— როგორ დაგვაშორა ცხოვრებამ ბავშვობის მეგობრები.—–გაიფიქრა გზად მიმავალმა ქალმა და გაკრიალებულ ,თეთრ მანქანას გააყოლა თვალი.—მაინც რა მოულოდნელობითაა სავსე წუთი ცოფელი.—-განაგრძო ფიქრი და გონებაში წარსული ცხოვრების სურათები ამოტივტივდა.
ორივე გაჭირვებასა და სიღარიბეში იზრდებოდნენ. ამან უფრო დააახლოვა ერთმანეთთან. წამოიჩიტნენ დამშვენდნენ . განსაკუთრებით თამარმა დაიმშვენა ქალობა. მეგი კი უფრო ჩვეულებრივ გოგონად დარჩა. მით უმეტეს მის კოპწიაობაზე მშობლები არ წუხდნენ. უფრო მეტიც, საჭიროდაც არ თვლიდნენ. მათთვის მთავარი იყო შვილები მშივრები არ ჰყოლოდათ.
თამარს კი დედა არაფერს აკლებდა. წელებზე ფეხს იდგამდა და ქალიშვილს დედოფალივით აკეკლუცებდა. მოწესრიგებული, ძვირფასად ჩაცმული და ორმაგად გალამაზებული თამარი ტოლებში ამაყად დადიოდა. თაყვანისმცემლების სიმრავლემ თავდაჯერებულობა შემატა.
მირბი—-მორბოდნენ მაჭანკლები.
გარიგება—ესეიგი მხარეები ურიგდებიან ერთმანეთს, პირობას დებენ , ითხოვენ, პირდებიან…
რა ვუყოთ, რომ სიყვარულის ღმერთი დუმს.
რაკი გარიგებაზე მიდგა საქმე , თაყვანისმცემლებში საუკეთესო შეარჩიეს და კარგადაც გაურიგდნენ.
როგორც იტყვიან ჩიტის რძეც არ აკლდა თამარს.
მეგისთვის კი მთავარი სიმდიდრე სიყვარული იყო. შინაგანად ეს ეამაყებოდა კიდეც , მაგრამ თავი მაინც დამცირებულად იგრძნო, როცა შემთხვევით შეხვედრილმა ძველმა მეგობარმა ალმაცერად გადახედა მის უბრალო სამოსს.
* * *
—-ბედნიერი ქალი ვარ, მე და ჩემს შვილებს არაფერი გვაკლია —ხშირად იტყოდა თამარი.
——მართლაც ბედნიერი ქალი ვარ, შეიძლება ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ კარგი შვილები მყავს .—–ფიქრობდა მეგი.
——ისევ დაბალი ქულა მიიღე? რატომ არ გინდა სწავლა? რა არ გყოფნით ? რა გაკლიათ? მარტო ბიბლიოთეკა გაქვთ რამოდენა. სულ ფერების მიხედვით გიწყიათ ხელუხლებელი წიგნები , დაჯექით და იკითხეთ.
მაღალი ქულები დამახვედრე ,შვილი? გენაცვალოს დედა! ამ საგანში რატომ მოიკოჭლე? წიგნი რომ არ გქონდა იმიტომ. არაუშავს რამდენიმე დღეში მაგასაც გიყიდი და გამოასწორებ. ეჰ, მამას მოსწრებოდა შენი წარმატებები. როგორ იამაყებდა?!
—-უძვირფასესი ტანსაცმელი მომართვა ჩემმა მეუღლემ მეც და ბავშვებსაც. ცნობილი მოდელიორის ნამუშევარი. ღმერთო რა ამაყი ვარ!
—–შვილო, ამას ისე კოხტად დაგიკერებ იფიქრებენ სპეციალურადააო , ისევ გამოგვადგება. შენისთანა შვილი ნამდვილად იმსახურებს ყველაფერს კარგს, მაგრამ ცოტაც მოვითმინოთ.
