Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘Uncategorized’ Category

ცხოვრება ხანდახან ისეთ ადამიანებს შეგვახვედრებს ვერასოდეს დავივიწყებთ. შენი ცხოვრების ეს რამდენიმე წუთი წლების 804418_433710460042533_907354779_nგანმავლობაში ბევრჯერ ამოტივტივდება ხოლმე გონებაში.

წლების წინ, სტუდენტობისას,  ფოლკლორულ ექსპედიციაზე ვიყავით სამცხეში. ეს ის პერიოდი იყო, კომუნიზმი რომ ყვაოდა. ფეხით შემოვიარეთ მესხეთის სოფლები.როგორც მთელ საქართველოში აქაც ეკლესია– მონასტრები დაცარიელებული და დაკეტილი იყო. უამრავ ადამიანს შევხვდით.ძალიან დიდი სითბო და დაუვიწყარი მოგონებები გამოგვყვა მესხეთიდან.

ერთ–ერთ სოფელში გავიცანით მოხუცი ქალბატონი ,როგორც თვითონ გვითხრა ოთხმოცდაათს გადაშორებული, მამულაიშვილი თერეზინა. არასოდეს დამავიწყდება მისი გულმხურვალე თხოვნა.

_შვილებო, სანამ ეკლესიები დაკეტილია კარგს ნურაფერს ელოდებით. გთხოვთ ხმა მიაწვდინეთ ვისაც შეუძლია, ან თქვენ დადექით ერთად და მოითხოვეთ,გახსენით ეკლესიის კარები, ილოცეთ ქვეყნისათვის, შვილებო.

_რა დროს ეკლესიებია,ბებო. ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა_გულგრილად მიუგო ახალგაზრდა კომუნისტმა.

_რას ამბობ,შვილო. ღმერთი არ გასწირავს საქართველოს. აწ თქვენ უნდა იბრძოლოთ მისთვის. დიდება უფალს._მის მტკიცე ხმას ბზარი შეეპარა, თითქოს ჩვენ ვიყავით მისი უკანასკნელი იმედი.

_შვილებო, ყველაფერს წარსული შთანთქავს და თუ ეკლესიებს არ ავამოქმედებთ ჩვენც შთანვითქმებით, მაგრამ საქართველო უკვდავია, მას წმინდა მარიამი იცავს.

ნუთუ ასეთი წმინდა და გულწრფელი თხოვნა შეუსრულებელი დარჩება,უფალო. თვალწინ წარმომიდგა ჩვენი ქალაქის ცენტრში დაკეტილი  და მაღალი ძაბვის დანადგარებით გამოტენილი ულამაზესი ეკლესია.

_ჩვენ რომ ეს შეგვეძლოს, ბებო… მხრები აიჩეჩა იმავე ახალგაზრდამ.

_იცი, შვილო, ღმერთმა რა უთხრა ძლიერთ?! ნუ ჩაგრავ უმწეოს, რადგან ის დასახმარებლად მე მომმართავსო. ღმერთმა ეს პერიოდი ეშმაკს დაუთმო და უთხრა, ერთი მლოცველიც, რომ დარჩეს, არაფერს დაგითმობო. ამ დროსაც ექნება თავისი დასასრული.ლოცვას დიდი ძალა აქვს, შვილებო. მე სხვა რა შემიძლია?! სანამ სული ცოცხალია ვილოცებ. არ ვიცი ლოცვაო, მითხრა ერთმა გოგონამ.ლოცვას რა ცოდნა უნდა. აანთე ღვთის სანთელი და მის ალს უყურე, ლოცვა თავისით წამოვა გულიდან.შვილიშვილს ვატარებ ყველგან. მეშინია, სადმე თუ მოვკვდი ხალხს მაინც გააგებინებს.ყველა ეკლესიას, ყველა წმინდა ნანგრევს ვნახულობ სანთელს ვანთებ და ვლოცულობ. აი, რითი  ვართ ძლიერი და რამ გაგვაძლებინა ქართველებს.

დამუნჯებულები და გაოგნებულები შევყურებდით ამ ჩია მოხუც ქალს. ამ დროს ასეთი სიბრძნე და რწმენა შეინარჩუნო, ეს გმირობაზე ბევრად მეტია.

მას შემდეგ რამდენი წელი გავიდა…ეკლესიაში შესვლისას, როცა ტაძრის კარს  ვემთხვევი, ყოველთვის მახსენდება ერთი უბრალო მესხი ქალი. ასე მგონია ის ტაძარშია და თვითონ ქცეულა ყოველი ტაძრის კარად.

Read Full Post »

                               

           ტანსაცმლით გამოიხატება ადამიანის ინტელექტი,ხასიათი,სოციალური მდგომარეობა,ტემპერამენტი და პოლიტიკური პლატფორმაც კი.თუნდაც ერთი შეხედვით ძალიან უბრალო,  უწყინარი მაისური ბევრ ცნობას გვაწვდის იმის შესახებ, ვისაც ის აცვია. ამას განსაკუთრებით გადამწყვეტი მნიშვნელობა ეძლევა არჩევნების ციებ–ცხელების დროს.

804300_433710260042553_92710046_n

         _მაისური გამოხატავს ადამიანის მკვეთრად დაფიქსირებულ პოლიტიკურ პოზიციას და საერთოდ, მგონი მაისურებით იწყება საარჩევნო მარათონი.

        _თუ ადამიანი შენი ამომრჩეველია რა მნიშვნელობა აქვს ნომერს?  შვიდი იქნება, ორმოცდაერთი თუ თუნდაც ნული, მაინც მას მოხაზავს.

        _მგონი აქ უფრო რაღაცის გათვლაა. ზოგი დაიბნევა, ზოგი გაღიზიანდება და რაც მთავარია ფინანსურად დაზარალდება პარტია.

        _ბავშვურ თამაშს გავს. აზრი? შედეგი? აი, მე ავიღებ ახლა ამ ლურჯ მაისურს,რომელსაც ზურგის მხარეს შვიდი აწერია და ნაწერის ბოლოდან ზევით პატარა პარალელურ ზოლებად დავჭრი.

        _ყოველი მომდევნო ზოლი ერთი სანტიმეტრით გრძელი იქნება წინაზე. მხრებთან რომ მივაღწევ დაჭრილი შვიდიანი ზოლებად ჩამოიშლება და მაისურიც ძალიან თანამედროვე დიზაინის გახდება.

        _და ამ მაისურით გახვალ ქუჩაში? საშიშია.

        _შიში შეიქმს სიყვარულს თუ შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, რომელს აირჩევ?

        _დაველოდები… შენ?

        _მეორეს.

        –გიჯი ხარ.

        _ვიცი.

       ლურჯი მაისური გავათანამედროვე, და გადავწყვიტე საკუთარი აქციის ჩატარება_გავედი ქალაქში.

   გასვლისთანავე ავტომობილებიდან სახეები გადმოცვივდნენ_გაკვირვებულნი,აღფრთოვანებულნი, ამზერილნი და შეშინებულნი.

       მოდი, ფეხით მოვივლი მთელ ქალაქს, მაინც პატარაა ჩემი ბათუმი. ძველი ბათუმის უბანში ერთ–ერთ ფანჯარას ძალიან უხეში გისოსები ედო.გისოსებს იქით სანდომიანი, ნაზი,სიფრიფანა ქალი იდგა და ნატვრი თ შემომყურებდა. მივუახლოვდი და ხელის აწევით მივესალმე.

      _ვენაცვალე შენს ქალობას_შემომძახა და ფანჯარა სწრაფად დახურა.

      ღმერთო, ნუთუ შეიძლება გწტუროდეს თავისუფლება და კარს უკეტავდე მას?!  ფიქრები ჩახლეჩილმა ხმამ შემაწყვეტინა.

      _ერთი  ამას დამიხედეთ,მეტიჩარა!

     თანმხლებმა მისი შეჩერება სცადა.

      _დაანებე თავი.შარის დრო არაა. რა იცი ხვალ ან ზეგ რა მოხდება.

      ჩვეული სიფრთხილე,რომელსაც დღეს უმეტესობა იცავს.

      _ხვალ ან ზეგ არ ვიცი მე! თავზე უნდა დაახიო ეს მაისური, მაგ მატრაკვეცას.

     შევჩერდი, თვალებში შევხედე, მაისური შევისწორე,ვაღიარებ საკმაოდ გამომწვევად და მივუგე.

     _მოდი გაბედე.

     რას გაბედავდა?! მე კი მატრაკვეცულად ვაქციე ზურგი,ანუ ჩემი დაჭრილი შვიდიანი და ნელი ნაბიჯით დავშორდი.

     _ქალბატონო, მე რომ სხვა მაისური მაცვია, თქვენზე ნაკლები ქართველი ვარ?

    წითელ მაისურში გამმოწყობილი ახალგაზრდა მამაკაცი სინანულით დასქეროდა მის გულზე წარწერას_,,მე მიყვარს საქართველო’’.

    _არავისზე ნაკლები ქართველი არა ხარ შენ.იმიტომ რომ ფიქრობ, რომ არ ფიქრობდე ამას არ შემეკითხებოდი.დიახ, საქართველო შენც გიყვარს და მეც.

    _რა არ მოგწონთ ქალბატონო? ირგვლივ მიმოიხედეთ რა ლამაზი სახლებია,რა ლამაზი ქუჩებია.

    _მოდი გარეუბნებში გავიდეთ და იქ ვნახოთ ქუჩები. იქ სხვისი საქართველოა? ამ ლამაზ, ახალ სახლებში კი მეეჭვება ჩვენი ნაცნობთაგანი მოხვდეს ვინმე, იმიტომ რომ ძალიან ძვირია, მოსახლეობა კი მასიურად დაღარიბდა, განა არ გინახავს როგორ იქექება ყოველ დილას ნაგავში ჩვენი მოსახლეობა, მათ კისერზე კი გამდიდრებული  საზოგადოების  რამდენიმე პროცენტი  გაზულუქებული ხვნეშის, ეს ხომ პარაზიტობაა,

     _ყველაფერი ერთად არ იქნება,  ქალბატონო.

     _შენ ახლა გამახსენე რა იმედით შევხვდი ,,ვარდების რევოლუციას“, როგორ მჯეროდა.პირველი ეჭვი მაშინ გამიჩნდა ეკლესიას სატვირთო მანქანა,რომ დააჯახეს,თან როგორი გამეტებით…მაშინ ვთქვი_ღმერთო, ვინ არიან ესენი–მეთქი.მას შემდეგ ეჭვი უფრო და უფრო გაღრმავდა.სანდრო,ბუტა…ბათუმელი რომან სურმანიძე,რომელიც დედაქალაქში პირველად ჩავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდა.რა ვუთხრათ მათ უდანაშაულო სისხლს? შვიდი ნოემბერი? ოცდაექვსი მაისი? შეიძლება ერის წინამძღოლმა საკუთარი ერი გალახოს?  ეპატიება ეს?

    _შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა.

    _ეს მკვლელობაა და არა შეცდომა.გამიზნულ შეცდომას უკვე დანაშაული ქვია. ქართველი უკვე განადგურების პირასაა. შენ იცი რა არის სინგაპურიზაციაა?

    ახალგაზრდამ ისე შემომხედა, პასუხი საჭირო აღარც იყო.

    _ჰოდა, კი  იცლება საქართველო ქართველებისგან. შენ რომელ ქვეყანაში იცხოვრებდი? არ გინდა აქედან წასვლა?

    _მე სულ ახლახანს დავბრუნდი. ვერ გავძელი სხვაგან.

    _შენ გაიხარე… აქ შევქმნათ  ჩვენებური, საოცნებო ცხოვრება, სადაც იყავი იმაზე უკეთესი.იცი რა, მოდი მე და შენ დღეს ერთად ვიაროთ ბათუმის ქუჩებში.

   არასოდეს დამავიწყდება მისი დაეჭვებული თვალები.  გზა კი სამწუხაროდ მარტომ გავაგრძელე.ისევ მაცილებდა სხვადასხვა გამომეტყველების სახეები და შეძახილები.

   ქალაქის ცენტრში ნაციონალების მიტინგს გადავეყარე.რა დასამალია და ხალხის რაოდენობაც საკმაო იყო.მთლად მათში გარევა ჩემი მაისურით თავხედობა იყო,ჩავლას კი არაუშავდა.უცებ მათ რიგებს ქალი გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.ნაცნობი აღმოჩნდა.

   _ გოგო, არ გეშინია? ეგ რას აკეთებ?

   _შენ რატომ ხარ აქ?

   _რა ვქნა, ვმუშაობ,რომ არ გამოვიდე სამუშაოს დავკარგავ.რა ხელფასია,მაგრამ მენანება. ხმას კი ვის  მივცემ, ეს მე ვიცი.

   _ესეც კარგია,მაგრამ ახლა იმედს აძლევ და მერე გაუცრუვებ?

   _რას დამიმტკიცებენ.იმედი მეც მაქვს გაცრუებული,მაგრამ რომ გაიმარჯვონ შენ რას აპირებ? არ გეშინია?

   _რომ მეშინია, იმიტომ ვარ აქ.

   _კარგი, კარგი, ღმერთმა გიშველოს თქვენც და საქართველოსაც.

   _ამინ,გაიხარე.

  რწმენა მომემატა.ძალა ვიგრძენი და ხვალინდელ დღეზე დავიწყე ფიქრი. უცებ ტელეფონი აწკრიალდა.

   _ქალბატონო, გაცნობებთ,რომ ზეგ ორ ოქტომბერს გამოცხადდებით შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით.

    ავენთე და ისე ძლიერ,რომ თვალებში ცეცხლი ვიგრძენი.

  _ზეგ თქვენ აღარ იქნებით

  _ტუ…,ტუ…,ტუ_ისმოდა მობილურიდან.

   უცებ ძალიან შემცივდა.ამ დასიცხულ დღეს რატომ მცივა?_გავიფიქრე და მოწყვეტით დავჯექი ქუჩაში მდგარ სკამზე.რამდენიმე წუთში აღმოვაჩინე,რომ ეს თრთოლვა სიცივე კი არა შიში იყო.

   მეშინოდა…

   ზეგ დაბარებული ვარ იქ. რამდენი პატიმარი შეემატება ისედაც უაზროდ გადატვირთულ საქართველოს ციხეებს.

   ეჭვგარეშეა…

   ვინ დაგვიცავს?

   დარჩება კი ვინმე?

   პოლიტპატიმრებადაც კი არ გამოგვაცხადებენ.

   თავი აქეთ იქით მკვეთრი მოძრაობით გავაქნიე, აბეზარი ფიქრების დაფრთხობა მინდოდა.

   ადამიანი არ არსებობს შიშის გრძნობის გარეშე,მთავარია დაძლიო ის…

   სანამ იქნება ზეგ, უნდა იყოს ხვალ.

   ხვალ რომ გავიმარჯვებთ რა იქნება ზეგ?

   ვიცი რაც იქნება…კი არ ვოცნებობ თვალნათლივ ვხედავ.

   ზეგ ძალიან ბევრი, უმრავლესობა, ლურჯ მაისურს ჩაიცვამს.

 

Read Full Post »

ახალი  წელი  ახლოვდებოდა. თოვლის  ბაბუამ  გადაწყვიტა  პირველ  რიგში  ბავშვებისათვის  საჩუქრები  შეერჩია,  ამიტომ  ბავშვების  სათამაშოების  ქალაქში–ქინდერლანდიაში  გაემგზავრა.

