაკლი და პასუხიც შესაბამისია.
—–სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე. ძალიან მიყვარს ეს სიტყვები . მეც მინდა მყავდეს შეყვარებული დამრიგებელმა ერთხელ ხუმრობით გვითხრა , თუ თქვენს ასაკში სიყვარულის სურვილი ჯერ კიდევ არ გაგჩენიათ, ექიმთან წადით სამკურნალოდო. მე სამკურნალო არა ვარ! —ვაი მე , ჩემო აჩიკო , ეს რა დაგიწერია ეს რომ ზოგიერთმა წაიკითხოს დიპლომს ჩამომართმევენ.
—-მე რომ ნატვრის თვალი მქონდეს , ვინატრებდი ჩემს დამრიგებელს შვილი მისცემოდეს და მხოლოდ ჩვენ არ ვყვარებოდეთ.
ცრემლი მომერია. დღიური კი პატრონს დაუბრუნე. სულ მალე ნატვრის თვალმა თამუნიას ნატვრა შეუსრულა.
რამდენი რამ დაგვრჩა წარსულში.
,,იცით რა მასწავლებელო , ყველა გოგონას სურს გახდეს ექიმი , მასწავლებელი, ჟურნალისტი, მომღერალი და სხვა რამ. მე კი მინდა ვიყო ნხოლოდ დედა. დიდი ლამაზი სახლი მქონდეს მყავდეს შვილები , ვიყო სულ მათთან. საღამოს სამუშაოდან მათი მამიკო რომ დაბრუნდება მინდას ბავშვები სუფთები და ლამაზები დავახვედრო. მან კი მითხრას —-ყოჩაღ, ძვირფასო, ეს რა კარგი დიასახლისი მყავხარო”.
ამ თხზულებას რომ ვკითხულობდი ბევრი ვიცინე . ეს რომ დაწერე, ჩემო ნინიკო, მეხუთე კლასში იყავი და შენი საქმიანი მშობლები ხშირად გენატრებოდა. დღეს შენ ჟურნალისტობა გადაგიწყვეტია და დარწმუნებული ვარ მომავალში შენი შვილების მამა გეტყვის —ყოჩაღ, ძვირფასო, ეს რა კარგი ჟურნალისტი და უფრო უკეტესი დიასახლისი მყავხარო.
ისევ მეხუთე კლასი , ისტორიის გაკვეთილი .
—დავით აღმაშენებელი შორსმჭვრეტელი ადამიანი იყო .
—-იმედა, შორსმჭვრეტელი როგორ ადამიანს ქვია?
—დურბინდს, მასწავლებელო!—–კლასი ხარხარებს.
მოგონებებს ტავი დავაღწიე და სკოლის ეზოში ჩავედი ბავშვებს თვალებში მოუთმენლობა ეტყობათ ,ჩემი ჩანაფიქრი აინტერესებთ.
—გიტარა?
—-არის მასწ!
ვიდეო გადამღები ადგილზეა.
–აბა, ფული ვის რამდენი გაქვთ!
—-ორგანიზატორმა შეაგროვოს!
—-რა დროს ორგანოზატორია,დამთავრდა სკოლა!
—-შენ ყოველთვის ჩვენი ორგანიზატორი იქნები!
—-ფულიც შეგროვდა მასწ!
—კარგი. თემური და კობა ,მე გამომყევით თქვენ კი დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით.
ჩვენ ვიყიდეთ ყვავილების ლამაზი თაიგული , ორნამენტებიანი , დიდი თიხის ქოთანი ,ხილი, ორი ბოთლი შამპანიური და ისევ სკოლაში დავბრუნდით. ბავშვები ინტერესით შემომცქერიან , მე კი საზეიმოდ ვაცხადებ .
—-ჩვენ ახლა წავალთ ნევრესტან მასწავლებელთან . მას დღეს 70 წელი შეუსრულდა და მიულოცოთ.
ბავშვები გაირინდნენ . ყურებს არ უჯერებდნენ და გაკვირვებულნი მიყურებდნენ. ერთი წუთით ყველამ უკან გაბრუნება იფიქრა. შევშინდი გოგლას ჩორეხივით მარტო არ მივეტოვებისე ბ სკოლის ეზოში ჩემს მოსწავლეებს.
—ბავშვებო,—დავიწყე გაუბედავად—მე ეს რამდენი ხნის წინ ჩავიფიქრე. წავიდეეთ?
გიო გიტარას უხერხულად ატრიალებდა და მხრებს იჩეჩავდა.
—-აუ, მასწ, რა უნდა ვუმღერო მოხუც ქალს?
—-რამეს მოვიფიქრებთ. სოფო, შენ მოდიხარ?
—-წავიდეთ უხალისოდ მომიგო სოფომ.
—მუდარიანი თვალებით ნანის და რუსუდანს შევხედე.