აი , ასეთი კონტრასტული ოჯახები ჰქონდათ ძველ განუყრელ მეგოხებს.
ხანდახან ტვირთისაგან მკლავებდაწეწილი მეგი გზად რომ მიდიოდა, თამარი ამ დროს ჩაუქროლებდა ავტომობილით. ზოგჯერ შეაჩერებდა კიდეც მანქანას.მაგრამ მხოლოდ საკუყთარი სახლის გადასახვევამდე მიიყვანდა მეგის. ამის შემდეგ ის ფეხით აგრძელებდა გზას. ამ დროს მეგი საშინლად გრძნობდა თავს. მეგობრის მიერ გამოჩენილი ყურადღება მოწყალებას უფრო გავდა და შეურაცხყოფდა. მითუმეტეს, რომ მათი ნაცნობობა სულ ამით შემოიფარგლებოდა უკვე.
* * *
დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ. თამარის ოჯახში ქონებას ქონება ემატებოდა , მეგის ოჯახი კი ხშირად მსუბუქ ი სადილით გადადიოდა.
—–დედა,ეს რა ფულია ,ეს როგორ მეყოფა…..კიდევ…ითხოვდნენ თამარის შვილები . ითხოვდნენ და რა თქმა უნდა ღებულობდნენ კიდეც.
——-დედა, ექსკურსიაზე არ წავედი დეა ამ ფულს უკან გიბრუნებ , გამოგვადგება—შვილის გულისხმიერებამ ცრემლი მოგვარა მეგის.
* * *
——–ასეა ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს !—-კისერზე ჩამოეკიდა თამარი მეუღლეს.—-პოლიციას ჩაუთვალე ფული და ყველა საბუთი განადგუდა. შენ შვილს კი არც ჩხუბი მოსვლია , არც არ ავინ დაუჭრია და არც პოლიციაში ყოფილა არასდრეოს.—-თრაბახი8თ აიკლო ოჯახი ქალმა .
მეგი გაფითრებული შევარდა პოლიციის შენობაში. ადფამიანის სახე აღარ ქონდა , ერთიანად კანკალებდა.
——როგორ გეკადრებათ, ჩემი შვილის ჩხუბი და იარაღი ვინ გაიგონა?! ან იქნებ , თქვენი აზრით უპატრონოა ეს ბავშვი და რამეს დააწერტ.
მეგის და მის შვილს მთელი უბანი ამოუდა მხარში და შვილის უდანაშაულობა დაამტკიცეს.
* * *
თავშეკრული და გულშეწუხებული თამარი ძვირფას დივანზე მისვენებულიყო. მეუღლე კი ყავის ფინჯანში რაღაც წვეთებს გულმოდგინედ უგროვებდა. ცოლს თვალს ვერ უსწორებდა და მზრუნველად განაგრძობდა წვეთების თვლას .
——რა დონდლო კაცი ხარ , ხომ თქვი ბავშვის სწავლის საქმე მოვაგვარეო .
——-რა ვიცი ძვირფასო, რამდენიც მითხრა არ შევვაჭრებივარ, ყველა ჩაუთვალე . შენს თავს გეფიცები მივეცი არ დამნანებია.
——მიეცი და ბავშვი მაინც უნივერსიტეტის გარეთ დარჩა. ღმერთო , ნუთუ ეს სამართალია.
——კარგი , საყვარელო ოღონდ შენ დამშვიდდი გაისად მოვახერხებ რამეს . ოღონდ არ ინერვიულო გულს გაუფრთხილდი.
——არა, მე გულს ეს არ მიკლავს ჩემი შვილი არ დამრჩება. რამეს მაინც მოვახერხებ, მაგრამ თავი სად გამოვყო , ჩემი ბავშვი გარეთაა და იმ ღარიბ–ღატაკი მეგის შვილი კი უნივერსიტეტში. ვის უფრო მოუხდებოდა იქ სიარული , ჩემს პეწენიკა შვილს ტუ მეგის ჩაუცმელ –დაუხურავ ბიჭს?! აი , ეს მხეთქავს გულზე. როგორ ვთქვა, როგორ ვიკადრო.
