Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘სიყვარული’

ჩვენ  შვიდი  წელი  ვიყავით  ერთად

მე   და  ჩემი  კლასი

ჩემი  კლასი…  ჩემი  ბავშვები…    უკვე  მომენატრეთ,   ჩემო  ცელქებო.  მგონია შევალ სკოლაში,  შევუხვევ  მარჯვნივ  და  იქ, დერეფნის ბოლოს,  ჩემი  ბავშვები  დამხვდებიან  ისევ,  მაგრამ…                                                                                                                                                   ჩიტის  ბუდესავით  დამიცარიელდა  საკლასო  ოთახი  და  ვფიქრობ  ჩემს  ახალ  ჩანაფიქრზე  რომლის  შიინაარსიც  ვერავინ  დამაცდენია  ალბად  მორიგ  უცნაურობად  მითვლიან  ამას,  მაგრამ  მე  მიყვარს  საზოგადოების  გამოწვევა,  მთავარია  ჩემი  ბავშვები  გამიგებენ.
_ ახლა  რაღა  სიურპრიზს  გვთავაზობ,  მასწავლებელო?
_ჩემო თამრიკო     მე რასაც დაგპირდით  აუცილებლად  შეგისრულებთ.                                   სხვა გზა არაა,  ყველა  მოთმინებით  ელოდება  ჩემს  მორიგ  უცნაურობას.  მე  კი  ვზივარ  ცარიელ  კლასში,  ბოლო  მერხზე  და  უკვე  წარსულიდან  მესმის   სკოლის  დირექტორის  გამკაცრებული  ხმა.                                                                                                   _ბიჭებო  კიდევ  ერთხელ  გეკითხებით,  ვინ  დაიწყო  ჩხუბი?  თუ არ  გინდათ  ყველა  დაისაჯოთ,  მითხარით  ვინ  მოაწყო  ეს  აყალმაყალი  .                                                                                                                                                                                                                               _მე!                                                                                                                                                           _არა,მე!

_ მე  ვიყავი!_ერთსა და იმავეს  იმეორებდა  ყველა.

სამასწავლებლოში  კი  კლასის  ხელმძღვანელი  ვამაყობდი.

_ნახეთ ,  რა  ვაჭკაცები  მყავს,  ნამდვილი  ცოტნეები.

ამ სიტყვებს  გადაკრული  ხუმრობა  მოჰყვა.

_აი  ვინაა მთავარი  დამნაშავე  ,  დავსაჯოთ  კლასის  ხელმძღვანელი  .

უცებ  ყურს  მიწვდა  ერთ-ერთი მასწავლებლის  თავგამოდებული  რიტორიკა.

_მე  ამ  კლასში  არც  გოგონები  მომწონს.  ყველას  მოგწონთ,  მაგრამ  მე  არ  მომწონს.  კლასის  ხელმძღვანელი  უფრო  ყურადღებიანი  უნდა  იყოს.  აი  ეს  ეგრეთწოდებული  ,,მეგობრობის  დღიურია”,  რომელიც  ერთ  გოგონას  ჩამოვართვი.   ამისთვის  ცალიათ?!  რა დროს  ესაა?!  თავზე  უნდა  დაახიო  ეს  რვეული.  არ  შეიძლება  ასეთი  ლმობიერება  .  დამრიგებელმა  უნდა  იცოდეს ,  თუ  რითი  სუნთქავს  მისი  თითოეული  მოსწავლე.

,,მეგობრობის  დღიურს ” ვათვალიერებ.  პირველ  გვერდზე  შეკითხვებია.

—როგორ  შეაფასებდით  საქართველოს  დღევანდელ  მდგომარეობას?—ყოჩაღ , შვილო , პრობლემური  შეკითხვაა.

—–რა არის  სიყვარული?   —ოო,  აი  თურმე  რამ გააბრაზა  ჩემი  თანამშრომელი.

—–ნატვრის  თვალი  რო  გქონდეთ ,  რას  ინატრებდით?—-ეს  საინტერესოა  .  ვნახოთ  რას  წერენ,  ანუ  რითი  სუნთქავენ  ჩემი  მოსწავლეები.