ქინდერლანდია  დიდი  მდინარის  პირას  მდებარეობს და  იქ  მსოფლიოს  ბავშვებისათვის  სათამაშოებს  ამზადებენ.  ზოგჯერ  დამზადებულ  სათამაშოებს  ნაწილებადაც  კი  შლიან,  ისე  რომ  შემდეგ  ბავშვებმა  შეძლონ  მათი  აწყობა,  მოათავსებენ  ყვითელ  ოვალურ  ყუთში,  ყუთს  ამოავლებენ  ბავშვების  საყვარელ  ტკბილ  შოკოლადში  და  ლამაზ  ბრჭყვიალა  ქაალდში  ახვევენ.  ამ  ბრჭყვიალა  კვერცხ  შოკოკადებში  რა  სიურპრიზი  აღარ  ელოდება  ბავშვებს—ბეემოტები,  ჯუჯები,  კერდღლები,  კენგურუები,  მანქანები,  მიტოციკლეტები  და ათასი  სხვა  რამ.

ჰოდა,  თოვლის  ბაბუა  სწორედ  ამ  ქალაქს  გაემგზავრა. შევიდა  თუ  არა  იგი  სათამაშოებისა  და  შოკოლადის  უზარმაზარ  ქარხანაში ,  ყვირილი   გაიგონა.

—–არ  მინდა,  არსად  არ მინდა  წასვლა,  აქ  დამტოვეთ.  ცუდი  ბავშვი ,  რომ  შემხვდეს  რა  მეშველება  , ცხვირს  მომამტვრევს,   ყურებს  ამახევს  და  სადღაც  მომისვრის  . აქ  დამტოვეთ  ,  გთხოვთ!

თოვლის  ბაბუა  დაინტერესდა  ვი  ყვირისო,  მივიდა  და  გამოელაპარაკა.

——-რატომ  გინდა  აქ  დაეჩენა?  ნუთუ  არ  გაინტერესებს  როგორები  არიან  პატარა  ბავშვები,  როგორ  ცხოვრობენ  და  როგორ  გაუხარდებათ  შენთან  შეხვედრა  პატარა  სპლიყვო?

ბავშვებო,  თქვევ  ალბად   იცით,  რომ  მგლის  შვილს  ლეკვი  ქვია,  დათვისას — ბელი, ლომისას –ბოკვერი,  აქლემის  შვილს –კოზაკი,  კამეჩისას–ზაქი,  ხოლო  უზარმაზარი  სპილოს  შვილს,  ცოტა  არ  იყოს,  სასაცილო  სახელი  –სპლიყვი  ქვია.

——იცი  ,  რას გეტყვი,  ჩემო  პატარავ,—-მიმართა  თოვლის  ბაბუამ  სპლიყვს.—–მე  თვითონ  შეგირჩევ  პატრონს,  მტელი  წლის  განმავლობაში  ვაკვირდები  ბავშვებს  და  ვიცი  ვინ  როგორ  იქცევა,  როგორები  არიან.  მე  შენ  ყველაზე  კარგ  ბიჭს  შეგირჩევ  და  მასთან  გაგგზავნი.

სპლიყვმა  დიდი  წყლიანი  თვალება  ააფახურა  და  თოვლის  ბაბუას  მიაჩერდა.

——ჰო, ჰო,  ნუთუ  არ  მენდობი?   მყავს  მე  ერთი  ნაცნობი  ბიჭი,  ლაშა .  აი ,  იმასთან  გაგიშვებ   ის  არაფერს  დაგიშავებს.

ახალი  წელიც  მოვიდა.  ღამის  თორმეტ  საათზე  ყველა  ფანჯრებთან  იდგა და  ზეცისკენ  მიეპყრო  თვალები  ,იქ  კი  ათასი  ფერის  ნათურა  დაფრინავდა  და  ახალ  წელს  ულოცავდა  ქვეყანას.

ახალ  წელს  გულისფანცქალით  ელოდა  ლაშაც.  წელს  ხუთი  წუთითაც  კი  არ  ჩაუძინია.  უცებ  ეზოში  სამი  სხვადასხვა  ფერის  უზარმაზარი  ბუშტი  დაეშვა  ,  რომელსაც  ბოლოში  პატარა  ლამაზი  ტომარა  ჰქონდა  ჩამოკიდებული.  ლაშამ  ეს  საკუთარი  თვალით  ნახა.  ის  ელოდა  თოვლის  ბაბუის  საჩუქარს,  მაგრამ  ეგონა ის  სადმე  ,  კარადაში  ან  ბალიშის  ქვეშ  იქნებოდა  დამალული,  როგორც  შარშან.  წელს  კი  მას  თოვლის  ბაბუამ  ბუშტებიტ  ჩამოუფრინა  საჩუქარი.

ლაშა  თვალის  დახამხამებაში  ეზოში  გაჩნდა  და  საჩუქარი  ჰაერშივე   დაიჭირა.  აბრჭყვიალებულ  ზეცაში თოვლის   ბაბუის  ოქროს  ეტლსაც  კი  მოჰკრა  თვალი.  გახარებული  შევარდა  სახლში თან  დედას  გასძახოდა  .

——დედა,დედა,  ნახე  თოვლის  ბაბუამ  საჩუქარი  გამომიგზავნა. ჩქარა  მოდი,  ვნახოთ,,  აი,  პოლიციის  მანქანა ,  ფანტა,  თოვლის  ბაბუის  საახალწლო  კალენდარი,  ზღაპრების  წიგნი,  რა  ლამაზია!  კანფეტები, ზოროს  ნიღაბი,  დედიკო, თოვლის  ბაბუას  ცოდნია  ზოროს  ნიღაბი  რომ  მინდოდა.  ნახე  , დედიკო,  ქინდერის  შოკოლადი.  ნეტა  შიგ  რა  იქნება?  იქნებ  მანქანა  იყოს…  ნეტა  მანქანა  იქნებოდეს…  როგორ  ავაწყობ!

ყოველივე  ეს  ესმოდა  პატარა  სპლიყვს  და  გატრუნული  იჯდა  ყუთში.  ლაშა  კი  უკვე  გარშემოკრულ  შეკოლადს  ამტრევდა,   და  თან  გაიძახოდა    .

——-როგორ  მინდა  კიდე  ერთი  მანქანა!

ამ  სიტყვებით  პატარა   ყუთს  თავი  მოხადა  და  შიგ შიშისაგან  თვალებ  დახუჭული  სპლიყვი  შერჩა  ხელთ.

——-ჰეე,  შენ  ვინა ხარ?

სპლიყვმა  ჯერ  ცალი  თვალი  გაახილა,  მერე  მეორე,  წამწამება  ააფახუნა  და  გაუბედავად  მიუგო  ლაშას.

—–მეე?…მე სპილო  ვარ…  უფრო  სწორად  სპილოს  შვილი,  სპლიყვი,  შენ  კი  მანქანა  გეგონე  ხომ?

——არაუშავს,  შენც  საინტერესო  ვინმე  ხარ,  ოღონდ  თეთრი  ეშვები  რატომ  არ  გაქვს?

——ხოო,  ალბათ  საინტერესო  ვარ… ეშვები  იმიტომ  არ  მაქვს ,  რომ  ჯერ  პატარა  ვარ.  ხორთუმი  ხომ  მაქვს,  ოღონდ  არ  მომამტვრიო რა…

——არა,  როგორ  გეკადრება! საინტერესო  იმიტომ  ხარ  ,  რომ  მე  არც  კი  ვიცოდი  სპილოს  შვილს  სპლიყვი  თუ  ერქვა.  ისე,  ძალიან  მომწონხარ,  ჩვენ  უნდა  ვიმეგობროთ  კიდეც.  მე  ლაშა  ვარ .

,,მე  ეს  ჯერ  კიდევ  ქინდერლანდიაში  ვიცოდი…თოვლის ბაბუამ  მითხრა,,——გაიფიქრა  სპლიყვმა, მაგრამ  ლაშას  არა უთხრა რა.

უთხრა რა . ამის  ნაცვლად  ოდნავ  გაიღიმა  და  მიუგო.

——-მე  ხომ  უკვე  გაგეცანი,  სპლიყვი  ვარ,  მეტი  არაფერი  ვიცი.

ლაშას  ისე  მოეწონა  სპლიყვის  გულახდილობა, რომ  თითქმის  შეუყვარდა იგი.

——-პირველ  რიგში  შენ  გჭირდება  სახელი.  რა  დაგარქვა  ისეთი,  სპილოს  რომ  მოუხდება?ამას  წინათ,  ცირკში  დიდი  სპილო  გავიცანი.  შენც  ხომ  დიდი  გაიზრდები  ,  იმ  სპილოს  სალვადორი  ერქვა.   ჰოდა  შენც  დღეიდან  სალვადორი  იქნები  და  ჩვენ  სულ  ერთად  ვიქნებით.

მაშ ,  ხორთუმს  და  ყურებს  არ  მომამტვრევ?

——-რას   ლაპარაკობ?  მე  მეგობრებს  არაფერს  ვუშავებ.

——-მაშ ,  მომეფერები  და  გეყვარები?

——–რა  თქმა  უნდა! იცი  რა  მოვიფიქრე?  შენთვის  ეს  ალბად  სასიამოვნო  სიურპრიზი  იქნება.  მე  მყავს  კიდევ  ერთი  მეგობარი  სპილო,  მამამ  მაჩუქა, მას  დუდუნა  ქვია.  შენ  მისი  შვილი  იქნების  უფრო  მოგეფერება.

სალვადორს  სუნთქვა  შეეკრა .

——–ღმერთო  ჩემო  ,ნუთუ  დედაც  მეყოლება  და  მეგობარიც .  ნუთუ  მარტო  აღარ  ვიქნები პლასტმასის  პატარა  ყუთში  დახუთული.

ლაშამ  სალვადორი  მიიყვანა  დიდ  სპილოსთან.

——-ძვირფასო  დუდუ,  გაიცანი,  ეს  შენი  შვილია  სალვადორი.

დუდუნა  შეკრთა,  მადლიერი  თვალებით  გადმოხედა  ლაშს  და  პატარა  სალვადორი  თათით  ახლოს  მიიჩოჩა.  სალვადორი  გაინაბა,  თვალები  დახუჭა  და  უფრო  მიეკრო  დედის  თბილ  სხეულს.

,,ღმერთო… ღმერთო…  რა  კარგი  ყოფილა  ჩემი  დედიკო.  გმადლობთ,  თოვლის  ბაბუა, გმადლობთ,,

ლაშა  სიხარულით  თვალებანთებული  შესცქეროდა  სალვადორს  სხვა  სათამაშოები  აღარც  კი  ახსოვდა.

ფანჯრიდან  ამ  სურათს  თოვლის  ბაბუაც  უყურებდა. ორჯერ  დაუკაკუნა  კიდეც,  მაგრამ  ლაშას  უკვე  ეძინა.  დედას  კი  თოვლის  ბაბუის  კაკუნი   ქარის  ხმაური  ეგონა და  ყურადღება  არ  მიუქცევია.

ძალიან  კმაყოფილი  დარჩა  თოვლის  ბაბუა.—–მართლაც  კარგი  ბიჭი  შემირჩევია  პატარა  სპლიყვისთვისო.—-ჩაილაპარაკა  და  გაფრინდა  მისი  ოქროს  ეტლით  სხვა  ბავშვების  ეზოებისკენ.

Read Full Post »

——ლაშა, შვილო, წესიერად თუ არ მოიქცევი,ახალი  წელი   რომ  მოვა, თოვლის  ბაბუა  საჩუქარს არ  გამოგიგზავნის.

——დედიკო,  რას ნიშნავს  ახალი  წელი  მოვა? როგორ  მოვა?  ან  ახლა  სად  არის  წასული?

——მისმინე,  გენაცვალე  და დაიმახსოვრე.  წელიწადში  ოთხი  დროა—გაზაფხული,  ზაფხული,  შემოდგომა  და  ზამთარი. თითოეულ  დროში  სამ–სამი  თვეა. აბა მითხარი  სულ  რამდენი    თვეა  ოთხივე  დროში ?

—–სამი… სამი… სამი და კიდევ  ერთი  სამი.  ამდენი  თითები რომ  არ  მაქვს?ორი  სამი    ექვსია,  შემდეგი  ორი  სამიც  ექვსი.  ორი  ექვსი  კი …რამდენია  არ  ვიცი.

—–ორი  ექვსი  თორმეტია  შვილო,   აწი  აღარ  დაგავიწყდეს.

—–დედიკო,  წელიწადში  თორმეტი  თვე  ყოფილა.!

——მართალია,  ახალი  წელი  კი  პირველ  იანვარსაა.  ამ  დღეს  ძველ  წლებს  კიდევ  ერთი  წელი  შეემატება.

—–დედიკო,  თოვლის   ბაბუა  მხოლოდ  ახალ  წელში  ცხოვრობს?

——დიახ,   თოვლის  ბაბუის  დრო  ახალი  წელია  ამ  დროს  ის  მისი  ოქროს  ეტლით  დაქრის  ცაზე  და  ყველა  კეთილ,  ჭკვიან  და  კეთილ  ბავშვს  ასაჩუქრებს.   იცი  მთელი  წლის  განმავლობაში  ის  ბავშვებს  აკვირდება,  როგორ  იქცევიან  ისინი,   როგორ   სწავლობენ,  უფროსებს  როგორ  უგდებენ  ყურს  და შმდეგ ყველაფერს  უბის  წიგნაკში  ინიშნავს.

——-დედა,  თოვლის  ბაბუას  უბის  წიგნაკი  აქვს  და მეც  ვუწერივარ?

——რა   თქმა უნდა,  შვილო, მას  მწვანე  თეთრ  წინწკლებიანი  უბის  წიგნაკი  აქვს  და  იქ  ლაშაც  წერია. დარდი  ნურაფრისა  გექნება,  შენ  ხომ  შესანიშნავად  იქცევი ?!

——რა  ვიცი,  ამას  წინათ  ილიკოს  მანქანა  არ  ვათხოვე.  აწი  აღარაფერს  დავაშავებ.  ისე, დედა,  ყველა  დროს  ზამთარი   სჯობს  არა? შობა,  ახალი  წელი,  თოვლი , გუნდაობა,  ციგაობა,  თხილამურები…რა  მხიარულებაა…

——შენ  ასე  ფიქრობ?   მოდი  ყველა  დროს  გადავხედოთ.  აი,  გაზაფხული  რომ  მოდის  რა  ხდევა?  თოვლი  დნობას  იწყებს  .

——ხედავ  რა  ცუდია  გაზაფხული?!

——კარგი  ,  ჯერ  მომისმინე.  თოვლი  მთლად  დამდნარი  არცაა,  რომ  მინდვრები  ენძელებით  გადათეთრდება   ბუჩქის  ძირებში  კი  იები  და  ყოჩივარდები  გაძნდებიან.

——დედიკო,  გახსოვს  დედის  დღეზე  იები  რომ  დაგიკრიფე?

——-ხომ  ხედავ  დედის  დღეც  გაზაფხულზეა.   ახლა  გავაგრძელოთ,  პატარ–პატარა  რუები  არაკრაკდებიან, ირგვლივ   დათბება,   ხეებს  კვიტები  შემოასკდება  და  ათასფრად  აყვავდებიან.ბარემ  ისიც  ვთქვათ,  გაზაფხულზე  ვისი  დაბადების  დღეა?

——ჩემი  და შენი,  დედიკო.

——მაშ,  ცუდია  გაზაფხული?

——არა  ,დედა,  არა,  ძალიან  კარგია!

——მერე  ზაფხული  მოვა. ჯერ  სოფლად  წავალთ. მათესთან  და  მარიტასთან  ერთად  მდინარეში  იბანავებ.  ყვავილებს,  კენკრას,  და სოკოს  დაკრებთ  ტყეში.  გახსოვს  იქ  ზღარბი  და  მელია  რომ  ვნახეთ/

——კი,  დედიკო ,  მახსოვს .  იმ  მელიამ  ანიკო  ბებოს  ქათამი  რომ  მოპარა,   შენ  გახსოვს?