* * *
მძიმე ცხოვრებამ ადრე გატეხა მეგის ჯანმრთელობა ვაჟიშვილი უნივერსიტეტიდან საზღვარგარეთ გაუშვეს.
ავადმყოფობა არ შეიმჩნია დედამ შვილს ჯავრი არ გაატანა. ქალიშვილები ავადმყოფს თავს ევლებოდნენ. მეგი იმდენს ეცადა , ინგლისიდან დაბრუნებულ შვილს ფეხზე მდგომი დახვდა და მისი ჩამოსვლით გაიხარა. უფრო დიდი სიხარული კი შემდგომ ელოდა თურმე. მისი შვილი მთელი ქალაქის მმართველი გახდა. ხუმრობა ხომ არაა—–მეგის შვილი ამოდენა ქალაქის მერი.
——ჩემმა შვილებმა რატომ ვერ მიაღწიეს ვერაფერს.—-აქოთქოთდა ამ ამბის გაგებისთანავე თამარი——არაფერი დამიკლია , მათთვის ვცხოვრობდი , ყველაზე კარგი მაგათ ეცვათ, საბავშვო ბაღიდან დაწყებული საუკეთესოს ვურჩევდი და საბოლოოდ რა მივიღე? უქნარა და ზარმაცი შვილები! აი მეგის როგორ გაუმართლა?! მისი შვილი ქალაქს მართავს, კიდევ დააწინაურებენო ამბობენ. ღმერთო, მე ნამდვილად გავგიჟდები.
—–დედა,რა დაგემართა ? ახლა რის გამო ფორიაქობ? —–მხოლოდ ახლა მიაქცია ყურადღება ტელევიზორის ყურებით გართულმა ვაჟმა.
——-თქვენ გამითეთრეთ თმა , თქვენ გამიჩინეთ ნაოჭები და ბოლის თქვენ მომკლავთ მე.
——–შენ რომ ყველაფერი ჩვენ არ გადმოგვაბრალო არ შეიძლება რასაც შენ ამბობ , უბრალოდ ცხოვრების კანონზომიერებაა .
——თქვენ დამიჩქარეთ ყველაფერი .ჩემს სილამაზეს ასე მალე დაჭკნობა არ ეწერა.
——-კარგი რა, დედა, საკმარისია .შენ ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და მზრუნველი დედა ხარ, ოღონდ მეუღლესა და შვილებში არ გაგიმართლა. ახლა კი საქმე მაქვს და მომისმინე.
——რა ჯანდაბა გინდა, უფრო სწორად რამდენი .
——ფულზე პრობლემა არაა ხომ ?! ამჯერედ სხვა საქმე მაქვს .ჩვენი ქალაქის მერის დედა შენი ბავშვობის მეგობარი ხომაა? მიდი რა , ჩვენთვის ერტი კარგი სამუშაო სთხოვე.
——-ვის ვთხოვო მეგის?—-თვალები გაუფართოვდა თამარს.
——-რა სახე მიიღე , რა გემართება?
—–ჩვენთვისო ,რომ თქვი, ვინაა ის მეორე? —-თამარმა სასწრაფოდ სხვა საკითხზე გადაიტანა შვილის ყურადღება .
—–მე და ნიკო.
——შენ რომ სხვა არ აიკიდო ისე როგორ შეიძლება. რად მჭირდება მე ნიკო? როდის უნდა იფიქრო მხოლოდ შენს თავზე?