—მართალია,  დღეს  საქართველოს  უჭირს  მაგრამ  მე  არასოდეს  არ  დავტოვებ  ჩემს  ქვეყანას  და  საცხოვრებლად  სხვა  ქვეყანაში  არ  წავალ—-ვაჟკაცი  ხარ  ,  ირაკლი  და პასუხიც  შესაბამისია.

—–სიყვარულია  თავად  ღმერთი  ამ  ქვეყანაზე.  ძალიან  მიყვარს  ეს  სიტყვები .  მეც  მინდა  მყავდეს  შეყვარებული    დამრიგებელმა  ერთხელ  ხუმრობით  გვითხრა  ,  თუ  თქვენს  ასაკში  სიყვარულის  სურვილი  ჯერ  კიდევ  არ  გაგჩენიათ,  ექიმთან  წადით  სამკურნალოდო.  მე  სამკურნალო  არა  ვარ!  —ვაი  მე  ,  ჩემო  აჩიკო ,  ეს  რა  დაგიწერია  ეს  რომ  ზოგიერთმა  წაიკითხოს  დიპლომს  ჩამომართმევენ.

—-მე რომ  ნატვრის  თვალი  მქონდეს  , ვინატრებდი  ჩემს  დამრიგებელს  შვილი  მისცემოდეს  და  მხოლოდ  ჩვენ  არ  ვყვარებოდეთ.

ცრემლი  მომერია.  დღიური კი  პატრონს  დაუბრუნე.  სულ  მალე  ნატვრის  თვალმა  თამუნიას  ნატვრა  შეუსრულა.

რამდენი  რამ  დაგვრჩა  წარსულში.

,,იცით  რა  მასწავლებელო  , ყველა  გოგონას  სურს  გახდეს  ექიმი  , მასწავლებელი,  ჟურნალისტი,  მომღერალი  და სხვა  რამ. მე კი მინდა  ვიყო   ნხოლოდ  დედა.  დიდი  ლამაზი  სახლი  მქონდეს  მყავდეს  შვილები ,  ვიყო  სულ  მათთან.  საღამოს  სამუშაოდან  მათი  მამიკო  რომ  დაბრუნდება  მინდას  ბავშვები  სუფთები  და  ლამაზები  დავახვედრო.  მან  კი  მითხრას  —-ყოჩაღ,  ძვირფასო,  ეს  რა  კარგი  დიასახლისი  მყავხარო”.

ამ  თხზულებას  რომ  ვკითხულობდი  ბევრი  ვიცინე  .  ეს  რომ  დაწერე,  ჩემო  ნინიკო, მეხუთე  კლასში  იყავი  და  შენი  საქმიანი  მშობლები  ხშირად  გენატრებოდა. დღეს  შენ  ჟურნალისტობა  გადაგიწყვეტია  და  დარწმუნებული  ვარ  მომავალში  შენი  შვილების  მამა  გეტყვის  —ყოჩაღ, ძვირფასო,   ეს  რა  კარგი  ჟურნალისტი  და  უფრო  უკეტესი  დიასახლისი  მყავხარო.

ისევ  მეხუთე  კლასი  , ისტორიის  გაკვეთილი  .

—დავით  აღმაშენებელი  შორსმჭვრეტელი  ადამიანი  იყო .

—-იმედა, შორსმჭვრეტელი   როგორ  ადამიანს  ქვია?

—დურბინდს,  მასწავლებელო!—–კლასი  ხარხარებს.

მოგონებებს  ტავი  დავაღწიე  და სკოლის  ეზოში  ჩავედი   ბავშვებს  თვალებში  მოუთმენლობა  ეტყობათ  ,ჩემი ჩანაფიქრი  აინტერესებთ.

—გიტარა?

—-არის  მასწ!

ვიდეო  გადამღები ადგილზეა.

–აბა,  ფული  ვის  რამდენი  გაქვთ!

—-ორგანიზატორმა  შეაგროვოს!

—-რა  დროს  ორგანოზატორია,დამთავრდა  სკოლა!