—–მახსოვს. სოფლიდან  რომ  ჩამოვალთ  ზღვაზე  ვივლით.  დილის  შვიდ  საათზე  ავდგებით .  შენ  –ველოსიპედით,  მე კი  ფეხით  ჩავალთ  ბულვარში.  განა  ცუდია  დილით  ზღვაზე  ბანაობა  და  ბულვარში  ველოსიპედით  სეირნობა?

——არა,  დედა,  ზაფხულიც  კარგია!

—–მაშ,  შემოდგომა  არ  მოგწონს?  რამდენი  ფერია  ირგვლივ,  რამდენი  ხილია.  შენი  მსხალი  როგორ  მსხლებს  გაჩუქებს,  შენი  ყურძენი  როგორ  მტევნებს  მოისხამს?!  ყვითელი  მანდარინი?  შენ  რომ  ძალიან  გიყვარს,  აბა  მითხარი,  არ  გენატრება?

——მენატრება, დედიკო ,  მენატრება.  მართლაც  ყველა  დრო  კარგი  ყოფილა.

——მთავარი  ის  კი  არაა  წელიწადის  რა  დროა,  მთავარია  შენ  როგორ  იქცევი  და  როგორი  ბიჭი  ხარ  შვილო,

——ნეტა  როგორი  ბიჭი  ვარ?  თოვლის  ბაბუა  ნეტა  რას  ფიქრობს  ჩემზე?

——რავიცი,  შვილო,  დაველოდოთ  ახალი  წლის  მოსვლას.

მალე  ახალი  წელიც  მოვიდა.  თოვლის  ბაბუამ  გადმოიღო  უბის  წიგნაკი  და  გადახედა  საკუთარ  ჩანაწერებს.

ილიკო—სკოლაში  კარგად  სწავლობს,  ზრდილობიანია,მაგრამ  ხანდახან  ბებოს  აბრაზებს.

თოვლის  ბაბუამ  თავი  გააქნია  და  განაგრძო.

მარიტა—–ძალიან  ცოტას  ჭამს ,  კომპოტიც  დაღვარა  მაგიდაზე.

ალეკო  —–ძალიან  ცელქობს,  უფროსებს  არ  უგდებს  ყურს.

მათე—-კარგი  ბიჭია  , მაგრამ  მტირალაა.

დალილა—–ძალიან  ცელქია  თანატოლ  ბიჭებს  ეჩხუბება  და  ცემს.

ლაშა—-ბაღში  კარგად  იქცევა, უფროსებს  არ  აბრაზებს,  უყვარს  ცხოველები.  ყავს  ძაღლი –ცუგო,   ფისუნია—სინდი, თიკანი  ბეკო  და  მამლაყინწა  პეტრო.  ეს  ცხოველები  თვითონ  ლაშამ   გაზარდა.

——აი , ამ  ბიჭს  დავასაჩუქრებ,  სხვებიც  ჭკუას  ისწავლიან  და კარგად  მოიქცევიან.

ოცდათერთმეტ  დეკემბერს დედა დიდ   სამზადისში  იყო.  ლაშა  და  მამიკო  ნაძვის  ხეს  რთავდნენ.  ლაშას  ძალიან უხაროდა  და  მაგიდის  ირგვლივ  მიმორბოდა,  ხან  რომელ  სათამაშოს  მიაწოდებდა  მამას  და  ხან  რომელს.ბოლოს   მამამ  ლაშა  ხელში  აიყვანა, მან  კი  საკუთარი  ხელით  ნაძვის  ხის  კენწეროზე  თეთრი  ანგელოზი  ჩაამაგრა, მერე  სავარძელში  ჩაჯდა   და  მოციმციმე  ნაძვის  ხის  ყურებაში  ჩაეძინა.  ვერც  კი  გაიგო  როგორ  ჩააწვინა  დედამ  საწოლში.

ზუსტად  თორმეტ  საათზე  ლაშას  საწოლზე  თოვლის  ბაბუა  ჩამოუჯდა ,  ახალი  წელი  მიულოცა  და  უთხრა .

——ლაშა,  შენს  თანატოლებს  შორის  მხოლოდ  შენ  უნდა  დაგასაჩუქრო.  აი  ზღაპრების  წიგნი,  როცა  წერა–კითხვას  ისწავლი  წაიკითხავ.  ეს  კიდევ  შენი  საყვარელი  სათამაშო  მანქანა.

——–თოვლის  ბაბუა  , გმადლობთ.–მიუგო  ლაშამ ,  მაგრამ  დიდი  სიხარული  არ  გამოუხატავს.   თოვლის  ბაბუამ  წარბი  შეიკრა.

——-ყმაწვილო ,  საჩუქრები  არ  მოგწონს?

——-როგორ  არ  მომწონს,  თოვლის  ბაბუ,  მაგრამ…

——რა  მაგრამ?  რითი  ხარ  უკმაყოფილო?  ეს  რაა  თვალზე  ცრემლი  რომ  მოგადგა,  საჩუქარი  ხომ  არ  გეცოტავება?

ლაშამ  თავი  დაღუნა ,  თითქმის  ატირდა.

——მათეს?  დალოს?   ილიკოს?  მარიტას?  ისინიც  კარგი  ბავშვები  არიან .  გული  დაწყდებათ.  იცით,  ბაბუ  ,  როგორ  გელოდებიან?!  თქვენ  ალბად  გამოგრჩათ,  თორემ  ხანდახან  მეც  ვაბრაზებ  დედიკოს  , არც  ჭამა  მიყვარს  ძალიან.

თოვლის  ბაბუამ  წარბი  გაიხსნა  და  კეთილად  გაიღიმა.

—–შენ  მართლაც  კარგი  ბიჭი  ყოფილხარ—-უთხრა,  შუბლზე  აკოცა  და  წავიდა.

მეორე  დღეს  ლაშამ  ბალიშის  ქვეშ  საჩუქარი  იპოვა.   ,,მეგონა  სიზმარი  იყო,  თოვლის  ბაბუა  კი  მართლა  მსტუმრებიაო.,,—გაიფიქრა  გახარებულმა  ,  საწოლიდან  წამოხტა  და  თანატოლებს  მიაშურა.  აღმიჩნდა  , რომ

არცერთი  ბავშვი  არ  დარჩენილა  უსაჩუქროდ.  ახლა  უფრო  დარწმუნდა  ლაშა,  რომ  თოვლის  ბაბუას  სტუმრობა  სიზმარი  არ  იყო.

გარემო  კი  მხიარულებას  და  ბავშვების  სიცილ  კისკისს  მოეცვა,  რომელსაც  დროდადრო  მათი  გადაძახილ–გადმოძახილი  არღვევდა…

——კარი  გამიღე, მეკვლე  ვარ!

——კარი  გამიღე,  მეკვლე  ვარ.

Read Full Post »

უყვარდათ  ერთმანეთი და  შეუღლდნენ.

გაშორდნენ…

საერთო  გაოცება-რატომ?

გარეგნულად თითქოს  ყველაფერი  რიგზე იყო.

არაფერი იყო აშკარა, ხელშესახები.

ბავშვი… უმანკო  ანგელოზი.

–მამიკო მინდა.

-ახლა დედიკო  მომენატრა.  მე  ორივესთან მინდა!

ორივეს  კი  ერთმანეთი  აღარც  უნდოდათ  და არც  ეთმობოდათ.

მათ მხოლოდ  მესამესი  ეშინოდათ.

განსჯა…განკითხვა…

ღვთიური  ხმა —ნუ  განიკითხავთ—არავის  ესმოდა .

განკითხვას  გაკიცხვა  მოყვა .  უფრო  ქალს  კიცხავდნენ  .

ქალს, რომელსაც  მატერიალურად  არაფერი  აკლდა  .

ქალს,რომელსაც  სიყვარულის  სჯეროდა .

მთელ  ქვეყანას დაუდგა წინ და დაიცვა  მისი  სიყვარული  .

ქმარი კი ვერ  დაიცვა  მავნე  ჩვევისაგან .

ქალს  სჯეროდა… ეგონა… ფიქრობდა… იმედოვნებდა,  მაგრამ…

—უნებისყოფო  ყოფილხარ  და  იმიტომ.

და  ახლა  საკუთარ  ხელებში  სიყვარული  უკვდებოდა .

სევდიანი თვალებით  მიმოიხედა  ირგვლივ…

ვის  უნდა  ეშველა?!

ძალა  მოიკრიბა  ორმაგი  შემართებით ეკვეთა  მტერს.

უხილავს, დაუნდობელს, არსებაში ჩაბუდებულს.

                 უნდა  გადაერჩინა სიყვარული…

             ამიტომ  უბრალოდ  წავიდა.

                 გაქცევა  ხსნა არაა,  მაგრამ  არც  ეს  იყო  გაქცევა.

             იქნებ  სიცარიელემ  გამოაფხიზლოს.

             წამიერი  ეჭვი—-სხვამ  რომ  შეავსოს  ეს  სიცარიელე?

             თუ  ბედნიერი  იქნება,  დაე!

           მას  ხომ  შვილი  ყავს…

          ეჭვებს  სიყვარულმა  სძლია  და  გადადგა ნაბიჯი.

         არამკითხეებს  და  ჭორისმოყვარულთ საქმე  მიეცათ,  აქოთქოთდნენ

            სხვისი  ძაგებით საკუთარის უპირატესობას ამტკიცებდნენ.

          ვაისთან  ვუის  ამზეურებდნენ.

         გულს  იხარებდნენ…

             —ღრუბლებში  ნუ  დაფრინავს,  მიწაზე  დაეშვას !

        —-კოპწიაობა  მეც  ვიცი  ,მაგრამ  მაგის  დრო  სადა  მაქვს !

      —-ქმარი  ტუ  არ  ივარგებს  ,ოჯახში  ქალმა  უნდა  გასწიოს  ჭაპანი!

       —–რა  აკლია!

       —–მაგისთანა  გაჭირვებები  გადაგვიტანია?!   ოჯახი კი არ  დაგვინგრევია!

       ოჯახი,  მართლაც  ო–ჯახი!

        ჯახს  გაუძლო,  გულგრილობა  კი  ვერ  აიტანა.

        ის  სხდვაგვარი  იყო…

         ამ  სამყაროში  მხოლოდ  პატარა, მყუდრო  კუთხეს  ეძებდა  და  ვერ  ეპოვა…

        ის  ქალი  იყო  და  ვერ  დათმობდა  ამ  უპირველეს  ტიტულს .

       მხოლოდ  დედას  შეუძლია  ჩაკლას  მის  სულში  ყოველგვარი  პირადული  და  გახდეს  დედა-კაცი,  მაგრამ  ქალი  ქალად  რჩება  მუდამ.

          მერე  და  როგორი  ქალი…

          სიფრიფანა,  წმინდა  , საოცნებო და  მეოცნებე.

         ყვავილებით  ჰქონდა  მორთული  ოთახები. შვილთან  ერთად  ზრდიდა  და  უვლიდა  მათ.

         ზღვა  მოენატრებოდა  ყველაზე  მეტად .  ისიც  ემორჩილებოდა  მის  უხილავ  ხიბლს,  ფერხთით  დაუწვებოდა  მოელამუნებოდა  და  უკან  იხევდა.

           პოეზია  და  მუსიკა  უყვარდა.   გულიდან  მოდიოდა  და  სულში  უსახლდებოდა.

            წვიმაში  სეირნობდა.  მის  შხაპუნა  წვეთებთან  თამაში  ახარებდა.

            ერთ  ვარდს  და  ყურადღებას  დაგიფასებდა.

             დარბაზებში  დროსტარებას,  ბუნებაში  ჯდომა  ერჩია.

           მთელი  არსებით  ბუნების  ნაწილად  იქცეოდა.

           ქმარიც   ცოტახანს  აჰყვა…შემდეგ  ძმაბიჭებს  გადაჰყვა.

          ამ  ასკშიც  ბიჭებად  დარჩნენ…

          დიდხანს  ექაჩა  მის  ზორბა  მხარს  სუსტი  ხელებით .

             ვერ  მოაბრუნა.

           დაპირებებს  ხომ  არ  შეახსენებდა ?!

            უფროსმა  დედაკაცებმა  ჭკუის  სწავლება  დაუწყეს.

            ვერ  გაიგო  რას  იტხოვდნენ  მისგან .

           არ  ეგონა  მის  ქალობას  თუ  აკლდა  რამე…

           დაფიქრდა.

           —გამწევი  ძალა? უდრეკი  კედელი? უცრემლო  ქანდაკება ? მაგრამ  ვისთვის?   ვინ  ადგენს  ქცევის  ამ  წესებს?

            მე  ასეთი  ვარ , სხვა  სხვანაირია.  მაინც  რა  დავთმო ?როგორ  შევიცვალო ? გაუხეშდე?გავტლანქდე? გავქვავდე?

            არავითარ  შემთხვევაში  მე  ხომ  ქალი  ვარ . მიუხედავად  ყველაფრისა    მე  მაინც  ქალი  ვარ…

           და  დაიწყო  ბრძოლა  სიყვარულის  გადასარჩენად…

          ყოველგვარ   ეჭვს  მაინც  სიყვარულმა  სძლია  და  გადადგა  ნაბიჯი…

               უნდოდა  გადაერჩინა  სიყვარული…

Read Full Post »

—   როგორ დაგვაშორა ცხოვრებამ  ბავშვობის მეგობრები.—–გაიფიქრა  გზად  მიმავალმა  ქალმა და გაკრიალებულ ,თეთრ   მანქანას  გააყოლა თვალი.—მაინც  რა მოულოდნელობითაა სავსე  წუთი  ცოფელი.—-განაგრძო  ფიქრი და გონებაში წარსული ცხოვრების  სურათები ამოტივტივდა.

ორივე  გაჭირვებასა და სიღარიბეში იზრდებოდნენ.  ამან  უფრო  დააახლოვა ერთმანეთთან. წამოიჩიტნენ დამშვენდნენ . განსაკუთრებით  თამარმა დაიმშვენა ქალობა. მეგი კი უფრო  ჩვეულებრივ გოგონად დარჩა.  მით უმეტეს მის კოპწიაობაზე მშობლები არ წუხდნენ. უფრო მეტიც, საჭიროდაც არ თვლიდნენ. მათთვის მთავარი იყო შვილები მშივრები არ ჰყოლოდათ.

თამარს კი დედა არაფერს აკლებდა. წელებზე ფეხს იდგამდა და ქალიშვილს დედოფალივით აკეკლუცებდა. მოწესრიგებული, ძვირფასად ჩაცმული და ორმაგად გალამაზებული თამარი ტოლებში ამაყად დადიოდა. თაყვანისმცემლების სიმრავლემ თავდაჯერებულობა შემატა.

მირბი—-მორბოდნენ მაჭანკლები.

გარიგება—ესეიგი მხარეები ურიგდებიან ერთმანეთს, პირობას დებენ  , ითხოვენ,  პირდებიან…

რა ვუყოთ, რომ სიყვარულის ღმერთი დუმს.

რაკი გარიგებაზე მიდგა საქმე , თაყვანისმცემლებში საუკეთესო  შეარჩიეს და კარგადაც გაურიგდნენ.

როგორც იტყვიან ჩიტის რძეც არ აკლდა თამარს.

მეგისთვის კი მთავარი სიმდიდრე სიყვარული იყო. შინაგანად ეს ეამაყებოდა კიდეც , მაგრამ თავი მაინც დამცირებულად იგრძნო,    როცა შემთხვევით შეხვედრილმა ძველმა მეგობარმა ალმაცერად გადახედა მის უბრალო სამოსს.