——დედა, საკმარისია . ნიკო იმიტომ არ მოგწონს, შენ რომ იკადრო ისეთი ოჯახის შვილი არაა. ერთხელ უკვე დამაშორე.და რა შედეგი მოყვა ამას კი იცი .მოკლედ , ან მე და ნიკო სამუშაოს ერთად დავიწყებთ, ან ისევ ძველ გზას დავადგები.
——მაშანტაჟებ?! ნარკომანი, რომ არ იყო აუცილებლად ნიკოს გვერდით უნდა იყო არა? კი , ბატონო თუ ასე გინდა….
——დიახ, ასე მინდა და ისიც იცოდე , ანისაც დავიბრუნებ. ზედმეტი სიტყვა არ გავიგონო.
——-კი მაგრამ….
——არავითარი მაგრამ. გიბრუნებთ იმ მანქანას ანის სიყვარულის სანაცვლოდ რომ მაჩუქეთ.
——შვილო?…
——დედა, შეიგნე შნი შვილები ბავშვები აღარ არიან. რატომ არ ისვენებ? მეორედ ხომ არ მოხვალ ამ ქვეყნად. ღმერთმა საშუალება მოგცა , გაერტე ,ფასეული ნახე რამე, ნახატები დაათვალიერე, მუსიკა მოისმინე, იმოგზაურე და ხანდახან სხვაც გაიხსენე.
——ვინ სხვა?
——გაჭირვებული ვინმე ,რა ცოტაა?! მიმოიხედე ირგვლივ .ზოგიერთის ცხოვრების საფასური მხოლოდ ერთი თეფში გაქვს, თუმცა მაინც წუწუნებ და წუწუნებ.
——-ესეიგი რაც გვაქვს ყველაფერი გაჭირვებულებს დაურიგოთ არა? კი მაგრამ თქვენ?
——-ჩვენც მივხედავთ თავს არ დავიკარგებით. შნ რომ გგონია არც ისე ცუდები და უსუსურები ვართ. ახლა ეს მითხარი, მიდიხარ შნს მეგობართან?
——იქნებ თვით მერთან მივიდე .
——ესეც შეიძლება მაგრამ ბარემ მეგობარიც მოინახულე.
——-არ ვიცი მოვიფიქრებ.
——-შენებურად ახლა რაიმე დაწესებულების დირექტორობას ნუ მოთხოვ .ხომ იცი მე და ნიკო კარგად ვუკრავთ და ამ კუთხით….
——–ისევ მუსიკას გაიძახი?! —–ისტერიული ყვირილით შაწყვეტინა თამარმა შვილს—–რა იქნებოდა მეც მყოლოდა ექიმი შვილები რა მოხდებოდა …
—–კარგი რა დედა ! მე და ექიმი?! ხომ ნახე არაფერი გამომივიდა. შენ იცი რა არის ნიჭი? ნიჭი ადამიანის მისიაა, ის რისთვისაც ყოველი ჩვენგანი მოავლინა უფალმა ამ ქვეყნად .
——რატომ? ეს ხელები ფორტეპიანოს თუ დაუკრავს ქირურგობას ვერ მოახერხებს?! ნეტა მამა გყავს ისეთი მხარში არ ამოგიდგეს თუ დედა?
——კი, კი , წარმოიდგინე ერთ მხარეს დედა, მეორე მხარეს მამა, მე კი ვმუშაობ ავადმყოფთნ, თანაც ქირურგი. გაფიცებ , დედა, შენ ამის გჯერა? მოვრჩეტ ამაზე ლაპარაკს ნიკოსთან მეჩქარება.—აღელვებულ დედას შვილმა შუბლზე აკოცა და გაიქცა.
——ღმერთო, ვერაფრით გამიგია , როგორ გაზარდა კარგი შვილები მეგიმ და მე ვერა?! სა დაუშვი შეცდომა? იქნებ მეუღლის არჩევანში. ის , რომ კიდევ უფრო მოქნილი ყოფილიყო…..