—ილიკო შენ დაწინაურდი და გააგებინე ნერვესტან მასწავლებელს ჩვენი სტუმრობის შესახებ. ქალია, მომზადება დასჭირდება.
იფფ , რას მოემზადება სამოცდაათი წლის ქალი ?!—ჩაიქირქილეს მზიამ და ნონამ .
ბავშვები დასჯილებივით მო0მყვებოდნენ . ავედით მაღალ ფერდობზე , ნერვესტან მასწავლებელი გაოცებულ—-გაოგნებული შეგვხვდა. სიხარულთან ერთად უდიდეს უხერხულობას გრძნობდა. ბავშვები გადაკოცნა და შინ შეგვიპატიჟა. ჩვენ კი ეზოში , კაკლის ხეების ჩრდილ ქვეშ ვირჩიეთ ყოფნა .
გოგონებმა ხილი გარეცხეს , ყავა მოხარშეს, მასპინძელს არაფრის მომზადების ნება არ დავრთეთ, მაგრამ მეზობლები ვეღარ გავაკონტროლეთ. ვინ რას მოარბენინებდა და ვინ რას. ყოველგვარი უხერხულობა გაიფანტა .ბავშვები თუმცა რაღა ბავშვები ,ჩემი ვაჟკაცები , ულოცავდნენ მოხუც მასწავლებელს დაბადების დღეს, ეფერებოდნენ, უმღეროდნენ ხელზე ეამბორებოდნენ.
და როცა ნევრესტან მასწავლებელი მეუღლემ საკუთარი ლექსით ადღეგრძელა , ახალგაზრდებმა სიყვარულის უკვდავება იწამეს.
იმ დღეს ნევრესტან ჯაფარიძე ბედნიერი იყო და სულაც არ იყო მოხუცი .
დამშვიდობებისას გიომ ყველასთან მოულოდნელად გამოაცხადა .
—ეს სიმღერა იუბილარს ქალბატოვ ნევრესტან მასწავლებელს ეძღვნება.
გიტარის სიმებს ხელი ჩამოკრა . გარემო მოიცვა სასიამოვნო მელოდიამ. გიო მღეროდა.
,,თავადის ქალო , იქნებ დაბერდი ,
თმაში ჭაღარა შემოგეპარა, ჭირიმე!”
იუბილარი ტიროდა… ბავშვებსაც კი აღარ სჯეროდათ მისი ასაკის…
——-მასწავლებელო ასეთი კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ—-მითხრა ყველაზე ჭირვეულმა ნათიამ.
——-როგორ გაუხარდა , ამაზე დიდ სიკეთეს ვერ გავაკეთებდით—-დაეთანხმა სალომე.
——-ბავშვებო , მე მინდა დღევანდელი დღე დაიმახსოვროთ და ის ჩემს ერთერთ მორიგ გაკვეთილად ჩამითვალოთ. ვინაა თქვენთვის გეოგრაფიის მოხუცი მასწავლებელი , ნევრესტან ჯაფარიძე, რომელმაც მეცხრე კლასში დაამთავრა თქვენთან ურთიერთობა . დღევანდელი გაკვეთილის მიზანი იყო არა მარტო ის, რომ ადამიანს სიხარული ვაჩუქოთ, არამედ ისიც რომ ჩვენ ადამიანები საჭიროების მიხედვით არ უნდა გადავანაწილოთ.
თქვენ სკოლა დაამთავრეთ , წინ გამოცდები გელოდებათ მაგრამ მაინც გამონახეთ დრო და გაახარეთ მოხუცი მასწავლებელი. ადამიანი მხოლოდ მაშინ არ უნდა გვახსოვდეს როცა გვჭირდება, ისე, უბრალოდ, არაფრის გულისთვისაც უნდა გავიხსენოთ . თქვენც ხომ გაგითბათ გული, როცა მისი სიხარულით აცრემლებული თვალები ნახეთ. გიო რომ უმღეროდა , რომელი თქვენგანი გრძნობდა ამ ქალის ასაკს. ის თითქოს თქვენი ტოლი იყო ისევ. მე ძალიან მიხარია , რომ თქვენც იგრძენით ყოველკივე ეს და ასე კმაყოფილები ბრუნდებით ოჯახებში.
* * *
ჩვენთვის მოულოდნელი იყო ერთ-ერთი მასწავლებლის რეაქცია .
—ბავშვებო თქვენ ნამდვილად არა ხართ ნორმალურები . რა გინდოდათ იმ სიმაღლეზე , რომ აისეირნეთ ფეხით, ლაშქრობა გქონდაათ? გამოცდები ვისთანაც გაქვთ აქი ,იმ მასწავლებელს ვერ ესტუმრეტ ასეთი პატივით?!
შეთანხმებულივით ყველა ბავშვი მე მომაჩერდა, გიომ კი თვალი ჩამიკრა. ამან მაფიქრებინა, რომ ჩემი გაკვეთილის მიზანი მიღწეულად უნდა ჩამეთვალა.
Leave a Reply