—-შენ  ყოველთვის  ჩვენი  ორგანიზატორი  იქნები!

—-ფულიც  შეგროვდა  მასწ!

—კარგი.  თემური  და  კობა  ,მე  გამომყევით  თქვენ  კი  დაგველოდეთ,  მალე  დავბრუნდებით.

ჩვენ  ვიყიდეთ  ყვავილების  ლამაზი  თაიგული   ,  ორნამენტებიანი  , დიდი  თიხის  ქოთანი  ,ხილი,  ორი  ბოთლი  შამპანიური  და ისევ  სკოლაში  დავბრუნდით.  ბავშვები  ინტერესით  შემომცქერიან  , მე კი  საზეიმოდ  ვაცხადებ .

—-ჩვენ  ახლა  წავალთ  ნევრესტან  მასწავლებელთან  . მას  დღეს  70  წელი  შეუსრულდა  და  მიულოცოთ.

ბავშვები  გაირინდნენ  . ყურებს  არ  უჯერებდნენ  და  გაკვირვებულნი  მიყურებდნენ.  ერთი  წუთით  ყველამ  უკან  გაბრუნება  იფიქრა.  შევშინდი  გოგლას  ჩორეხივით  მარტო  არ  მივეტოვებისე ბ სკოლის  ეზოში  ჩემს  მოსწავლეებს.

—ბავშვებო,—დავიწყე  გაუბედავად—მე  ეს  რამდენი  ხნის  წინ  ჩავიფიქრე.  წავიდეეთ?

გიო  გიტარას  უხერხულად  ატრიალებდა  და  მხრებს  იჩეჩავდა.

—-აუ,  მასწ,  რა  უნდა  ვუმღერო  მოხუც  ქალს?

—-რამეს  მოვიფიქრებთ.  სოფო, შენ  მოდიხარ?

—-წავიდეთ  უხალისოდ  მომიგო  სოფომ.

—მუდარიანი  თვალებით  ნანის და რუსუდანს   შევხედე.

—ილიკო  შენ  დაწინაურდი  და გააგებინე   ნერვესტან  მასწავლებელს  ჩვენი  სტუმრობის  შესახებ.  ქალია,  მომზადება  დასჭირდება.

იფფ  , რას  მოემზადება  სამოცდაათი   წლის  ქალი  ?!—ჩაიქირქილეს  მზიამ  და ნონამ .

ბავშვები  დასჯილებივით  მო0მყვებოდნენ .  ავედით  მაღალ  ფერდობზე  , ნერვესტან  მასწავლებელი  გაოცებულ—-გაოგნებული  შეგვხვდა.  სიხარულთან  ერთად  უდიდეს  უხერხულობას  გრძნობდა.  ბავშვები  გადაკოცნა  და  შინ      შეგვიპატიჟა.   ჩვენ  კი   ეზოში  , კაკლის  ხეების  ჩრდილ  ქვეშ  ვირჩიეთ  ყოფნა  .

გოგონებმა  ხილი  გარეცხეს  , ყავა  მოხარშეს,  მასპინძელს  არაფრის  მომზადების  ნება  არ დავრთეთ,  მაგრამ  მეზობლები  ვეღარ  გავაკონტროლეთ.   ვინ  რას  მოარბენინებდა  და ვინ  რას.   ყოველგვარი  უხერხულობა  გაიფანტა  .ბავშვები  თუმცა  რაღა  ბავშვები  ,ჩემი  ვაჟკაცები , ულოცავდნენ  მოხუც  მასწავლებელს  დაბადების დღეს,  ეფერებოდნენ, უმღეროდნენ  ხელზე  ეამბორებოდნენ.

და როცა  ნევრესტან  მასწავლებელი  მეუღლემ  საკუთარი  ლექსით  ადღეგრძელა  , ახალგაზრდებმა  სიყვარულის  უკვდავება  იწამეს.

იმ  დღეს  ნევრესტან  ჯაფარიძე  ბედნიერი  იყო  და  სულაც  არ  იყო  მოხუცი  .

დამშვიდობებისას  გიომ  ყველასთან  მოულოდნელად  გამოაცხადა  .