*     *    *

—-ბედნიერი ქალი ვარ, მე და ჩემს შვილებს არაფერი გვაკლია —ხშირად იტყოდა თამარი.

——მართლაც ბედნიერი ქალი ვარ, შეიძლება ბევრი რამ გვაკლია, მაგრამ კარგი შვილები მყავს  .—–ფიქრობდა მეგი.

——ისევ  დაბალი ქულა მიიღე?  რატომ არ გინდა სწავლა? რა არ გყოფნით ? რა გაკლიათ? მარტო  ბიბლიოთეკა გაქვთ რამოდენა. სულ ფერების  მიხედვით გიწყიათ  ხელუხლებელი წიგნები , დაჯექით და იკითხეთ.

მაღალი ქულები დამახვედრე ,შვილი?  გენაცვალოს დედა!  ამ საგანში რატომ მოიკოჭლე? წიგნი რომ არ გქონდა იმიტომ. არაუშავს რამდენიმე დღეში მაგასაც გიყიდი  და გამოასწორებ. ეჰ, მამას მოსწრებოდა შენი წარმატებები.   როგორ იამაყებდა?!

—-უძვირფასესი ტანსაცმელი მომართვა ჩემმა მეუღლემ  მეც და ბავშვებსაც. ცნობილი მოდელიორის ნამუშევარი. ღმერთო რა ამაყი ვარ!

—–შვილო, ამას ისე კოხტად დაგიკერებ იფიქრებენ სპეციალურადააო ,  ისევ გამოგვადგება. შენისთანა შვილი ნამდვილად იმსახურებს ყველაფერს კარგს, მაგრამ  ცოტაც მოვითმინოთ.

აი , ასეთი  კონტრასტული ოჯახები ჰქონდათ ძველ განუყრელ  მეგოხებს.

ხანდახან  ტვირთისაგან  მკლავებდაწეწილი  მეგი  გზად  რომ  მიდიოდა,  თამარი  ამ დროს  ჩაუქროლებდა  ავტომობილით.  ზოგჯერ  შეაჩერებდა  კიდეც  მანქანას.მაგრამ  მხოლოდ  საკუყთარი სახლის  გადასახვევამდე  მიიყვანდა  მეგის. ამის შემდეგ  ის  ფეხით  აგრძელებდა  გზას.  ამ დროს  მეგი  საშინლად  გრძნობდა  თავს.  მეგობრის  მიერ  გამოჩენილი  ყურადღება  მოწყალებას  უფრო  გავდა  და  შეურაცხყოფდა.  მითუმეტეს,  რომ  მათი  ნაცნობობა  სულ  ამით  შემოიფარგლებოდა  უკვე.

* * *

დრო გადიოდა, ბავშვები იზრდებოდნენ.  თამარის ოჯახში  ქონებას ქონება ემატებოდა  , მეგის  ოჯახი კი ხშირად  მსუბუქ ი   სადილით  გადადიოდა.

—–დედა,ეს რა ფულია  ,ეს როგორ  მეყოფა…..კიდევ…ითხოვდნენ  თამარის შვილები  .  ითხოვდნენ  და  რა თქმა  უნდა  ღებულობდნენ  კიდეც.

——-დედა, ექსკურსიაზე  არ  წავედი  დეა ამ  ფულს  უკან  გიბრუნებ ,  გამოგვადგება—შვილის  გულისხმიერებამ  ცრემლი  მოგვარა  მეგის.

*  *  *

——–ასეა  ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს !—-კისერზე  ჩამოეკიდა თამარი მეუღლეს.—-პოლიციას   ჩაუთვალე  ფული  და ყველა საბუთი  განადგუდა.  შენ შვილს  კი  არც  ჩხუბი  მოსვლია , არც  არ ავინ  დაუჭრია და არც  პოლიციაში  ყოფილა  არასდრეოს.—-თრაბახი8თ  აიკლო  ოჯახი  ქალმა .

მეგი  გაფითრებული  შევარდა  პოლიციის  შენობაში.  ადფამიანის  სახე  აღარ  ქონდა  ,  ერთიანად  კანკალებდა.

——როგორ  გეკადრებათ,  ჩემი შვილის  ჩხუბი  და  იარაღი  ვინ  გაიგონა?!  ან  იქნებ , თქვენი  აზრით  უპატრონოა  ეს  ბავშვი  და  რამეს  დააწერტ.

მეგის  და  მის  შვილს  მთელი  უბანი  ამოუდა  მხარში  და  შვილის  უდანაშაულობა  დაამტკიცეს.

*  *  *

თავშეკრული  და  გულშეწუხებული  თამარი  ძვირფას  დივანზე  მისვენებულიყო.  მეუღლე  კი  ყავის  ფინჯანში  რაღაც  წვეთებს  გულმოდგინედ  უგროვებდა.  ცოლს  თვალს  ვერ  უსწორებდა  და  მზრუნველად  განაგრძობდა  წვეთების  თვლას .

——რა დონდლო  კაცი  ხარ  ,  ხომ  თქვი  ბავშვის  სწავლის  საქმე  მოვაგვარეო .

——-რა ვიცი  ძვირფასო,   რამდენიც  მითხრა   არ შევვაჭრებივარ,  ყველა  ჩაუთვალე . შენს  თავს  გეფიცები  მივეცი  არ  დამნანებია.

——მიეცი  და  ბავშვი  მაინც  უნივერსიტეტის  გარეთ  დარჩა.  ღმერთო  , ნუთუ  ეს  სამართალია.

——კარგი  , საყვარელო  ოღონდ  შენ  დამშვიდდი  გაისად  მოვახერხებ  რამეს  .  ოღონდ  არ  ინერვიულო  გულს  გაუფრთხილდი.

——არა,  მე გულს  ეს  არ  მიკლავს  ჩემი  შვილი  არ  დამრჩება.  რამეს  მაინც  მოვახერხებ,  მაგრამ  თავი  სად  გამოვყო , ჩემი  ბავშვი  გარეთაა  და  იმ  ღარიბ–ღატაკი  მეგის  შვილი კი უნივერსიტეტში.  ვის  უფრო  მოუხდებოდა  იქ  სიარული  , ჩემს  პეწენიკა  შვილს  ტუ  მეგის  ჩაუცმელ  –დაუხურავ  ბიჭს?!   აი  , ეს  მხეთქავს  გულზე.  როგორ  ვთქვა,  როგორ  ვიკადრო.

*  *  *

მძიმე  ცხოვრებამ  ადრე  გატეხა  მეგის  ჯანმრთელობა     ვაჟიშვილი  უნივერსიტეტიდან  საზღვარგარეთ   გაუშვეს.

ავადმყოფობა  არ  შეიმჩნია დედამ  შვილს  ჯავრი  არ  გაატანა.  ქალიშვილები  ავადმყოფს  თავს  ევლებოდნენ.  მეგი  იმდენს  ეცადა  , ინგლისიდან  დაბრუნებულ  შვილს  ფეხზე  მდგომი  დახვდა  და მისი  ჩამოსვლით  გაიხარა.  უფრო  დიდი  სიხარული  კი  შემდგომ  ელოდა  თურმე.  მისი  შვილი  მთელი  ქალაქის  მმართველი  გახდა.    ხუმრობა ხომ არაა—–მეგის  შვილი ამოდენა  ქალაქის  მერი.

——ჩემმა შვილებმა  რატომ  ვერ  მიაღწიეს  ვერაფერს.—-აქოთქოთდა  ამ  ამბის  გაგებისთანავე  თამარი——არაფერი  დამიკლია ,  მათთვის  ვცხოვრობდი  ,  ყველაზე  კარგი  მაგათ  ეცვათ,  საბავშვო  ბაღიდან  დაწყებული   საუკეთესოს  ვურჩევდი  და  საბოლოოდ რა მივიღე?  უქნარა და ზარმაცი  შვილები!  აი  მეგის  როგორ  გაუმართლა?! მისი  შვილი  ქალაქს  მართავს,  კიდევ  დააწინაურებენო  ამბობენ.  ღმერთო,  მე  ნამდვილად  გავგიჟდები.

—–დედა,რა  დაგემართა  ? ახლა  რის გამო  ფორიაქობ?  —–მხოლოდ  ახლა  მიაქცია  ყურადღება  ტელევიზორის  ყურებით  გართულმა  ვაჟმა.

——-თქვენ  გამითეთრეთ  თმა  , თქვენ  გამიჩინეთ  ნაოჭები  და  ბოლის  თქვენ  მომკლავთ  მე.

——–შენ  რომ  ყველაფერი  ჩვენ  არ  გადმოგვაბრალო  არ  შეიძლება  რასაც  შენ  ამბობ  ,  უბრალოდ  ცხოვრების  კანონზომიერებაა  .

——თქვენ  დამიჩქარეთ  ყველაფერი  .ჩემს  სილამაზეს   ასე  მალე  დაჭკნობა არ ეწერა.

——-კარგი  რა,  დედა,  საკმარისია  .შენ  ყველაზე  ლამაზი,  ყველაზე  ჭკვიანი  და  მზრუნველი  დედა  ხარ, ოღონდ  მეუღლესა  და  შვილებში  არ  გაგიმართლა. ახლა კი  საქმე მაქვს  და მომისმინე.

——რა ჯანდაბა  გინდა,  უფრო  სწორად  რამდენი   .

——ფულზე  პრობლემა  არაა  ხომ ?!  ამჯერედ  სხვა საქმე  მაქვს .ჩვენი  ქალაქის  მერის  დედა    შენი  ბავშვობის  მეგობარი  ხომაა?  მიდი  რა  , ჩვენთვის  ერტი  კარგი  სამუშაო  სთხოვე.

——-ვის  ვთხოვო  მეგის?—-თვალები  გაუფართოვდა  თამარს.

——-რა სახე  მიიღე  , რა  გემართება?

—–ჩვენთვისო  ,რომ  თქვი,  ვინაა ის  მეორე?  —-თამარმა  სასწრაფოდ  სხვა  საკითხზე  გადაიტანა  შვილის  ყურადღება .

—–მე და ნიკო.

——შენ  რომ  სხვა არ აიკიდო  ისე  როგორ  შეიძლება.  რად  მჭირდება  მე  ნიკო? როდის  უნდა  იფიქრო  მხოლოდ  შენს   თავზე?

——დედა,  საკმარისია  . ნიკო  იმიტომ  არ  მოგწონს,  შენ  რომ  იკადრო  ისეთი  ოჯახის  შვილი  არაა.  ერთხელ  უკვე  დამაშორე.და  რა  შედეგი  მოყვა ამას  კი  იცი  .მოკლედ  , ან მე და  ნიკო   სამუშაოს ერთად  დავიწყებთ,  ან  ისევ  ძველ  გზას  დავადგები.

——მაშანტაჟებ?! ნარკომანი, რომ  არ  იყო  აუცილებლად  ნიკოს  გვერდით   უნდა  იყო არა?   კი ,  ბატონო   თუ  ასე  გინდა….

——დიახ,  ასე  მინდა  და  ისიც იცოდე  , ანისაც  დავიბრუნებ.  ზედმეტი  სიტყვა  არ  გავიგონო.

——-კი  მაგრამ….

——არავითარი  მაგრამ.  გიბრუნებთ  იმ  მანქანას  ანის  სიყვარულის  სანაცვლოდ  რომ  მაჩუქეთ.

——შვილო?…

——დედა,  შეიგნე  შნი  შვილები  ბავშვები  აღარ  არიან.  რატომ  არ  ისვენებ? მეორედ  ხომ  არ  მოხვალ  ამ  ქვეყნად.  ღმერთმა  საშუალება  მოგცა  , გაერტე  ,ფასეული  ნახე  რამე,  ნახატები  დაათვალიერე,  მუსიკა  მოისმინე,  იმოგზაურე  და  ხანდახან  სხვაც  გაიხსენე.

——ვინ  სხვა?

——გაჭირვებული  ვინმე  ,რა  ცოტაა?!  მიმოიხედე  ირგვლივ  .ზოგიერთის  ცხოვრების  საფასური   მხოლოდ  ერთი  თეფში  გაქვს,  თუმცა   მაინც  წუწუნებ  და წუწუნებ.

——-ესეიგი  რაც  გვაქვს   ყველაფერი  გაჭირვებულებს  დაურიგოთ  არა?  კი  მაგრამ  თქვენ?

——-ჩვენც  მივხედავთ  თავს  არ  დავიკარგებით.    შნ  რომ გგონია  არც  ისე  ცუდები  და  უსუსურები  ვართ.  ახლა  ეს  მითხარი,  მიდიხარ  შნს  მეგობართან?

——იქნებ  თვით  მერთან  მივიდე .

——ესეც  შეიძლება  მაგრამ  ბარემ  მეგობარიც  მოინახულე.

——-არ  ვიცი  მოვიფიქრებ.

——-შენებურად  ახლა  რაიმე  დაწესებულების  დირექტორობას  ნუ  მოთხოვ  .ხომ  იცი  მე  და  ნიკო  კარგად  ვუკრავთ  და  ამ  კუთხით….

——–ისევ  მუსიკას  გაიძახი?! —–ისტერიული  ყვირილით  შაწყვეტინა  თამარმა  შვილს—–რა იქნებოდა  მეც  მყოლოდა  ექიმი  შვილები  რა  მოხდებოდა …

—–კარგი  რა  დედა  !  მე  და  ექიმი?!  ხომ  ნახე  არაფერი  გამომივიდა. შენ  იცი  რა  არის  ნიჭი?   ნიჭი  ადამიანის  მისიაა,  ის  რისთვისაც  ყოველი  ჩვენგანი  მოავლინა  უფალმა ამ  ქვეყნად  .

——რატომ? ეს  ხელები  ფორტეპიანოს  თუ  დაუკრავს   ქირურგობას  ვერ  მოახერხებს?!  ნეტა  მამა გყავს  ისეთი  მხარში  არ  ამოგიდგეს  თუ  დედა?

——კი, კი , წარმოიდგინე   ერთ  მხარეს  დედა,  მეორე  მხარეს  მამა,  მე  კი  ვმუშაობ  ავადმყოფთნ,  თანაც  ქირურგი.   გაფიცებ , დედა,  შენ  ამის  გჯერა?   მოვრჩეტ  ამაზე  ლაპარაკს  ნიკოსთან  მეჩქარება.—აღელვებულ  დედას  შვილმა  შუბლზე  აკოცა  და  გაიქცა.

——ღმერთო,  ვერაფრით  გამიგია  , როგორ  გაზარდა  კარგი  შვილები  მეგიმ  და  მე  ვერა?!  სა  დაუშვი  შეცდომა?  იქნებ  მეუღლის  არჩევანში. ის  , რომ  კიდევ  უფრო  მოქნილი  ყოფილიყო…..

*  *  *

ავადმყოფ  მეგის  საკუთარი  ტკივილიც  კი  დაავიწყა  ოთახის  ზღურბლზე  მდგარი  თამარის  დანახვამ.

——თამარ,  შენა  ხარ?  შენც  შეგაწუხე?მობრძანდი.

სტუმარი   გაკვირვებული  იყურებოდა  აქეთ–იქით  .აღარსად ვ იყო  ის  ძველი  ქოხი,  არ  ოთახში  იგრძნობოდა  სიღარიბე.  პირიქით, მეგი  მეტად  ძვირფას  საწოლში  იწვა.  ასეთი  თვით  თამარს  არ  ღირსებია.

——როგორ  ხარ   შე  საცოდავო?—–მწუხარებით  მიმართა  მან  ავადმყოფს  .