* * *
ავადმყოფ მეგის საკუთარი ტკივილიც კი დაავიწყა ოთახის ზღურბლზე მდგარი თამარის დანახვამ.
——თამარ, შენა ხარ? შენც შეგაწუხე?მობრძანდი.
სტუმარი გაკვირვებული იყურებოდა აქეთ–იქით .აღარსად ვ იყო ის ძველი ქოხი, არ ოთახში იგრძნობოდა სიღარიბე. პირიქით, მეგი მეტად ძვირფას საწოლში იწვა. ასეთი თვით თამარს არ ღირსებია.
——როგორ ხარ შე საცოდავო?—–მწუხარებით მიმართა მან ავადმყოფს .
——საცოდავის რა მაქვს, თამარ, უბრალოდ ავად ვარ თორემ.
——მაპატიე, უნებურად წამომცდა, იმიტომ რომ ვერც კი წარმოვიდგევდი შენ , ქვრივი, ასეთ ცხოვრებას თუ ააწყობდი. ასეთი სახლ–კარი, ავეჯი….
——ავეჯი დიდი არაფერი. არც ვიყავი ამის გამადევარი ძალიან. მხოლოდ ეს საწ2ოლია ძვირფასი. ისიც იმიტომ ვიყიდე, რომ ჩემს ქმარს მოსწონდა და ნატრობდა. არ დასცალდა ნ იმ მართლაც საცოდავს , თორემ მე რა მიჭირს ჩემი შილების პატრონს.
——მართლაც, მართლაც.—-დაეთანხმა თამარი.
მეგიმ ძალიან თბილად მიიღო ბავშვობის მეგობარი. რაც უფრო ბევრ ამბებს იხსენებდნენ ისინი თავიანთი ბავშვობიდან, მით უფრო უკვირდათ მეგის ქალიშვილებს, რომ დედის ასეთი ძვირფასი მეგობარი მთელი ცხოვრების მანძილზე მათთან პირველად გამოჩნდა.
ძველ მეგობრებს შორის ყინული გალხვა და ისე კისკისებდნენ , თითქოს ისევ თხუთმეტიოდე წლის გოგონები იყვნენ . მეგი უშუალობამ ისე გაათამამა სტუმარი, რომ ყოველგვარი დაძაბულობა მოეხსნა და სათხოვარიც თავისუფლად ბრძანა.
წამი ტ უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა .
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს, ჩაეღიმათ. თვით მეგის კი სახის ერთი ნაკვრთიც არ შეცვლია, თითქოს არაფერი მომხდარა მოულოდნელი.
——აუცილებლად გადავცემ ჩემს შვილს ამ თხოვნას და ისე ვთხოვ, რომ შეგისრულოს. მისი იმედი მსქვს. —უთხრა და თან თბილად გაუღიმა.
მისმა ღიმილმა ჩამოწოლილი უხერხულობა საბოლოოდ გაფანტა სტუმარი წავიდა, გოგონებმა მანქანამდე მიაცილეს. უკან დაბრუნებულებს დედა ჩაძინებული დახვდათ.
——-დედა დაიღალა და ძინავს.
——-მოგეწონა დეიდა თამარი ?
——–არა! თუმცა გარეგნობით ვერ დაიწუნებ. ვერ გამიგია , თუ ასეთი კარგი მეგობარი იყო, მხოლოდ ახლა რატომ გამოჩნდა .
——-რა არის აქ გაუგებარი?
——დედა კი მაინც დაპირდა.
——მე ვთხოვ დედას , რომ ამ ქალის თხოვნა საერთოდ არ გადასცეს…
——-ჩემი შვილი აუცილებლად შეასრულებს ამ თხოვნას—-საყვედურიანი თვალები შავლო მეგიმ შვილებს.—-თქვენ კი ყოჩაღ, ასეთი გულღრძო ვის დაემსგავსეთ. იმასაც კი ვერ აფასებთ რომ თქვენი ძმა საჭირო კაცია და შეუძლია გაჭირვებულს დაეხმაროს, არ მოველოდი ამას თქვენგან. მეგობრის სტუმრობით გამოწვეული სიხარული ჩამიმწარეთ.