—ეს  სიმღერა  იუბილარს  ქალბატოვ  ნევრესტან   მასწავლებელს  ეძღვნება.

გიტარის სიმებს  ხელი  ჩამოკრა  . გარემო  მოიცვა სასიამოვნო  მელოდიამ.  გიო  მღეროდა.

,,თავადის  ქალო  , იქნებ  დაბერდი ,

თმაში  ჭაღარა  შემოგეპარა, ჭირიმე!”

იუბილარი  ტიროდა…    ბავშვებსაც  კი  აღარ  სჯეროდათ  მისი  ასაკის…

——-მასწავლებელო  ასეთი  კმაყოფილი  არასოდეს  ვყოფილვარ—-მითხრა  ყველაზე  ჭირვეულმა  ნათიამ.

——-როგორ   გაუხარდა ,  ამაზე  დიდ  სიკეთეს  ვერ  გავაკეთებდით—-დაეთანხმა  სალომე.

——-ბავშვებო , მე  მინდა  დღევანდელი  დღე  დაიმახსოვროთ  და  ის  ჩემს  ერთერთ  მორიგ  გაკვეთილად  ჩამითვალოთ.   ვინაა   თქვენთვის  გეოგრაფიის  მოხუცი  მასწავლებელი  ,  ნევრესტან  ჯაფარიძე,  რომელმაც  მეცხრე  კლასში  დაამთავრა  თქვენთან  ურთიერთობა  . დღევანდელი  გაკვეთილის  მიზანი  იყო  არა  მარტო  ის,  რომ  ადამიანს  სიხარული  ვაჩუქოთ,  არამედ  ისიც  რომ  ჩვენ  ადამიანები  საჭიროების  მიხედვით  არ  უნდა  გადავანაწილოთ.

თქვენ  სკოლა  დაამთავრეთ ,  წინ  გამოცდები  გელოდებათ  მაგრამ  მაინც  გამონახეთ  დრო  და  გაახარეთ  მოხუცი  მასწავლებელი.   ადამიანი  მხოლოდ  მაშინ  არ  უნდა  გვახსოვდეს  როცა  გვჭირდება,  ისე,  უბრალოდ,  არაფრის  გულისთვისაც  უნდა  გავიხსენოთ  . თქვენც  ხომ  გაგითბათ  გული,  როცა  მისი  სიხარულით  აცრემლებული  თვალები  ნახეთ.  გიო  რომ  უმღეროდა  , რომელი  თქვენგანი  გრძნობდა  ამ  ქალის  ასაკს.   ის  თითქოს  თქვენი  ტოლი  იყო  ისევ.  მე ძალიან  მიხარია ,  რომ  თქვენც  იგრძენით  ყოველკივე  ეს  და  ასე  კმაყოფილები  ბრუნდებით  ოჯახებში.

*                *                 *

ჩვენთვის  მოულოდნელი  იყო  ერთ-ერთი   მასწავლებლის   რეაქცია  .

—ბავშვებო  თქვენ  ნამდვილად  არა ხართ  ნორმალურები  . რა  გინდოდათ  იმ  სიმაღლეზე  , რომ  აისეირნეთ  ფეხით,  ლაშქრობა  გქონდაათ? გამოცდები  ვისთანაც  გაქვთ  აქი  ,იმ  მასწავლებელს  ვერ  ესტუმრეტ  ასეთი  პატივით?!

შეთანხმებულივით  ყველა  ბავშვი   მე  მომაჩერდა,   გიომ  კი  თვალი  ჩამიკრა.  ამან  მაფიქრებინა,  რომ  ჩემი  გაკვეთილის  მიზანი  მიღწეულად  უნდა  ჩამეთვალა.

Read Full Post »

ხა! ხა! ხა! ხა!–უცებ მოედო მთელ უბანს არანორმალური ხარხარი.

– ვალერა დამთვრალა.

–სად ხეთქა ამ დილაადრიან–გადასძახეს ერთმანეთს მეზობლებმა.