——საცოდავის  რა  მაქვს, თამარ,  უბრალოდ  ავად  ვარ  თორემ.

——მაპატიე,  უნებურად  წამომცდა, იმიტომ  რომ  ვერც  კი  წარმოვიდგევდი   შენ  ,  ქვრივი,  ასეთ  ცხოვრებას  თუ  ააწყობდი.  ასეთი  სახლ–კარი,  ავეჯი….

——ავეჯი  დიდი  არაფერი.  არც  ვიყავი  ამის  გამადევარი  ძალიან.  მხოლოდ  ეს  საწ2ოლია  ძვირფასი.  ისიც  იმიტომ  ვიყიდე,  რომ  ჩემს  ქმარს  მოსწონდა  და  ნატრობდა.   არ  დასცალდა ნ იმ  მართლაც  საცოდავს  ,  თორემ  მე  რა  მიჭირს  ჩემი  შილების  პატრონს.

——მართლაც,  მართლაც.—-დაეთანხმა  თამარი.

მეგიმ  ძალიან  თბილად  მიიღო  ბავშვობის  მეგობარი.  რაც  უფრო  ბევრ  ამბებს  იხსენებდნენ  ისინი  თავიანთი  ბავშვობიდან,  მით  უფრო   უკვირდათ  მეგის  ქალიშვილებს,   რომ  დედის  ასეთი  ძვირფასი  მეგობარი  მთელი  ცხოვრების  მანძილზე  მათთან  პირველად  გამოჩნდა.

ძველ  მეგობრებს  შორის  ყინული  გალხვა  და ისე  კისკისებდნენ  , თითქოს  ისევ  თხუთმეტიოდე   წლის  გოგონები  იყვნენ  .  მეგი  უშუალობამ  ისე  გაათამამა სტუმარი,  რომ  ყოველგვარი  დაძაბულობა  მოეხსნა  და  სათხოვარიც  თავისუფლად  ბრძანა.

წამი ტ  უხერხული  სიჩუმე  ჩამოვარდა   .

გოგონებმა  ერთმანეთს  გადახედეს,  ჩაეღიმათ. თვით  მეგის  კი  სახის  ერთი  ნაკვრთიც  არ  შეცვლია,  თითქოს  არაფერი  მომხდარა  მოულოდნელი.

——აუცილებლად  გადავცემ  ჩემს  შვილს  ამ  თხოვნას  და  ისე  ვთხოვ,  რომ  შეგისრულოს.  მისი  იმედი  მსქვს. —უთხრა  და თან  თბილად  გაუღიმა.

მისმა ღიმილმა  ჩამოწოლილი  უხერხულობა  საბოლოოდ  გაფანტა  სტუმარი  წავიდა,  გოგონებმა  მანქანამდე  მიაცილეს.  უკან  დაბრუნებულებს  დედა  ჩაძინებული  დახვდათ.

——-დედა  დაიღალა  და  ძინავს.

——-მოგეწონა  დეიდა  თამარი ?

——–არა!  თუმცა  გარეგნობით  ვერ  დაიწუნებ.  ვერ  გამიგია , თუ  ასეთი  კარგი  მეგობარი  იყო,  მხოლოდ  ახლა  რატომ  გამოჩნდა  .

——-რა  არის  აქ  გაუგებარი?

——დედა   კი  მაინც  დაპირდა.

——მე  ვთხოვ  დედას ,  რომ  ამ  ქალის  თხოვნა  საერთოდ  არ  გადასცეს…

——-ჩემი  შვილი  აუცილებლად  შეასრულებს  ამ  თხოვნას—-საყვედურიანი  თვალები  შავლო  მეგიმ  შვილებს.—-თქვენ  კი  ყოჩაღ,  ასეთი  გულღრძო  ვის  დაემსგავსეთ.  იმასაც  კი  ვერ  აფასებთ  რომ  თქვენი  ძმა  საჭირო  კაცია  და  შეუძლია  გაჭირვებულს  დაეხმაროს,  არ  მოველოდი  ამას  თქვენგან.  მეგობრის  სტუმრობით  გამოწვეული  სიხარული  ჩამიმწარეთ.

——ეგ  რა  მეგობარია  შენი,  ან კიდევ  რომელი  გაჭირვებული?!  თვითონ  რომ  ულხინდა  ვინ  გაიხსენა?!

——-ეს  მას  მოეკითხება.  მე  ყოველთვის  კარგი  მეგობარი  ვიყავი  მისი   და ასეთივე  ვიქნები  ყოველთვის.  მოდით ,  აქ  ჩამომიჯექით  სალაპარაკო  მაქვს  თქვენთან.

გოგონები  ჩიტებივით  შემოუსხდნენ  დედას  და  სმენად  გადაიქცნენ  .

——-მამათქვენის  სიკვდილი  მერე  სიცოცხლე  აღარ  მინდოდა.  მაშინ  მე  შვილებიც  არ  მახსობდა  და  როცა  მთელი  არსებით  მარტოობა  შევიგრძენი  აი,  მაშინ  გამახსენდით.  იცით,  რამხელა  ბედნიერება  იყო  ეს  ჩემთვის  .  საოცარია ,  მაგრამ  იმ  უბედურებაში  მე  ბედნიერების  გრძნობაც  განვიცადე.  ეს  კი  თქვენ  მაგრძნობინეთ.  ბედნიერება  სხეულის  ყოველი  უჯრედით  უნდა  შეიგრძნო,  თორემ  ისე  არაფერია  ჭკვიანს  ცოტა  ყოფნის  ბედნიერებისათვის,  ბრიყვს  კი  ბევრიც  არ  ყოფნის.  ამიტომ  მეცოდება  თამარი.

——დედა, შენ  გეცოდება  ის  ქალი?

——-დიახ,  ძალიან  მეცოდება,  ვერ  გრძნობს  ,არ  ყოფნის….

——–კარგი  რა  ,დედა,  ამას  უმადურობა  ქვია  .

——-სწორედაც  .  როცა  უზომოდ  დაღლილი  გულში  ჩემს  ცხოვრებას  და  გაჩენას  ვწყევლიდი  ,  თქვენი  თვალები  მავსებდა  ახალი  ძალებით.  თქვენ  ჩემი  ფერადი  მარტოობა  იყავით.  გახსოვთ,  სამი  დღის  წინ  სასწრაფოდ  ორი  ვედრო  მჭირდება-მეთქი,  რომ  ამოვიჩემე?

გოგონებმა   ერთმანეთს  გადახედეს  .

—–რა  შუაშია  ორი  ვედრო?  მითუმეტეს  არაფერში  გამოგვიყენებია.

მეგის  გულიანად  გაეცინა.

—–იმ  დროს  მანქანა  გაფუჭებული  იყო.  ჩემმა  ბიჭმა   კი  , ქალაქის  მერმა,  უბრალო  სამარშრუტო  ტაქსით  ვედროები  მომიტანა.  ესეიგი  თანამდებობა  თავში  არ  ავარდნია.  საერთოდ  ცხოვრებაში  ყველაფრისათვის  მზად  უნდა  იყო.  დაიმახსოვრეთ,  დაცემის  შიში  ამაღლებას  უნდა  ახლდეს  თან.

—–რა  უცნაური  რამ  მოგიფიქრებია,  დედა,რომ  არ  მოეტანა?

—–როგორ,  ავადმყოფ  დედას  თუ  არ შუსრულებდა თხოვნას,  მაშ  სხვას  ვის  უნდა  ემსახუროს?  ვის  უნდა  გამოადგეს?

——ვედრო   რომ  არ  მოეტანა,  თანამდებობიდან  მოხსნიდი  ალბათ—-გადაიკისკისეს  დებმა.

——-მე  რათქმა  უნდა  არ  მოვხსნიდი,  მაგრამ  დროთა  განმავლობაში  სხვა  მიუჩენდა  თავის  ადგილს.  ახლა  კი  ვიცი,  რომ  ჩემი შვილი  ყოყოჩი  და  ამპარტავანი  არ  არის  . ფეხზე  მყარად  დგას .

მეგიმ  ორივე  შვილი  გულზე  მიიხუტა  და  გაირინდა.

——–მართლაც,  როგორ  დაგვაშორა  ცხოვრებამ  ბავშვობის  მეგობრები—გაიფიქრა  და  თვალთაგან წყვილი  ცრემლი  ჩამოუგორდა.

Read Full Post »

ზოგჯერ ძალიან მიჭირს…

ვერ აღვიქვამ ჩემს ირგვლივ სამყაროს.

ზოგჯერ საკუთარ თავს ვერ ვგრძნობ, ვერ  ვხვდები ვინ ვარ.

სულ რაღაცას ვეძებ… არ ვიცი რას… თუ ვის…

იქნებ მიზეზს სულის ტკივილისას…

დაბზარულ  სულს მუსიკა შველის.

მუსიკა , რომელიც მე მესმის მხოლოდ…და მას ხან გაზაფხული ქვია ,ხან წვიმა და ხან ზღვა.

ხანაც უბრალოდ სიჩუმე.

მაგრამ ზოგჯერ მუსიკაც უძლური აღმოჩნდება  მომჭყვიტოს ამ არეულ  რეალობას.

მაშინ კი ვიძირები  ოცნებათა ზღვაში…

და უსაზღვროა ჩემი ოცნება.

ვარ ჭარსული დროის ქალბატონი. მაცვია თეთრი, გრძელი კაბა, რომლის მაქმანებიანი ბოლო მარმარილოს იატაკზე  სხვადასხვა მოძრავ ყვავილებს ხატავს. თავზე კაბის შესაფერისი  დიდი ქუდი  პირბადით , ხელზე თხელი, სიფრიფანა თათმანი , რა თქმა უნდა იდაყვებამდე. ჩემს წინ იღება უზარმაზარი  მძიმე მოჩუქურთმებულ—-მოვარაყებული კარები და შევდივარ თეთრ ,სვეტებიან  დარბაზში.სვეტებს სურო შემოხვევია. იატაკი კი თეთრი  გვირილებითაა მოფენილი

–ღმერთო ჩემო, რა სათუთი სილამაზეა ირგვლივ .

მოწიწებით თავს მიხრის თეთრჩოხიანი თაყვანისმცემელი.

ჭაღების ციმციმს ჩემი ბრილიანტებიც უერთდება .

შუაგულ დარბაზში დგას თეთრი როიალი. მასზე წითელი ვარდები მელოდებიან.  მთელი არსებით ვისუნთქავ  მათ სურნელს,  ფაქიზქდ ვეამბორები და ვჯდები როიალთან.

ირგვლივ  და სხეულში  იღვრება  შოპენი…

რომ იფრინო  არაა აუცილებელი ფრთები გქონდეს!

თეთრი როიალი…

შოპენი და…

მაქმანებიანი ქალბატონი.

—ქალბატონო, დამეხმარეთ, მშია.

მოვიხედე, შვიდიოდე წლის ბავშვი…  მართლაც მშიერი …გაშლილი პატარა ხელისგული…

მე კი …

პირდაპირ თავზე ჩამომემსხვრა  ოცნებათა  კოშკი.

ჩანთაში მხოლოდ გამოთვლილი სამგზავრო  ფული…

ვაი , სირცხვილო!

მაქვს კი ოცნების უფლება?!

—მე დღეს ფეხით ვივლი და შენ პურს  იყიდი ,პატარავ, მაგრამ ხვალ?…

 

Read Full Post »

ჩვენ  შვიდი  წელი  ვიყავით  ერთად

მე   და  ჩემი  კლასი

ჩემი  კლასი…  ჩემი  ბავშვები…    უკვე  მომენატრეთ,   ჩემო  ცელქებო.  მგონია შევალ სკოლაში,  შევუხვევ  მარჯვნივ  და  იქ, დერეფნის ბოლოს,  ჩემი  ბავშვები  დამხვდებიან  ისევ,  მაგრამ…                                                                                                                                                   ჩიტის  ბუდესავით  დამიცარიელდა  საკლასო  ოთახი  და  ვფიქრობ  ჩემს  ახალ  ჩანაფიქრზე  რომლის  შიინაარსიც  ვერავინ  დამაცდენია  ალბად  მორიგ  უცნაურობად  მითვლიან  ამას,  მაგრამ  მე  მიყვარს  საზოგადოების  გამოწვევა,  მთავარია  ჩემი  ბავშვები  გამიგებენ.
_ ახლა  რაღა  სიურპრიზს  გვთავაზობ,  მასწავლებელო?
_ჩემო თამრიკო     მე რასაც დაგპირდით  აუცილებლად  შეგისრულებთ.                                   სხვა გზა არაა,  ყველა  მოთმინებით  ელოდება  ჩემს  მორიგ  უცნაურობას.  მე  კი  ვზივარ  ცარიელ  კლასში,  ბოლო  მერხზე  და  უკვე  წარსულიდან  მესმის   სკოლის  დირექტორის  გამკაცრებული  ხმა.                                                                                                   _ბიჭებო  კიდევ  ერთხელ  გეკითხებით,  ვინ  დაიწყო  ჩხუბი?  თუ არ  გინდათ  ყველა  დაისაჯოთ,  მითხარით  ვინ  მოაწყო  ეს  აყალმაყალი  .                                                                                                                                                                                                                               _მე!                                                                                                                                                           _არა,მე!

_ მე  ვიყავი!_ერთსა და იმავეს  იმეორებდა  ყველა.

სამასწავლებლოში  კი  კლასის  ხელმძღვანელი  ვამაყობდი.

_ნახეთ ,  რა  ვაჭკაცები  მყავს,  ნამდვილი  ცოტნეები.

ამ სიტყვებს  გადაკრული  ხუმრობა  მოჰყვა.

_აი  ვინაა მთავარი  დამნაშავე  ,  დავსაჯოთ  კლასის  ხელმძღვანელი  .

უცებ  ყურს  მიწვდა  ერთ-ერთი მასწავლებლის  თავგამოდებული  რიტორიკა.

_მე  ამ  კლასში  არც  გოგონები  მომწონს.  ყველას  მოგწონთ,  მაგრამ  მე  არ  მომწონს.  კლასის  ხელმძღვანელი  უფრო  ყურადღებიანი  უნდა  იყოს.  აი  ეს  ეგრეთწოდებული  ,,მეგობრობის  დღიურია”,  რომელიც  ერთ  გოგონას  ჩამოვართვი.   ამისთვის  ცალიათ?!  რა დროს  ესაა?!  თავზე  უნდა  დაახიო  ეს  რვეული.  არ  შეიძლება  ასეთი  ლმობიერება  .  დამრიგებელმა  უნდა  იცოდეს ,  თუ  რითი  სუნთქავს  მისი  თითოეული  მოსწავლე.

,,მეგობრობის  დღიურს ” ვათვალიერებ.  პირველ  გვერდზე  შეკითხვებია.

—როგორ  შეაფასებდით  საქართველოს  დღევანდელ  მდგომარეობას?—ყოჩაღ , შვილო , პრობლემური  შეკითხვაა.

—–რა არის  სიყვარული?   —ოო,  აი  თურმე  რამ გააბრაზა  ჩემი  თანამშრომელი.

—–ნატვრის  თვალი  რო  გქონდეთ ,  რას  ინატრებდით?—-ეს  საინტერესოა  .  ვნახოთ  რას  წერენ,  ანუ  რითი  სუნთქავენ  ჩემი  მოსწავლეები.

—მართალია,  დღეს  საქართველოს  უჭირს  მაგრამ  მე  არასოდეს  არ  დავტოვებ  ჩემს  ქვეყანას  და  საცხოვრებლად  სხვა  ქვეყანაში  არ  წავალ—-ვაჟკაცი  ხარ  ,  ირაკლი  და პასუხიც  შესაბამისია.

