——ლაშა, შვილო, წესიერად თუ არ მოიქცევი,ახალი წელი რომ მოვა, თოვლის ბაბუა საჩუქარს არ გამოგიგზავნის.
——დედიკო, რას ნიშნავს ახალი წელი მოვა? როგორ მოვა? ან ახლა სად არის წასული?
——მისმინე, გენაცვალე და დაიმახსოვრე. წელიწადში ოთხი დროა—გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. თითოეულ დროში სამ–სამი თვეა. აბა მითხარი სულ რამდენი თვეა ოთხივე დროში ?
—–სამი… სამი… სამი და კიდევ ერთი სამი. ამდენი თითები რომ არ მაქვს?ორი სამი ექვსია, შემდეგი ორი სამიც ექვსი. ორი ექვსი კი …რამდენია არ ვიცი.
—–ორი ექვსი თორმეტია შვილო, აწი აღარ დაგავიწყდეს.
—–დედიკო, წელიწადში თორმეტი თვე ყოფილა.!
——მართალია, ახალი წელი კი პირველ იანვარსაა. ამ დღეს ძველ წლებს კიდევ ერთი წელი შეემატება.
—–დედიკო, თოვლის ბაბუა მხოლოდ ახალ წელში ცხოვრობს?
——დიახ, თოვლის ბაბუის დრო ახალი წელია ამ დროს ის მისი ოქროს ეტლით დაქრის ცაზე და ყველა კეთილ, ჭკვიან და კეთილ ბავშვს ასაჩუქრებს. იცი მთელი წლის განმავლობაში ის ბავშვებს აკვირდება, როგორ იქცევიან ისინი, როგორ სწავლობენ, უფროსებს როგორ უგდებენ ყურს და შმდეგ ყველაფერს უბის წიგნაკში ინიშნავს.
——-დედა, თოვლის ბაბუას უბის წიგნაკი აქვს და მეც ვუწერივარ?
——რა თქმა უნდა, შვილო, მას მწვანე თეთრ წინწკლებიანი უბის წიგნაკი აქვს და იქ ლაშაც წერია. დარდი ნურაფრისა გექნება, შენ ხომ შესანიშნავად იქცევი ?!
——რა ვიცი, ამას წინათ ილიკოს მანქანა არ ვათხოვე. აწი აღარაფერს დავაშავებ. ისე, დედა, ყველა დროს ზამთარი სჯობს არა? შობა, ახალი წელი, თოვლი , გუნდაობა, ციგაობა, თხილამურები…რა მხიარულებაა…
——შენ ასე ფიქრობ? მოდი ყველა დროს გადავხედოთ. აი, გაზაფხული რომ მოდის რა ხდევა? თოვლი დნობას იწყებს .
——ხედავ რა ცუდია გაზაფხული?!
——კარგი , ჯერ მომისმინე. თოვლი მთლად დამდნარი არცაა, რომ მინდვრები ენძელებით გადათეთრდება ბუჩქის ძირებში კი იები და ყოჩივარდები გაძნდებიან.
——დედიკო, გახსოვს დედის დღეზე იები რომ დაგიკრიფე?
——-ხომ ხედავ დედის დღეც გაზაფხულზეა. ახლა გავაგრძელოთ, პატარ–პატარა რუები არაკრაკდებიან, ირგვლივ დათბება, ხეებს კვიტები შემოასკდება და ათასფრად აყვავდებიან.ბარემ ისიც ვთქვათ, გაზაფხულზე ვისი დაბადების დღეა?
——ჩემი და შენი, დედიკო.
——მაშ, ცუდია გაზაფხული?
——არა ,დედა, არა, ძალიან კარგია!
——მერე ზაფხული მოვა. ჯერ სოფლად წავალთ. მათესთან და მარიტასთან ერთად მდინარეში იბანავებ. ყვავილებს, კენკრას, და სოკოს დაკრებთ ტყეში. გახსოვს იქ ზღარბი და მელია რომ ვნახეთ/
——კი, დედიკო , მახსოვს . იმ მელიამ ანიკო ბებოს ქათამი რომ მოპარა, შენ გახსოვს?
—–მახსოვს. სოფლიდან რომ ჩამოვალთ ზღვაზე ვივლით. დილის შვიდ საათზე ავდგებით . შენ –ველოსიპედით, მე კი ფეხით ჩავალთ ბულვარში. განა ცუდია დილით ზღვაზე ბანაობა და ბულვარში ველოსიპედით სეირნობა?
——არა, დედა, ზაფხულიც კარგია!
—–მაშ, შემოდგომა არ მოგწონს? რამდენი ფერია ირგვლივ, რამდენი ხილია. შენი მსხალი როგორ მსხლებს გაჩუქებს, შენი ყურძენი როგორ მტევნებს მოისხამს?! ყვითელი მანდარინი? შენ რომ ძალიან გიყვარს, აბა მითხარი, არ გენატრება?
——მენატრება, დედიკო , მენატრება. მართლაც ყველა დრო კარგი ყოფილა.