——ეგ რა მეგობარია შენი, ან კიდევ რომელი გაჭირვებული?! თვითონ რომ ულხინდა ვინ გაიხსენა?!
——-ეს მას მოეკითხება. მე ყოველთვის კარგი მეგობარი ვიყავი მისი და ასეთივე ვიქნები ყოველთვის. მოდით , აქ ჩამომიჯექით სალაპარაკო მაქვს თქვენთან.
გოგონები ჩიტებივით შემოუსხდნენ დედას და სმენად გადაიქცნენ .
——-მამათქვენის სიკვდილი მერე სიცოცხლე აღარ მინდოდა. მაშინ მე შვილებიც არ მახსობდა და როცა მთელი არსებით მარტოობა შევიგრძენი აი, მაშინ გამახსენდით. იცით, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის . საოცარია , მაგრამ იმ უბედურებაში მე ბედნიერების გრძნობაც განვიცადე. ეს კი თქვენ მაგრძნობინეთ. ბედნიერება სხეულის ყოველი უჯრედით უნდა შეიგრძნო, თორემ ისე არაფერია ჭკვიანს ცოტა ყოფნის ბედნიერებისათვის, ბრიყვს კი ბევრიც არ ყოფნის. ამიტომ მეცოდება თამარი.
——დედა, შენ გეცოდება ის ქალი?
——-დიახ, ძალიან მეცოდება, ვერ გრძნობს ,არ ყოფნის….
——–კარგი რა ,დედა, ამას უმადურობა ქვია .
——-სწორედაც . როცა უზომოდ დაღლილი გულში ჩემს ცხოვრებას და გაჩენას ვწყევლიდი , თქვენი თვალები მავსებდა ახალი ძალებით. თქვენ ჩემი ფერადი მარტოობა იყავით. გახსოვთ, სამი დღის წინ სასწრაფოდ ორი ვედრო მჭირდება-მეთქი, რომ ამოვიჩემე?
გოგონებმა ერთმანეთს გადახედეს .
—–რა შუაშია ორი ვედრო? მითუმეტეს არაფერში გამოგვიყენებია.
მეგის გულიანად გაეცინა.
—–იმ დროს მანქანა გაფუჭებული იყო. ჩემმა ბიჭმა კი , ქალაქის მერმა, უბრალო სამარშრუტო ტაქსით ვედროები მომიტანა. ესეიგი თანამდებობა თავში არ ავარდნია. საერთოდ ცხოვრებაში ყველაფრისათვის მზად უნდა იყო. დაიმახსოვრეთ, დაცემის შიში ამაღლებას უნდა ახლდეს თან.
—–რა უცნაური რამ მოგიფიქრებია, დედა,რომ არ მოეტანა?
—–როგორ, ავადმყოფ დედას თუ არ შუსრულებდა თხოვნას, მაშ სხვას ვის უნდა ემსახუროს? ვის უნდა გამოადგეს?
——ვედრო რომ არ მოეტანა, თანამდებობიდან მოხსნიდი ალბათ—-გადაიკისკისეს დებმა.
——-მე რათქმა უნდა არ მოვხსნიდი, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვა მიუჩენდა თავის ადგილს. ახლა კი ვიცი, რომ ჩემი შვილი ყოყოჩი და ამპარტავანი არ არის . ფეხზე მყარად დგას .
მეგიმ ორივე შვილი გულზე მიიხუტა და გაირინდა.
——–მართლაც, როგორ დაგვაშორა ცხოვრებამ ბავშვობის მეგობრები—გაიფიქრა და თვალთაგან წყვილი ცრემლი ჩამოუგორდა.
Leave a Reply