—–სიყვარულია  თავად  ღმერთი  ამ  ქვეყანაზე.  ძალიან  მიყვარს  ეს  სიტყვები .  მეც  მინდა  მყავდეს  შეყვარებული    დამრიგებელმა  ერთხელ  ხუმრობით  გვითხრა  ,  თუ  თქვენს  ასაკში  სიყვარულის  სურვილი  ჯერ  კიდევ  არ  გაგჩენიათ,  ექიმთან  წადით  სამკურნალოდო.  მე  სამკურნალო  არა  ვარ!  —ვაი  მე  ,  ჩემო  აჩიკო ,  ეს  რა  დაგიწერია  ეს  რომ  ზოგიერთმა  წაიკითხოს  დიპლომს  ჩამომართმევენ.

—-მე რომ  ნატვრის  თვალი  მქონდეს  , ვინატრებდი  ჩემს  დამრიგებელს  შვილი  მისცემოდეს  და  მხოლოდ  ჩვენ  არ  ვყვარებოდეთ.

ცრემლი  მომერია.  დღიური კი  პატრონს  დაუბრუნე.  სულ  მალე  ნატვრის  თვალმა  თამუნიას  ნატვრა  შეუსრულა.

რამდენი  რამ  დაგვრჩა  წარსულში.

,,იცით  რა  მასწავლებელო  , ყველა  გოგონას  სურს  გახდეს  ექიმი  , მასწავლებელი,  ჟურნალისტი,  მომღერალი  და სხვა  რამ. მე კი მინდა  ვიყო   ნხოლოდ  დედა.  დიდი  ლამაზი  სახლი  მქონდეს  მყავდეს  შვილები ,  ვიყო  სულ  მათთან.  საღამოს  სამუშაოდან  მათი  მამიკო  რომ  დაბრუნდება  მინდას  ბავშვები  სუფთები  და  ლამაზები  დავახვედრო.  მან  კი  მითხრას  —-ყოჩაღ,  ძვირფასო,  ეს  რა  კარგი  დიასახლისი  მყავხარო”.

ამ  თხზულებას  რომ  ვკითხულობდი  ბევრი  ვიცინე  .  ეს  რომ  დაწერე,  ჩემო  ნინიკო, მეხუთე  კლასში  იყავი  და  შენი  საქმიანი  მშობლები  ხშირად  გენატრებოდა. დღეს  შენ  ჟურნალისტობა  გადაგიწყვეტია  და  დარწმუნებული  ვარ  მომავალში  შენი  შვილების  მამა  გეტყვის  —ყოჩაღ, ძვირფასო,   ეს  რა  კარგი  ჟურნალისტი  და  უფრო  უკეტესი  დიასახლისი  მყავხარო.

ისევ  მეხუთე  კლასი  , ისტორიის  გაკვეთილი  .

—დავით  აღმაშენებელი  შორსმჭვრეტელი  ადამიანი  იყო .

—-იმედა, შორსმჭვრეტელი   როგორ  ადამიანს  ქვია?

—დურბინდს,  მასწავლებელო!—–კლასი  ხარხარებს.

მოგონებებს  ტავი  დავაღწიე  და სკოლის  ეზოში  ჩავედი   ბავშვებს  თვალებში  მოუთმენლობა  ეტყობათ  ,ჩემი ჩანაფიქრი  აინტერესებთ.

—გიტარა?

—-არის  მასწ!

ვიდეო  გადამღები ადგილზეა.

–აბა,  ფული  ვის  რამდენი  გაქვთ!

—-ორგანიზატორმა  შეაგროვოს!

—-რა  დროს  ორგანოზატორია,დამთავრდა  სკოლა!

—-შენ  ყოველთვის  ჩვენი  ორგანიზატორი  იქნები!

—-ფულიც  შეგროვდა  მასწ!

—კარგი.  თემური  და  კობა  ,მე  გამომყევით  თქვენ  კი  დაგველოდეთ,  მალე  დავბრუნდებით.

ჩვენ  ვიყიდეთ  ყვავილების  ლამაზი  თაიგული   ,  ორნამენტებიანი  , დიდი  თიხის  ქოთანი  ,ხილი,  ორი  ბოთლი  შამპანიური  და ისევ  სკოლაში  დავბრუნდით.  ბავშვები  ინტერესით  შემომცქერიან  , მე კი  საზეიმოდ  ვაცხადებ .

—-ჩვენ  ახლა  წავალთ  ნევრესტან  მასწავლებელთან  . მას  დღეს  70  წელი  შეუსრულდა  და  მიულოცოთ.

ბავშვები  გაირინდნენ  . ყურებს  არ  უჯერებდნენ  და  გაკვირვებულნი  მიყურებდნენ.  ერთი  წუთით  ყველამ  უკან  გაბრუნება  იფიქრა.  შევშინდი  გოგლას  ჩორეხივით  მარტო  არ  მივეტოვებისე ბ სკოლის  ეზოში  ჩემს  მოსწავლეებს.

—ბავშვებო,—დავიწყე  გაუბედავად—მე  ეს  რამდენი  ხნის  წინ  ჩავიფიქრე.  წავიდეეთ?

გიო  გიტარას  უხერხულად  ატრიალებდა  და  მხრებს  იჩეჩავდა.

—-აუ,  მასწ,  რა  უნდა  ვუმღერო  მოხუც  ქალს?

—-რამეს  მოვიფიქრებთ.  სოფო, შენ  მოდიხარ?

—-წავიდეთ  უხალისოდ  მომიგო  სოფომ.

—მუდარიანი  თვალებით  ნანის და რუსუდანს   შევხედე.

—ილიკო  შენ  დაწინაურდი  და გააგებინე   ნერვესტან  მასწავლებელს  ჩვენი  სტუმრობის  შესახებ.  ქალია,  მომზადება  დასჭირდება.

იფფ  , რას  მოემზადება  სამოცდაათი   წლის  ქალი  ?!—ჩაიქირქილეს  მზიამ  და ნონამ .

ბავშვები  დასჯილებივით  მო0მყვებოდნენ .  ავედით  მაღალ  ფერდობზე  , ნერვესტან  მასწავლებელი  გაოცებულ—-გაოგნებული  შეგვხვდა.  სიხარულთან  ერთად  უდიდეს  უხერხულობას  გრძნობდა.  ბავშვები  გადაკოცნა  და  შინ      შეგვიპატიჟა.   ჩვენ  კი   ეზოში  , კაკლის  ხეების  ჩრდილ  ქვეშ  ვირჩიეთ  ყოფნა  .

გოგონებმა  ხილი  გარეცხეს  , ყავა  მოხარშეს,  მასპინძელს  არაფრის  მომზადების  ნება  არ დავრთეთ,  მაგრამ  მეზობლები  ვეღარ  გავაკონტროლეთ.   ვინ  რას  მოარბენინებდა  და ვინ  რას.   ყოველგვარი  უხერხულობა  გაიფანტა  .ბავშვები  თუმცა  რაღა  ბავშვები  ,ჩემი  ვაჟკაცები , ულოცავდნენ  მოხუც  მასწავლებელს  დაბადების დღეს,  ეფერებოდნენ, უმღეროდნენ  ხელზე  ეამბორებოდნენ.

და როცა  ნევრესტან  მასწავლებელი  მეუღლემ  საკუთარი  ლექსით  ადღეგრძელა  , ახალგაზრდებმა  სიყვარულის  უკვდავება  იწამეს.

იმ  დღეს  ნევრესტან  ჯაფარიძე  ბედნიერი  იყო  და  სულაც  არ  იყო  მოხუცი  .

დამშვიდობებისას  გიომ  ყველასთან  მოულოდნელად  გამოაცხადა  .

—ეს  სიმღერა  იუბილარს  ქალბატოვ  ნევრესტან   მასწავლებელს  ეძღვნება.

გიტარის სიმებს  ხელი  ჩამოკრა  . გარემო  მოიცვა სასიამოვნო  მელოდიამ.  გიო  მღეროდა.

,,თავადის  ქალო  , იქნებ  დაბერდი ,

თმაში  ჭაღარა  შემოგეპარა, ჭირიმე!”

იუბილარი  ტიროდა…    ბავშვებსაც  კი  აღარ  სჯეროდათ  მისი  ასაკის…

——-მასწავლებელო  ასეთი  კმაყოფილი  არასოდეს  ვყოფილვარ—-მითხრა  ყველაზე  ჭირვეულმა  ნათიამ.

——-როგორ   გაუხარდა ,  ამაზე  დიდ  სიკეთეს  ვერ  გავაკეთებდით—-დაეთანხმა  სალომე.

——-ბავშვებო , მე  მინდა  დღევანდელი  დღე  დაიმახსოვროთ  და  ის  ჩემს  ერთერთ  მორიგ  გაკვეთილად  ჩამითვალოთ.   ვინაა   თქვენთვის  გეოგრაფიის  მოხუცი  მასწავლებელი  ,  ნევრესტან  ჯაფარიძე,  რომელმაც  მეცხრე  კლასში  დაამთავრა  თქვენთან  ურთიერთობა  . დღევანდელი  გაკვეთილის  მიზანი  იყო  არა  მარტო  ის,  რომ  ადამიანს  სიხარული  ვაჩუქოთ,  არამედ  ისიც  რომ  ჩვენ  ადამიანები  საჭიროების  მიხედვით  არ  უნდა  გადავანაწილოთ.

თქვენ  სკოლა  დაამთავრეთ ,  წინ  გამოცდები  გელოდებათ  მაგრამ  მაინც  გამონახეთ  დრო  და  გაახარეთ  მოხუცი  მასწავლებელი.   ადამიანი  მხოლოდ  მაშინ  არ  უნდა  გვახსოვდეს  როცა  გვჭირდება,  ისე,  უბრალოდ,  არაფრის  გულისთვისაც  უნდა  გავიხსენოთ  . თქვენც  ხომ  გაგითბათ  გული,  როცა  მისი  სიხარულით  აცრემლებული  თვალები  ნახეთ.  გიო  რომ  უმღეროდა  , რომელი  თქვენგანი  გრძნობდა  ამ  ქალის  ასაკს.   ის  თითქოს  თქვენი  ტოლი  იყო  ისევ.  მე ძალიან  მიხარია ,  რომ  თქვენც  იგრძენით  ყოველკივე  ეს  და  ასე  კმაყოფილები  ბრუნდებით  ოჯახებში.

*                *                 *

ჩვენთვის  მოულოდნელი  იყო  ერთ-ერთი   მასწავლებლის   რეაქცია  .

—ბავშვებო  თქვენ  ნამდვილად  არა ხართ  ნორმალურები  . რა  გინდოდათ  იმ  სიმაღლეზე  , რომ  აისეირნეთ  ფეხით,  ლაშქრობა  გქონდაათ? გამოცდები  ვისთანაც  გაქვთ  აქი  ,იმ  მასწავლებელს  ვერ  ესტუმრეტ  ასეთი  პატივით?!

შეთანხმებულივით  ყველა  ბავშვი   მე  მომაჩერდა,   გიომ  კი  თვალი  ჩამიკრა.  ამან  მაფიქრებინა,  რომ  ჩემი  გაკვეთილის  მიზანი  მიღწეულად  უნდა  ჩამეთვალა.

Read Full Post »

ხა! ხა! ხა! ხა!–უცებ მოედო მთელ უბანს არანორმალური ხარხარი.

– ვალერა დამთვრალა.

–სად ხეთქა ამ დილაადრიან–გადასძახეს ერთმანეთს მეზობლებმა.

–ხა,ხა,ხა–მთელი ძალით, უცნაურად ხარხარებდა ვალერა,თითქოს თან მოსთქვამდა.

–ვინ დაალევინა ახლა ამ უსაქმურს.  დაკარგულია უკვე მთელი დღე. მე კი რამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი .–შეწუხდა დიასახლისი.

ვალერას კი დიასახლისის დაგეგმილი საქმეები სულ არ ახსოვდა ხარცხარებდა თანაც ისე თავდავიწყებით ,თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ბედნიერებას დაესადგურებინა.

–ვინაა ვალერა? –შევეკითხე მეზობელს.

–მალე გაიცნობ, შენც მოგადგება დასალევისათვის. თუ არ შეიჩვევ კარგი იქნებ. ისე კეთილია, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ძია ბაქარმა გამოიყვანა იქედან და ოჯახში ჰყავდა. მერე სიძეობაც მოუნდომა. ვერ მიართვეს. ახლა კი დადის და ლოთობს . დმნაშავე თვითონაა, იმ ღვთისნიერი კაცის სიკეთე ვერ იღირსა.

–ხა,ხა,ხა, თითკოს ამ ნათქვამზე გადაიხარხარა ვალერამ.

ვალერა ჯერ არ მენახა მაგრამ მისი პიროვნება რაღაც იდუმალებით მოსილ ზღაპრის გმირად დამესახა.იყო რაღაც  მის ხარხარში არა ბუნებრივი ,მისტიური და მიმზიდველი. წამით მომეჩვენა ,რომ ვალერა დამცინოდა, მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას, მის ირგვლივ არსებულ მთელ სამყაროს.    ნეტა რა გვქონდა ამ პატიოსან საზოგადოებას ლოთი ვალერას დასაცინი?!

მეორე დღეს კარს უცნობი მამაკაცვი მომადგა .

–გამარჯობათ. მე თქვენს გასაცნობად შემოვიარე –მითხრა მან.

–ძალიან კარგი,მობრძანდით  –მივუგე .

–თქვენ ამ უბნის ახალი მცხოვრებნი ხართ არა? მე ვალერა ვარ .

–მე უკვე გიცნობთ  .

–როგორ? საიდან?–აღელდა ვალერა.

– ჯერ დაბრძანდით და მერე ვისაუბროთ. თან რაიმეთი გაგიმასპინძლდებით.    –თქვენი მეუღლე შინ რომ იქნება ,მაშინ დავრჩები .

უყურეთ ვალერას სიფრთხილეს ! ღიმილით გავიფიქრე მე.

–მოითმინეთ , ოჯახი მაინც დამილოცეთ  –ვალერას აშკარად ესიამოვნა ხელახალი მიპატიჟება .

–გაგიმარჯოთ ოჯახური ბედნიერება არსოდეს დაგრღვეოდეთ–მითხრა, გადაჰკრა და ხელზე კოცნით დამემშვიდობა.თავი მოიკლა არც მეორე ჭიქა არაყი დალია და არც ნამცხვარი მიირთვა, მიჩვეული არა ვარო.

მე ვალერას ვაკვირდებოდი. ნორმალური  აღნაგობის , მაგრამ მოკუნტული, ჩია , რაღაცნაირად ძალად დაპატარავებული… სათნო თვალები , არა ,თვალები კი არა, სახეში ჩასმული ორი სევდიანი სიკეთე. როგორ შეეძლო ამ ადამიანს მთელი უბნის შემძვრელი და გამაყრუებელი ხარხარი. მე კი სწორედ ამ დამცინავი ხარხარის მიზეზი მაინტერესებდა ყველაზე მეტად.     ვალერას გასაშინაურებლად საკმაო დრო დამჭირდა.ერთ დღეს მან მითხრა :

–კეთილი ხალხი ხართ თქვენ არაფერს ითხოვთ , პატივს კი მცემთ. ხანდახან მეთვითონ ჩემი ნებით,გეხმარებით.

–ვალერა , რამდენი წლისა  ხარ?                    

–ორმოცდახუთის.

–მერე უცოლოდ რად დაიარები?

ვალერამ გამომცდელად შემომხედა,თითქოს იგრძნო, რომ არც ჩემი ყურადღება იყო მთლად უანგარო. არაფერი მიპასუხა, ამოიოხრა და წავიდა.  მეგონა ვიჩქარე  და ვალერას ნდობა დავკარგე, მაგრამ იმავე საღამოს დაბრუნდა საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში და საჩუქრად მინიატურული წიგნი დამიტოვა.

