ახალი წელი ახლოვდებოდა. თოვლის ბაბუამ გადაწყვიტა პირველ რიგში ბავშვებისათვის საჩუქრები შეერჩია, ამიტომ ბავშვების სათამაშოების ქალაქში–ქინდერლანდიაში გაემგზავრა.
ქინდერლანდია დიდი მდინარის პირას მდებარეობს და იქ მსოფლიოს ბავშვებისათვის სათამაშოებს ამზადებენ. ზოგჯერ დამზადებულ სათამაშოებს ნაწილებადაც კი შლიან, ისე რომ შემდეგ ბავშვებმა შეძლონ მათი აწყობა, მოათავსებენ ყვითელ ოვალურ ყუთში, ყუთს ამოავლებენ ბავშვების საყვარელ ტკბილ შოკოლადში და ლამაზ ბრჭყვიალა ქაალდში ახვევენ. ამ ბრჭყვიალა კვერცხ შოკოკადებში რა სიურპრიზი აღარ ელოდება ბავშვებს—ბეემოტები, ჯუჯები, კერდღლები, კენგურუები, მანქანები, მიტოციკლეტები და ათასი სხვა რამ.
ჰოდა, თოვლის ბაბუა სწორედ ამ ქალაქს გაემგზავრა. შევიდა თუ არა იგი სათამაშოებისა და შოკოლადის უზარმაზარ ქარხანაში , ყვირილი გაიგონა.
—–არ მინდა, არსად არ მინდა წასვლა, აქ დამტოვეთ. ცუდი ბავშვი , რომ შემხვდეს რა მეშველება , ცხვირს მომამტვრევს, ყურებს ამახევს და სადღაც მომისვრის . აქ დამტოვეთ , გთხოვთ!
თოვლის ბაბუა დაინტერესდა ვი ყვირისო, მივიდა და გამოელაპარაკა.
——-რატომ გინდა აქ დაეჩენა? ნუთუ არ გაინტერესებს როგორები არიან პატარა ბავშვები, როგორ ცხოვრობენ და როგორ გაუხარდებათ შენთან შეხვედრა პატარა სპლიყვო?
ბავშვებო, თქვევ ალბად იცით, რომ მგლის შვილს ლეკვი ქვია, დათვისას — ბელი, ლომისას –ბოკვერი, აქლემის შვილს –კოზაკი, კამეჩისას–ზაქი, ხოლო უზარმაზარი სპილოს შვილს, ცოტა არ იყოს, სასაცილო სახელი –სპლიყვი ქვია.
——იცი , რას გეტყვი, ჩემო პატარავ,—-მიმართა თოვლის ბაბუამ სპლიყვს.—–მე თვითონ შეგირჩევ პატრონს, მტელი წლის განმავლობაში ვაკვირდები ბავშვებს და ვიცი ვინ როგორ იქცევა, როგორები არიან. მე შენ ყველაზე კარგ ბიჭს შეგირჩევ და მასთან გაგგზავნი.
სპლიყვმა დიდი წყლიანი თვალება ააფახურა და თოვლის ბაბუას მიაჩერდა.
——ჰო, ჰო, ნუთუ არ მენდობი? მყავს მე ერთი ნაცნობი ბიჭი, ლაშა . აი , იმასთან გაგიშვებ ის არაფერს დაგიშავებს.
ახალი წელიც მოვიდა. ღამის თორმეტ საათზე ყველა ფანჯრებთან იდგა და ზეცისკენ მიეპყრო თვალები ,იქ კი ათასი ფერის ნათურა დაფრინავდა და ახალ წელს ულოცავდა ქვეყანას.
ახალ წელს გულისფანცქალით ელოდა ლაშაც. წელს ხუთი წუთითაც კი არ ჩაუძინია. უცებ ეზოში სამი სხვადასხვა ფერის უზარმაზარი ბუშტი დაეშვა , რომელსაც ბოლოში პატარა ლამაზი ტომარა ჰქონდა ჩამოკიდებული. ლაშამ ეს საკუთარი თვალით ნახა. ის ელოდა თოვლის ბაბუის საჩუქარს, მაგრამ ეგონა ის სადმე , კარადაში ან ბალიშის ქვეშ იქნებოდა დამალული, როგორც შარშან. წელს კი მას თოვლის ბაბუამ ბუშტებიტ ჩამოუფრინა საჩუქარი.
ლაშა თვალის დახამხამებაში ეზოში გაჩნდა და საჩუქარი ჰაერშივე დაიჭირა. აბრჭყვიალებულ ზეცაში თოვლის ბაბუის ოქროს ეტლსაც კი მოჰკრა თვალი. გახარებული შევარდა სახლში თან დედას გასძახოდა .
——დედა,დედა, ნახე თოვლის ბაბუამ საჩუქარი გამომიგზავნა. ჩქარა მოდი, ვნახოთ,, აი, პოლიციის მანქანა , ფანტა, თოვლის ბაბუის საახალწლო კალენდარი, ზღაპრების წიგნი, რა ლამაზია! კანფეტები, ზოროს ნიღაბი, დედიკო, თოვლის ბაბუას ცოდნია ზოროს ნიღაბი რომ მინდოდა. ნახე , დედიკო, ქინდერის შოკოლადი. ნეტა შიგ რა იქნება? იქნებ მანქანა იყოს… ნეტა მანქანა იქნებოდეს… როგორ ავაწყობ!