–ხა,ხა,ხა–მთელი ძალით, უცნაურად ხარხარებდა ვალერა,თითქოს თან მოსთქვამდა.

–ვინ დაალევინა ახლა ამ უსაქმურს.  დაკარგულია უკვე მთელი დღე. მე კი რამდენი საქმე მქონდა გასაკეთებელი .–შეწუხდა დიასახლისი.

ვალერას კი დიასახლისის დაგეგმილი საქმეები სულ არ ახსოვდა ხარცხარებდა თანაც ისე თავდავიწყებით ,თითქოს ამ ქვეყნად მხოლოდ ბედნიერებას დაესადგურებინა.

–ვინაა ვალერა? –შევეკითხე მეზობელს.

–მალე გაიცნობ, შენც მოგადგება დასალევისათვის. თუ არ შეიჩვევ კარგი იქნებ. ისე კეთილია, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, ძია ბაქარმა გამოიყვანა იქედან და ოჯახში ჰყავდა. მერე სიძეობაც მოუნდომა. ვერ მიართვეს. ახლა კი დადის და ლოთობს . დმნაშავე თვითონაა, იმ ღვთისნიერი კაცის სიკეთე ვერ იღირსა.

–ხა,ხა,ხა, თითკოს ამ ნათქვამზე გადაიხარხარა ვალერამ.

ვალერა ჯერ არ მენახა მაგრამ მისი პიროვნება რაღაც იდუმალებით მოსილ ზღაპრის გმირად დამესახა.იყო რაღაც  მის ხარხარში არა ბუნებრივი ,მისტიური და მიმზიდველი. წამით მომეჩვენა ,რომ ვალერა დამცინოდა, მარტო მე კი არა , მთელ ქვეყანას, მის ირგვლივ არსებულ მთელ სამყაროს.    ნეტა რა გვქონდა ამ პატიოსან საზოგადოებას ლოთი ვალერას დასაცინი?!

მეორე დღეს კარს უცნობი მამაკაცვი მომადგა .

–გამარჯობათ. მე თქვენს გასაცნობად შემოვიარე –მითხრა მან.

–ძალიან კარგი,მობრძანდით  –მივუგე .

–თქვენ ამ უბნის ახალი მცხოვრებნი ხართ არა? მე ვალერა ვარ .

–მე უკვე გიცნობთ  .

–როგორ? საიდან?–აღელდა ვალერა.

– ჯერ დაბრძანდით და მერე ვისაუბროთ. თან რაიმეთი გაგიმასპინძლდებით.    –თქვენი მეუღლე შინ რომ იქნება ,მაშინ დავრჩები .

უყურეთ ვალერას სიფრთხილეს ! ღიმილით გავიფიქრე მე.

–მოითმინეთ , ოჯახი მაინც დამილოცეთ  –ვალერას აშკარად ესიამოვნა ხელახალი მიპატიჟება .

–გაგიმარჯოთ ოჯახური ბედნიერება არსოდეს დაგრღვეოდეთ–მითხრა, გადაჰკრა და ხელზე კოცნით დამემშვიდობა.თავი მოიკლა არც მეორე ჭიქა არაყი დალია და არც ნამცხვარი მიირთვა, მიჩვეული არა ვარო.

მე ვალერას ვაკვირდებოდი. ნორმალური  აღნაგობის , მაგრამ მოკუნტული, ჩია , რაღაცნაირად ძალად დაპატარავებული… სათნო თვალები , არა ,თვალები კი არა, სახეში ჩასმული ორი სევდიანი სიკეთე. როგორ შეეძლო ამ ადამიანს მთელი უბნის შემძვრელი და გამაყრუებელი ხარხარი. მე კი სწორედ ამ დამცინავი ხარხარის მიზეზი მაინტერესებდა ყველაზე მეტად.     ვალერას გასაშინაურებლად საკმაო დრო დამჭირდა.ერთ დღეს მან მითხრა :

–კეთილი ხალხი ხართ თქვენ არაფერს ითხოვთ , პატივს კი მცემთ. ხანდახან მეთვითონ ჩემი ნებით,გეხმარებით.