–აქ სულ ანეგდოტებია, წაიკითხე და იცინე, მაგრამ არ დაგავიწყდეს  ყველაზე დიდი ანეგდოტი თვით ცხოვრებააო.          ვალერა აღარ მოვიდა . კარგა ხნის შემდეგ ქუჩაში შემხვდა მთვრალი ახალგაზრდა ბიჭებს შუაში ჩაეყენებინათ და აცეკვებდნენ. რომ დამინახა , ცეკვა შეწყვიტა და მომესალმა. მომეჩვენა რომ ვალერა მთვრალი არც იყო. იმ საღამოს უბანი შეაზანზარა ვალერას ხარხარმა. მეორე დღეს კი მესტუმრა.

–იცით, ბიდიში უნდა მოგიხადოთ გუშინდელის გამო .

–მე რატომ მებოდიშები, ვალერა, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე გაატარე.

–როგორც გინდა?! –ვალერამ ტუჩები მწარედ მოიკვნიტა – როგორც გინდა ისე სადაა…     –ვალერა, შენ ვინ ხარ?

–მეე?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ .

–  ვიცი რომ ობოლი ხარ მაგრამ რაიმე უნდა იღონო, ცხოვრება უნდა მოიწყო.         –ეეჰ, რა დროისაა, ჩემმა მატარებელმა ჩაიარა. ტუუ…ტუ…––მოგონილი არა სერიოზულობითმიპასუხა მან.

–თუ ჩაიარა არაყი რად არ გააყოლე, ადამიანო .

ვალერამ იწყინა.

–შენ ვინ გეკითხება? სადაური ჩემი მამიდა ხარ? არ მინდა , ქალბატონო, შენი არაყი .    თავი დამანებე, შენ მე რა უნდა გამიგო ?!– მომაძახა ვალერამ და გაიქცა. მე კი ვიცოდი ვალერა აუცილებლად დაბრუნდებოდა.

იგი სამი დღის შემდეგ მოვიდა და ყვავილების თაიგული მომართვა.

–დღეს მხოლოდ ამ თაიგულისთვის ვიმუშავე როგორც დედას შვილი ისე მოგართვი და უარი არ მითხრა .

–ჩვენი დედა შვილობა არაფრით გამოვა, ვალერა.–გამეცინა მე .

–ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ თქვენისთანა დედა მყოლოდა…–ცრემლი მოერია–მე, რომ   ახლა ჩემი დედა ვნახო , ალბად საკუთარი ხელებით მივახრჩობ.

–რას ამბობ ვალერა!

–რას ვამბობ?! აბა რას ვიზამ . უცხო სხეულივით , რომ მისროლა საკუთარი სხეულიდან და მიმაგდო, ამას როგორ ვაპატრიებ. ერთხელაც არ დაინტერესებულა მის მიერ გსჩენილი არსების ბედით. ერთხელ შემეკითხე ვინახარო . განა ვიცი ვინა ვარ ?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ, რვა წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი , შემდეგ ძია ბაქარმა წამომიყვანა, საკუთარ ოჯახში…  მერე კი …– უცებ ვალერა ახალგამოღვიძებული ბავშვივით მომაჩერდა .

– მერე? მერე რა მოხდა ვალერა .– ვერ მოვთოკე ცნობისმოყვარეობა .

ვალერამ გამჭოლი მზერა მესროლა.

–მერე არაფერი.სისულელეა.ახლა კი წავედი. კმარა.            კულმინაციის მწვერვალიდან თავქვე დავეშვი. ვალერა კი სიმღერით მიუყვებოდა გზას. – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია. ეს აფორიზმი ვალერას სიმღერად ექცია და ხშირად იმეორებდა.    მეზობლის ქალი შემეხუმრა .

–ვალერამ მოუხშირა სტუმრობას. ახლა შენ არ შეუყვარდე…

–არ ინერვიულო, ძვირფასო, მას მეც ვუყვარვარ შენც და ისიც . საერთოდ ვალერას ყველა უყვარს.

ბიჭს მანქანამ ძაღლი მოუკლა ტიროდა გულსაკლავად. მეორე დღესვე ვალერამ ბავშვს ბუთქუნა ლეკვი აჩუქა.

– აღარ იტირო, გენაცვალე, შენისთანა ბავშვმა არ უნდა იტიროს.

ამ ბიჭს მასზე პატარა დაიკო ჰყავდა. არც ის დაჩაგრა ვალერამ და თოჯინა აჩუქა. გახარებულმა მაცაცომ, როგორც ვალერა მიმართავდა , მას უთხრა .  რა კეთილი ხარ ვალერა! დაბადების დღეზე მეც გაჩუქებ რაიმეს. როდისაა შენი დაბადების დღე?

–არასოდეს.– ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ვალერამ.

–ნუ იტყუები, დაბადების დღე ყველას აქვს.

– ყველას აქვს, მაცაცო, მე კი არა. – ბავშვი დედასთან გაიქცა.

–დედა, იცი , ვალერას დაბადების დღე არასოდეს არ აქვს. –  ვალერას მწარედ გაეცინა.

მოჩხუბარ ძმებს ვალერა ერთხანს შორიდან შესცქეროდა, ეგებ თავისით დაშოშმინდნენო, ბოლოს კი მათ შორის ჩადგა .

– ღმერთმა ძმა გაჩუქა და ეჩხუბები?!–შეარცხვინა ორივე.                                                            ერთერთმა ვალერას დარიგება იუკადრისა და ყურში ჩაუსისინა .

–შენ კიდე ვინ მიგდიხარ, შე …

ვალერამ ფერი დაკარგა ,თავი მხრებში ჩარგო, რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა შემდეგ კი შეტრიალდა და წალასლასდა. მე კი სრულიად მოულოდნელი და უხერხული კითხვა დამისვა.

–მითხარით , ვინ ვარ მე?

სახტად დავრჩი , მაგრამ პასუხის გაუცემლობა არ შეიძლებოდა.

–შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ , ვალერა.

–არაჩვეულებრივი კი არა , საერთოდ თუ ვარ ადამიანი ესაა საკითხავი.

ვგრძნობდი ძალიან უჭირდა ვალერას , ცრემლებს ყლაპავდა.

–მე ძია ბაქარის წინაშე იცი რა დავაშავე? მისი ქალიშვილი, ნანი შემიყვარდა. ეს გრძნობა არც გატაცება იყო არც  ასაკის ბრალი. ოჯახური სიმყუდროვე მინდოდა. ჩემი კუთხე ,მეუღლე, შვილები… ისეთ ძალას ვგრძნობდი მთას გადავდგამდი. ძია ბაქარი კი გაბრაზდა , ეს რა მაკადრა მაგ ლაწირაკმაო. სახლიდან წავედი.

საღამოს დავბრუნდი, დარჩენას რაღათქმაუნდა აღარ ვაპირებდი , ბოდიში უნდა მომეხადა… ჩემთვის ხომ ძია ბაქარზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა. რამდენიმე წუთით ფანჯარასთან დავყოვნდი შევყურებდი და ვესიყვარულებოდი ძია ბაქარს. ალბად მამა ასე მეყვარებოდა. ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. უცებ ძია ბაქარი იქვე მჯდომ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა .

– სახლში მოვიყვანე, ჩემს ბიჭს დამხმარე ეყოლება საქმეს შეუმსუბუქებს–მეთქი და ნახე რა მომინდომა მაგ…             და ისეთი სახელი მიწოდა , რამაც მაგრძნობინა, რომ მე ადამიანი არა ვარ. ვოინიჩის ,,კრაზანას”” გმირს რომ მოუვიდა, მეც ისეთი გრძნობა დამეუფლა. როგორც მასში დაიმსხვრა პადრეს ხატება, ისევე ჩემში ძია ბაქარი და მისი სიკეთე ნაწილებად დაიშალა.– ვალერა შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და მოგუდული ხმით განაგრძო– დღეს კი , ამ ამბიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ , ისევ მიწოდეს ის სიტყვა. ძმები ჩხუბობდნენ  , წარმოგიდგენია?! ძმას ძმა ვერ შეუყვარებია და სხვა ვინ უნდა შეიყვაროს?! ვის უნდა აპატიოს?! საკუთარ ძმას აყენებს შეურაცხყოფას და მე დამინდობს   ?! საოცარია ეს ცხოვრება. ვინც ამბობს –მე მიყვარს ღმერთი და თავის ძმას ვერ იტანს – მატყუარაა არ ვიცი საიდან ვიცი ეს სიტყვები მაგრამ ძალიან მომწონს.

–ვალერა, შენი ამბავი მომიყევი , ეს ძმები არ მაინტერესებს .

–ნეტა ჩემი ამბავი რად გაინტერესებს?… კარგი, მოგიყვები.  სამხედრო სამსახურში დიდი სიამოვნებით წავედი . კიდევ კარგი ნანის სიყვარულზე არ დავლაპარაკებივარ და გულში იმედის ნაპერწკალი ისევ ღვიოდა, თორემ როგორ გადავიტანდი ყოველივეს. იქ ქილერად მამზადებდნენ. გადმომცეს პირადობის მოწმობა  .თითქოს უნდა გამხარებოდა . მაგრამ ასე არ მოხდა. არ მინდოდა ადამიანის მკვლელი გავმხდარიყავი. ჯოჯოხეთი გამოვიარე. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ გაგიგონია, ამ ხავსად ჩემთვის ნანის სიყვარული ქცეულიყო. ერთ–ერთი მძიმე სამხედრო ოპერაციის დროს მკვდრად ჩამთვალეს, ვერც ჩემი ცხედრის გადატანა მოასწრეს და ძლივს გამოვაღწიე ამ კოშმარიდან.    სიცოცხლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მაინც ტკბილია… თუ შეურცხვენელია.  დაბრუნებულს ის ხავსიც გამომეცალა ხელიდან და გადავეშვი ცხოვრების თავბრუდამხვევ მორევში. ნანის გათხოვება ძალიან არ მიდარდია , აზრიც არ ჰქონდა… თანაც კარგი მეუღლე ჰყავდა და ბედნიერი იყო. მე კი , მადლობა ღმერთს, სხვისი ბედნიერებით ტკბობის უფლება მაინც მაქვს.

– აი, თურმე რატომ დაგვცინი.

– როგორ გეკადრებათ! რა გაქვთ ჩემი დასაცინი?– ჩემთვის ძალიან ნაცნობი გამომეტყველება მიიღო ვალერამ .

–არა, ვალერა , შენ მე ვერ მომატყუებ. შენ ჩვენი სულის სიღრმეს ჩასწვდი, შენთვის ჩვენი სიკეთე მოჩვენებითია უკვე.

–და იცი ეს რატომ მოხდა? ერთმანეთთან თქვენ ამას არ გამოამზეურებთ, ჩემთან კი ადვილია. მე ვინ ვარ. მთავარია თქვენ ერთურთს დაუმტკიცოთ რაღაც… თქვენი გამიხედვაც კი მოწყალებად უნდა მივიღო და  მადლობელი უნდა ვიყო . ვარ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, გული იმაზე მწყდება, რომ ისე მოვკდები არავის ვეტკინები, ცრემლი არ ჩამოუვარდება ვინმეს ჩემთვის. ესაა ჩემი სიცოცხლე. ესა ვარ მე, ვალერა, თითქმის არავინ. მე ხომ ჩემი არსებობისათვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.

–კარგი რა , ვალერა, ამას ნუ ამბობ.

გახსოვს დედაჩემზე რაც გითხარი, იმასვე ვფიქრობ ახლა. შემიძლია გავიგო, რომ რაღაც მოხდა, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა დაეტივებინა რაღაც შანსი. ვერაფერი ვუპასუხე.                                                                       ვალერა წავიდა მეგონა რამდენიმე საათში უბანს მისი ხარხარი მოედებოდა,   მაგრამ შევცდი.ის აღარ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ გავიგე ვალერას ავადმყოფობა კეთილ კაცს სარდაფი დაეთმო მისთვის დაძახებაზე არ გამომეპასუხა. შუბლმა ხელი დამწვა ხელის შეხებაზე თვალი გაახილა , გაოცებით მომაშტერდა. უცებ ხელზე ხელი მსტაცა.

–დედა! ეს შენა ხარ ?

შემეშინდა . უკან გამობრუნება მინდოდა , მაგრამ ვალერა ხელს აღარ მიშვებდა. ბორგავდა.

–მოხვედი დედა?  გამარჯობა! სად, სად იყავი აქამდე? მომენატრე, ძალიან მომენატრე. იცი , როგორ მიყვარხარ?! მაპატიე ჩემო ძვირფასო .

– რა გაპატიო , ვალერა, ეს შენ უნდა მაპატიო– უნებურად შევედი ვალერას დედის როლში და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემთვის მამის ტოლი ვალერა    ჩემში ყოველთვის საკუთარ დედას ეძებდა.

–ჩემი სახელიც , დედა? მადლობთ სახელის გარდა არც მქონია არაფერი ამ ქვეყნად, მარტო ვალერა ვიყავი, უგვარო , უმამისსახელო, მაგრამ შენ მაინც მიპოვე, დედა.    მართლაც უსაზღვრო ყოფილა დედაშვილური სიყვარული.

ვალერა ჩემს ხელს ნაზად იკრავდა ცხელ ლოყაზე და ძალიან ფრთხილად ეფერებოდა.

–დედა, დაბადების დღე როდის მაქვს მითხარი… საყვედურს კი არ გეუბნები, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ავღნიშნო. შენ მეყოლები მაცაცო და ჩემი ნანი…

–ნანი ჩემი საცოლეა ,დედა გაიცანი …

–ნანი, ეს ჩემი დედაა, ნახე მეც რა კარგი დედა მყავს …მიპოვა… დავეკარგე, მაგრამ მაინც მიპოვა…

– მე შენ გელოდი , მეც გეძებდი… სულ გეძებდი. ყველგან, ყველგან შენ გეძებდი… ვალერას სუნთქვა უჭირდა .

–რაკი მიპოვე აღარაფრის მეშინია , თვით სიკვდილისაც კი .ჯოჯოხეთშიაც რომ მოვხვდე ამაზე უარესი რა იქნება, რაც აქ გავიარე…  მთავარია შენ ჩემთან ხარ, დედა.                             უცებ ვალერა არა ადამიანურად დაიგრიხა ,სხეული აუძიგძიგდა, სახე მოეშალა. რამდენიმე წუთში დაწყნარდა ,დამშვიდდა, თვალდახუჭული იწვა და ჩუჩულებდა გაურკვეველს . შემდეგ ხელები წინ გაიწვდინა და ხმამაღლა დაიძახა –დედა! არ წახვიდე… ისევ არ დამტოვო …დედა, დედაა , სადა ხარ ? ვერ გხედავ დედა  ბალიშზე მისვენებული ვალერა ხელზე მეამბორა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა  .

–  უფალო,აბედნიერე ეს ადამიანი . დედა ნუ … ნუ მტოვ…

ხელთ ვალერას გაცივებული მარჯვენა შემრჩა .

– ღმერთო, რატომ მაგრძნობინე დედობა ასე უცნაურად რა დაგიშავე? მე ხომ ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი. ან შენ რა დაგიშავე , ჩემო კეთილო ვალერა რომ ყველას მოჩვენებითი სიკეთე მე მაზღვევინე , ყველას კუთვნილი მე მატირე… ბარემ ყველას ნაცვლადაც მე მაპატიე  .                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              1989 წელი

Read Full Post »

მათესა  და  დეას  სიყვარულს  წინ ვერაფერი  დაუდგა…       ვერც  სანათესაოში  ოდითგანვე არსებული მტრობა.