ყოველივე ეს ესმოდა პატარა სპლიყვს და გატრუნული იჯდა ყუთში. ლაშა კი უკვე გარშემოკრულ შეკოლადს ამტრევდა, და თან გაიძახოდა .
——-როგორ მინდა კიდე ერთი მანქანა!
ამ სიტყვებით პატარა ყუთს თავი მოხადა და შიგ შიშისაგან თვალებ დახუჭული სპლიყვი შერჩა ხელთ.
——-ჰეე, შენ ვინა ხარ?
სპლიყვმა ჯერ ცალი თვალი გაახილა, მერე მეორე, წამწამება ააფახუნა და გაუბედავად მიუგო ლაშას.
—–მეე?…მე სპილო ვარ… უფრო სწორად სპილოს შვილი, სპლიყვი, შენ კი მანქანა გეგონე ხომ?
——არაუშავს, შენც საინტერესო ვინმე ხარ, ოღონდ თეთრი ეშვები რატომ არ გაქვს?
——ხოო, ალბათ საინტერესო ვარ… ეშვები იმიტომ არ მაქვს , რომ ჯერ პატარა ვარ. ხორთუმი ხომ მაქვს, ოღონდ არ მომამტვრიო რა…
——არა, როგორ გეკადრება! საინტერესო იმიტომ ხარ , რომ მე არც კი ვიცოდი სპილოს შვილს სპლიყვი თუ ერქვა. ისე, ძალიან მომწონხარ, ჩვენ უნდა ვიმეგობროთ კიდეც. მე ლაშა ვარ .
,,მე ეს ჯერ კიდევ ქინდერლანდიაში ვიცოდი…თოვლის ბაბუამ მითხრა,,——გაიფიქრა სპლიყვმა, მაგრამ ლაშას არა უთხრა რა.
უთხრა რა . ამის ნაცვლად ოდნავ გაიღიმა და მიუგო.
——-მე ხომ უკვე გაგეცანი, სპლიყვი ვარ, მეტი არაფერი ვიცი.
ლაშას ისე მოეწონა სპლიყვის გულახდილობა, რომ თითქმის შეუყვარდა იგი.
——-პირველ რიგში შენ გჭირდება სახელი. რა დაგარქვა ისეთი, სპილოს რომ მოუხდება?ამას წინათ, ცირკში დიდი სპილო გავიცანი. შენც ხომ დიდი გაიზრდები , იმ სპილოს სალვადორი ერქვა. ჰოდა შენც დღეიდან სალვადორი იქნები და ჩვენ სულ ერთად ვიქნებით.
მაშ , ხორთუმს და ყურებს არ მომამტვრევ?
——-რას ლაპარაკობ? მე მეგობრებს არაფერს ვუშავებ.
——-მაშ , მომეფერები და გეყვარები?
——–რა თქმა უნდა! იცი რა მოვიფიქრე? შენთვის ეს ალბად სასიამოვნო სიურპრიზი იქნება. მე მყავს კიდევ ერთი მეგობარი სპილო, მამამ მაჩუქა, მას დუდუნა ქვია. შენ მისი შვილი იქნების უფრო მოგეფერება.
სალვადორს სუნთქვა შეეკრა .
——–ღმერთო ჩემო ,ნუთუ დედაც მეყოლება და მეგობარიც . ნუთუ მარტო აღარ ვიქნები პლასტმასის პატარა ყუთში დახუთული.
ლაშამ სალვადორი მიიყვანა დიდ სპილოსთან.
——-ძვირფასო დუდუ, გაიცანი, ეს შენი შვილია სალვადორი.
დუდუნა შეკრთა, მადლიერი თვალებით გადმოხედა ლაშს და პატარა სალვადორი თათით ახლოს მიიჩოჩა. სალვადორი გაინაბა, თვალები დახუჭა და უფრო მიეკრო დედის თბილ სხეულს.
,,ღმერთო… ღმერთო… რა კარგი ყოფილა ჩემი დედიკო. გმადლობთ, თოვლის ბაბუა, გმადლობთ,,
ლაშა სიხარულით თვალებანთებული შესცქეროდა სალვადორს სხვა სათამაშოები აღარც კი ახსოვდა.
ფანჯრიდან ამ სურათს თოვლის ბაბუაც უყურებდა. ორჯერ დაუკაკუნა კიდეც, მაგრამ ლაშას უკვე ეძინა. დედას კი თოვლის ბაბუის კაკუნი ქარის ხმაური ეგონა და ყურადღება არ მიუქცევია.
ძალიან კმაყოფილი დარჩა თოვლის ბაბუა.—–მართლაც კარგი ბიჭი შემირჩევია პატარა სპლიყვისთვისო.—-ჩაილაპარაკა და გაფრინდა მისი ოქროს ეტლით სხვა ბავშვების ეზოებისკენ.
Leave a Reply