——მთავარი ის კი არაა წელიწადის რა დროა, მთავარია შენ როგორ იქცევი და როგორი ბიჭი ხარ შვილო,
——ნეტა როგორი ბიჭი ვარ? თოვლის ბაბუა ნეტა რას ფიქრობს ჩემზე?
——რავიცი, შვილო, დაველოდოთ ახალი წლის მოსვლას.
მალე ახალი წელიც მოვიდა. თოვლის ბაბუამ გადმოიღო უბის წიგნაკი და გადახედა საკუთარ ჩანაწერებს.
ილიკო—სკოლაში კარგად სწავლობს, ზრდილობიანია,მაგრამ ხანდახან ბებოს აბრაზებს.
თოვლის ბაბუამ თავი გააქნია და განაგრძო.
მარიტა—–ძალიან ცოტას ჭამს , კომპოტიც დაღვარა მაგიდაზე.
ალეკო —–ძალიან ცელქობს, უფროსებს არ უგდებს ყურს.
მათე—-კარგი ბიჭია , მაგრამ მტირალაა.
დალილა—–ძალიან ცელქია თანატოლ ბიჭებს ეჩხუბება და ცემს.
ლაშა—-ბაღში კარგად იქცევა, უფროსებს არ აბრაზებს, უყვარს ცხოველები. ყავს ძაღლი –ცუგო, ფისუნია—სინდი, თიკანი ბეკო და მამლაყინწა პეტრო. ეს ცხოველები თვითონ ლაშამ გაზარდა.
——აი , ამ ბიჭს დავასაჩუქრებ, სხვებიც ჭკუას ისწავლიან და კარგად მოიქცევიან.
ოცდათერთმეტ დეკემბერს დედა დიდ სამზადისში იყო. ლაშა და მამიკო ნაძვის ხეს რთავდნენ. ლაშას ძალიან უხაროდა და მაგიდის ირგვლივ მიმორბოდა, ხან რომელ სათამაშოს მიაწოდებდა მამას და ხან რომელს.ბოლოს მამამ ლაშა ხელში აიყვანა, მან კი საკუთარი ხელით ნაძვის ხის კენწეროზე თეთრი ანგელოზი ჩაამაგრა, მერე სავარძელში ჩაჯდა და მოციმციმე ნაძვის ხის ყურებაში ჩაეძინა. ვერც კი გაიგო როგორ ჩააწვინა დედამ საწოლში.
ზუსტად თორმეტ საათზე ლაშას საწოლზე თოვლის ბაბუა ჩამოუჯდა , ახალი წელი მიულოცა და უთხრა .
——ლაშა, შენს თანატოლებს შორის მხოლოდ შენ უნდა დაგასაჩუქრო. აი ზღაპრების წიგნი, როცა წერა–კითხვას ისწავლი წაიკითხავ. ეს კიდევ შენი საყვარელი სათამაშო მანქანა.
——–თოვლის ბაბუა , გმადლობთ.–მიუგო ლაშამ , მაგრამ დიდი სიხარული არ გამოუხატავს. თოვლის ბაბუამ წარბი შეიკრა.
——-ყმაწვილო , საჩუქრები არ მოგწონს?
——-როგორ არ მომწონს, თოვლის ბაბუ, მაგრამ…
——რა მაგრამ? რითი ხარ უკმაყოფილო? ეს რაა თვალზე ცრემლი რომ მოგადგა, საჩუქარი ხომ არ გეცოტავება?
ლაშამ თავი დაღუნა , თითქმის ატირდა.
——მათეს? დალოს? ილიკოს? მარიტას? ისინიც კარგი ბავშვები არიან . გული დაწყდებათ. იცით, ბაბუ , როგორ გელოდებიან?! თქვენ ალბად გამოგრჩათ, თორემ ხანდახან მეც ვაბრაზებ დედიკოს , არც ჭამა მიყვარს ძალიან.
თოვლის ბაბუამ წარბი გაიხსნა და კეთილად გაიღიმა.
—–შენ მართლაც კარგი ბიჭი ყოფილხარ—-უთხრა, შუბლზე აკოცა და წავიდა.
მეორე დღეს ლაშამ ბალიშის ქვეშ საჩუქარი იპოვა. ,,მეგონა სიზმარი იყო, თოვლის ბაბუა კი მართლა მსტუმრებიაო.,,—გაიფიქრა გახარებულმა , საწოლიდან წამოხტა და თანატოლებს მიაშურა. აღმიჩნდა , რომ
არცერთი ბავშვი არ დარჩენილა უსაჩუქროდ. ახლა უფრო დარწმუნდა ლაშა, რომ თოვლის ბაბუას სტუმრობა სიზმარი არ იყო.
გარემო კი მხიარულებას და ბავშვების სიცილ კისკისს მოეცვა, რომელსაც დროდადრო მათი გადაძახილ–გადმოძახილი არღვევდა…
——კარი გამიღე, მეკვლე ვარ!
——კარი გამიღე, მეკვლე ვარ.
Leave a Reply