– მტრობით დანგრეულს სიყვარულით ავაშენებთო – მძიმე  ტვირთიც იკისრეს ახალგაზრდებმა. –დაელოდე, ეგებ ეს გატაცებაა და მოგვიანებით შეხვდები უფრო შესაფერისსო.–ცალცალკე მიიღო დარიგება გოგონამაც და ვაჟმაც.

–ჩვენ უკვე ვიპოვეთ ერთმანეთიო– იყო მათი პასუხი.

– მაინც უნდა მოიცადოთ, ოჯახის შესაქმნელად ჯერ პატარები ხართო.

–მეტი რაღა მოვითმინოთ, ჩვენ ბავშვები აღარა ვართო და გაიპარნენ.

უფროსებმაც რას ვერჩოდით ამოდენა სიყვარულსო და მალევე შეურიგდნენ.

ახალგაზრდებმა თაფლობისთვის გატარებაც ორიგინალურად გადაწყვიტეს , არც ესპანეთი, არც ეგვიპტე.. მთაში წავიდნენ, ერთერთი სოფლის განაპირას, მდინარის ნაპირთან , კარავი დადგეს და განმარტოვდნენ.

–დეა მაინცდამაინც ეს სოფელი რატომ აირჩიე?

–ჩვენი ოჯახი აქედან წავიდა დედაქალაქში. მაშინ მე შვიდი წლის ვიყავი.

–და რა გახსოვს მერე? საკმაოდ პატარა ყოფილხარ.

–ბევრი არაფერი, პატარა სახლი გვქონდა, ხის, გვერდით კი მეზობელი. ჩვენს სახლებს საერთო კედელი ჰქონდა. ის სახლი აღარც არის ალბათ. ვიცი სადაც იყო, მამამ მაჩვენა ის ადგილი, მივაგნებ მგონი.

– რა საინტერესო იქნება, იქ ხომ ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა და იზრდებოდა.

–სხვათაშორის ძალიან ცელქი ვიყავი, მე და ჯანომ საერთო კედელში საიდუმლო სარკმელი გამოვტეხეთ და სათამაშოებს იქიდან ვცვლიდით, მას რომ რძის დალევა არ უნდოდა სარკმელში მომაწვდიდა , მე გადავღვრიდი და ცარიელ ჭიქას მივაწოდებდი.

–ჯანო ვინ არის?

–ჯანო? ჯანიკო? გვერდით მცხოვრები , მეზობელი, ხომ გითხარი უკვე. სხვათა შორის, მაშინ ჯანო ამბობდა , რომ ვუყვარდი და ჩემს გარდა ცოლად არავის მოიყვანდა.

–რაო?

–ხო, ხო მე შვიდი წლის ვიყავი, ის კი ათის, მაგრამ ასე ამბობდა.

–ვეჭვიანობ! ვგიჟდები ეჭვიანობით.–ხელი მოხვია ვაჟმა ქალა.

–საბაბი არ აგქვს, მაშინ ბავშვები ვიყავით. მას მერე კი ჯანო თვალითაც არ მინახავს ჩემო მათე, არც ის ვიცი ისინი სად დასახლდნენ, არც გამხსენებია მას შემდეგ ჯანიკო, ან ახლა რამ მომაგონა?!

– ალბათ აქაურობამ, ჩემო სიცოცხლევ! კიდევ კარგი არ გამოჩნდა თორემ, ვინ იცის რა მოხდებოდა.

–მაინც ეჭვიანობ?– ქალმა ვაჟს მხარზე ალერსით დაადო თავი.

თმები ჩანჩქერივით ჩამოცვივდა ვაჟის მხარზე. მათე თმებს ეფერებოდა. უცებ ქალმა ზურგიდან დაჟინებული მზერა იგრძნო, ხანდახან ხომ ხდება ხოლმე, ვერ ხედავ ვერავის, მაგრამ მზერას გრძნობ.

მათე ისევ თმებს ეფერებოდა. დეა იქით მიბრუნდა, საიდანაც მზერა იგრძნო და ელდანაკრავივით წამოხტა.

–იქ ხეზე მგონი ვიღაც არის და აქეთ იყურება!

ვაჟი ხესთან მივიდა,.– მოგეჩვენა ძვირფასო, აქ არავინაა!

– მომეჩვენა? ნუთუ? არამგონია…–ბუტბუტებდა შეშინებული დეა.

–დამშვიდდი, არაფერია.

თითქოს დასჩემდაო,დეას  ყველგან ვიღაცის მზერა ელანდებოდა. ერთხელ კარავიდან გამოვიდა თუ არა, პირდაპირ ხესთან მუცელზე მდგომი გველი დაინახა. თითქოს მას ელოდაო, მათეს დაუძახა.

ეს რამდენჯერმე განმეორდა.დეა მათეს დაუძახებდა თუ არა გველი ქრებოდა. ბოლოს დეა ამას მიეჩვია.

–იცი რა დეა?ძალიან ბედნიერი ვარ! და კმაყოფილიც, აქ რომ ვატარებთ თაფლობის თვეს, მაგრამ ხანდახან რაღაც სხვანაირი შეგრძნება მაქვს.

–რაა? შენც? მაინც რას გრძნობ?

–თითქოს მე და შენ აქ მარტონი არ ვართ.. თითქოს ვიღაც მესამეცაა ჩვენთან ერთად. ,,გველი!”–გაიფიქრა დეამ.

–მათე, თუ გინდა დავბრუნდეთ სახლში.

–არა, რას ამბობ, მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა.

–მეც!

–ჰოდა დავრჩებით, შენ ახლა ჰამაკში დაიძინე , მე კი წყაროდან წყალს მოვიტან და სადილი მოვამზადოთ.

დეამ ძილს მისცა თავი.ჰამაკში მძინარს უცნაური შეგრძნება ქონდა, ყელთან სასიამოვნო სიგრილე იგრძნო, ამ სიგრილეს ხელითაც კი შეეხო თითქოს. და ხელისგულებზეც დარჩა მისი კვალი. ამის შემდეგ ქალს უფრო ღრმად და ტკბილად ჩაეძინა.

წყაროდან დაბრუნებული მათე, ჰამაკთან მოშორებით სასწაულ სურათს შეესწრო, შავი და ჭრელი გევლი ერთმანეთს ებრძოდა, ჭრელი გიურზა იყო და განსაკუთრებით აგრესიულობას იჩენდა. ჰამაკის მხარეს იწევდა, შავი გველი კი გზას უღობავდა. ისე იკლაკნებოდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს , დათმობას არცერთი არ აპირებდა. მათე დაინტერესდა, ნეტა რომელი გაიმარჯვებსო. ბოლოს გველები დაწყნარდნენ და ბალახზე გაუნძრევლად ეყარნენ. ნუთუ ერთმანეთი დახოცეს–გაიფიქრა მათემ, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. შავი გველი მუცელზე დადგა და მათეს დააცქერდა. ვაჟს შიშის ჟრუანტელმა დაუარა. გველმა რამდენიმე წამით უცქირა ვაჟს და ბუჩქებში გასრიალდა. მათეს გულზე მოეშვა, ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა.

გიურზა მკვდარი იყო. მათემ შორს გადააგდო, რომ დეა არ შეშინებულიყო. მათე გრძნობდა, რომ შავ გველს მის მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონდა._მათე , მათე!–ვაჟის სმენას დეას ხმა მისწვდა. ახალგაღვიძებულ დეას ჰამაკიდან ლამაზი თავი წამოეწია და ეძახდა.

–გაიღვიძე ძვირფასო? მეც მოვედი წყაროდან

–იცი რა კარგად მეძინა?

–მოდი , დღეს თქვენი ნასახლარი მოვნახოთ.

–კარგი.

მზე ჯერ კიდევ მთის წვერებს ეფერებოდა და ქვეყანას უხვად ჰფენდა სხივებს. სოფლის შარას ქალი და ვაჟი მიუყვებოდა.

–აი, ერთი მოსახვევიც და იმ ფერდობზე იქნება… თუკი რამე დარჩა…

ხელით აჩვენებდა დეა ვაჟს , თუ საით უნდა წასულივნენ. თეთრი კაბით შემოსილი ფერიას ჰგავდა. შავი თმები წელამდე წვდებოდა. ვაჟი ვერ ითმენდა მის სიყვარულს და ხშირად გადაუსვამდა ალერსით ხელს ამ თმებს. ეს გულზე მალამოდ ეცხებოდა და სიამაყით ავსებდა.

–აი ჩვენი ძველი სამყოფელი..თითქმის აღარაფერია დაჩენილი. – ნასახლარი საცოდავი სანახავი იყო. კედლებჩამოქცეული, იატაკჩაქცეული.. – ახლა მე შენ გაჩვენებ იმ ადგილს, სადაც საიდუმლო სარკმელი გვქონდა მე და ჯანოს–წამოიძახა დეამ და სკუპ–სკუპით გაიქცა დარჩენილ მსხვილ მორებზე.

_ ფრთხილად, არ დაშავდე!–მიადევნა მათემ.

_ აი , ზუსტად ამ ადგილას, აჩნია კიდეც, აი ეს ერთი კედელი ჩვენი სარკმლის ნარჩენია, ამოდი შენც! – ჩიტივით ჟღურტულებდა დეა.

ამ დროს მის წინ ნელი ნარნარით წამოიმართა შავი გველი. დეა მონუსხულივით გაშეშდა. მათე შესცქეროდა და რატომღაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა , მან გველი იცნო და დარწმუნებული იყო, დეას არაფერს დაუშავებდა. პირიქით, სურათის დიდებულებით მოიხიბლა.. შავი გველი, თეთრი გულით… და თეთრი კაბით შემოსილი ქალი,  წელამდე დაფენილი შავი თმებით! ისინი თითქოს ერთმანეთს ჰგვანდნენ კიდეც…

–არა, მათ შორის ნამდვილად რაღაც კავშირია!–დაასკვნა ვაჟმა –მაგრამ რა?

გველი და ქალი ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. უცებ ვაჭი გამოერკვა.

–დეა! არ შეშინდე, მოვდივარ!

მანაც გადაირბინა კედლის ნარჩენებზე და ქალს წელზე მოხვია ხელი. ქალი,  რაკი დასაყრდენი იგრძნო, ძალაგამოლეული ჩაესვენა მის ხელებში.

–არ მოკლა–წამოიჩურჩულა ქალმა.

–ნუ გეშინია დეა, უკვე წავიდა. მოკვლის სურვილიც რომ მქონოდა ვერ მოვასწრებდი!

–მათე, დღესვე უნდა წავიდეთ აქედან!

–კარგი, წავიდეთ. ოღონდ დამშვიდდი.

სოფლის ავტობუსში ფანჯარასთან მიმჯდარი დეა მომხდარზე ფიქრობდა. ,,ის თვალები… გველური თვალები არ იყო. ადამიანური იყო და თითქოს რაღაცის თმა უნდოდა. მაგრამ რის? ვერ ვხვდები, ან როგორ შეიძლება გავიგო, რისი თქმა უნდოდა გველს? მე ხომ ორგანულად ვერ ვიტან გველებს… ”

დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა, ზოგიერთები ჩამოვიდნენ, დეა ყურადღებას არ აქცევდა, არც აინტერესებდა რა ხდებოდა იქ. უცებ მის სმენას ჩასწვდა სიტყვები:

–აქ საიდან გაჩნდა?

–ცოცხალია!

–რა სიგრძისაა ნახე? ფრთხილად, არ დაგგესლოს!

–ქვა აიღე და თავი გაუჩეჩქე.

დეა ელდანაკრავივით წამოვარდა  და ავტობუსიდან ჩახტა. მანქნის წინ შავი გველი იწვა და არ იძვროდა.

–არ მოკლათ! –განწირულივით იკივლა დეამ. ყველა მას მიაშტერდა. დეა გველთან ჩაიმუხლა.

–წადი რა, წადი!თორემ მოგკლავენ! არ ვიცი რატომ ,მაგრამ არ მინდა შენს სიკვდილს ვუყურო.–გველმა ისევ ჩახედა ქალს თვალებში და ქალს ისევ მოეჩვენა , რომ ეს არ იყო გველური თვალები. ისევ უყურეს ერთმანეთს ქალმა და გველმა რამდენიმე წამით და გასრიალდა ქვეწარმავალი….

გაოგნებული ხალხი დეას ჯადოქარივით შესცქეროდა.

ავტობუსის ფანჯრიდან დეა ჯეჯილით აბიბინებულ ბალახს ხედავდა და ამ ბალახის მოძრაობით ხვდებოდა, რომ გველი ავტობუსს მოსდევდა, ბალახი ზუსტად იმეორებდა მის მოძრაობას.

სოფლის ბოლოს, წყაროსთან ავტობუსი რამდენიმე წუთით შეჩერდა , დეამ წყაროს თავზე დაინახა მისი გამცილებელი და თვალებით დაემშვიდობა. გველმაც იგივე გაიმეორა თითქოს, შემდეგ კი ქვაზე ორჯერ გამეტებით დასცხო თავი. დეამ აშკარად დაინახა მისგან ამომავალი მოცისფრო ჰაერი, გველის სული….

ახალშეუღლებულებს ყველა სიხარულით შეხვდა. ისევ გაიშალა სუფრა. მოყვრებმა ერთმანეთს გადასძახეს და საქეიფოდ დასხდნენ. ნეფე–პატარძალი ადღეგრძელეს, ბევრი რამ უსურვეს, დიდი ბედნიერება, დიდი სიყვარული, ბევრი შვილი და ბევრი ფული. ყველაფერი დიდი და ბევრი, ჩვეულებრივ, როგორც ქართველებმა სადღეგრძელოებში  ვიცით ხოლმე. დედამ დეა ძლივს დაიმარტოხელა. დედა მონატრებულ შვილს მოეფერა.

–დედა, ჯანო სად არის?

–რომელი ჯანო შვილო?

–აი ის, ჩვენს ერთად რომ ცხოვრობდა სოფლად, სარკმელი რომ გამოვტეხეთ… არც ისინი ცხოვრობენ იქ…

დედამ ნაღვლიანი თვალებით შეხედა შვილს.

–რა იყო, მოხდა რამე?–ეჭვიანად შეეკითხა დეა დედას.

–ვერ ეგუბნებოდით შვილო,არ გვინდოდა გული გტკენოდა, ვფიქრობდით, რომ თუ ვეღარ ნახავდი სამუდამოდ დაგავიწყდებოდა.

–რა მოხდა დედა?

–ჩვენ რომ წამოვედით ისინიც აპირებდნენ გადმოსვლას, მაგრამ…– დედას უჭირდა საუბრის გაგრძელება.

–რა მაგრამ დედა? ჩქარა მითხარი!

– ისინი აღარ გადმოსულან. ჯანოს დედ–მამა ჯავრმა მოკლა. შვილის ჯავრმა…

–რა მოუვიდა ჯანოს?

–ჩვენი წამოსვლიდან სამ თვეში ჯანო მდინარეში დაიხრჩო შვილო….– დედა კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ დეას აღარ გაუგონია. გაოგნებული წავიდა საძინებლისკენ, საწოლზე მოიკუნტა და თვალები მილულა. წყვილი ცრემლი გადმოუგორდა ლოყებზე…

–ჯანო თუ შეგიძლია მაპატიე….

–რა უნდა გაპატიო ძვირფასო, დაიღალე და ჩაგეძინა, რა მოხდა მერე?_ გამოეპასუხა ქალს მათე.

Read Full Post »

Older Posts »