–ვალერა , რამდენი წლისა  ხარ?                    

–ორმოცდახუთის.

–მერე უცოლოდ რად დაიარები?

ვალერამ გამომცდელად შემომხედა,თითქოს იგრძნო, რომ არც ჩემი ყურადღება იყო მთლად უანგარო. არაფერი მიპასუხა, ამოიოხრა და წავიდა.  მეგონა ვიჩქარე  და ვალერას ნდობა დავკარგე, მაგრამ იმავე საღამოს დაბრუნდა საკმაოდ ნასვამ მდგომარეობაში და საჩუქრად მინიატურული წიგნი დამიტოვა.

–აქ სულ ანეგდოტებია, წაიკითხე და იცინე, მაგრამ არ დაგავიწყდეს  ყველაზე დიდი ანეგდოტი თვით ცხოვრებააო.          ვალერა აღარ მოვიდა . კარგა ხნის შემდეგ ქუჩაში შემხვდა მთვრალი ახალგაზრდა ბიჭებს შუაში ჩაეყენებინათ და აცეკვებდნენ. რომ დამინახა , ცეკვა შეწყვიტა და მომესალმა. მომეჩვენა რომ ვალერა მთვრალი არც იყო. იმ საღამოს უბანი შეაზანზარა ვალერას ხარხარმა. მეორე დღეს კი მესტუმრა.

–იცით, ბიდიში უნდა მოგიხადოთ გუშინდელის გამო .

–მე რატომ მებოდიშები, ვალერა, ეს შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე გაატარე.

–როგორც გინდა?! –ვალერამ ტუჩები მწარედ მოიკვნიტა – როგორც გინდა ისე სადაა…     –ვალერა, შენ ვინ ხარ?

–მეე?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ .

–  ვიცი რომ ობოლი ხარ მაგრამ რაიმე უნდა იღონო, ცხოვრება უნდა მოიწყო.         –ეეჰ, რა დროისაა, ჩემმა მატარებელმა ჩაიარა. ტუუ…ტუ…––მოგონილი არა სერიოზულობითმიპასუხა მან.

–თუ ჩაიარა არაყი რად არ გააყოლე, ადამიანო .

ვალერამ იწყინა.

–შენ ვინ გეკითხება? სადაური ჩემი მამიდა ხარ? არ მინდა , ქალბატონო, შენი არაყი .    თავი დამანებე, შენ მე რა უნდა გამიგო ?!– მომაძახა ვალერამ და გაიქცა. მე კი ვიცოდი ვალერა აუცილებლად დაბრუნდებოდა.

იგი სამი დღის შემდეგ მოვიდა და ყვავილების თაიგული მომართვა.

–დღეს მხოლოდ ამ თაიგულისთვის ვიმუშავე როგორც დედას შვილი ისე მოგართვი და უარი არ მითხრა .

–ჩვენი დედა შვილობა არაფრით გამოვა, ვალერა.–გამეცინა მე .

–ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე რომ თქვენისთანა დედა მყოლოდა…–ცრემლი მოერია–მე, რომ   ახლა ჩემი დედა ვნახო , ალბად საკუთარი ხელებით მივახრჩობ.

–რას ამბობ ვალერა!

–რას ვამბობ?! აბა რას ვიზამ . უცხო სხეულივით , რომ მისროლა საკუთარი სხეულიდან და მიმაგდო, ამას როგორ ვაპატრიებ. ერთხელაც არ დაინტერესებულა მის მიერ გსჩენილი არსების ბედით. ერთხელ შემეკითხე ვინახარო . განა ვიცი ვინა ვარ ?! მე ერთი ობოლი ბიჭი ვარ, რვა წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი , შემდეგ ძია ბაქარმა წამომიყვანა, საკუთარ ოჯახში…  მერე კი …– უცებ ვალერა ახალგამოღვიძებული ბავშვივით მომაჩერდა .

– მერე? მერე რა მოხდა ვალერა .– ვერ მოვთოკე ცნობისმოყვარეობა .

ვალერამ გამჭოლი მზერა მესროლა.

–მერე არაფერი.სისულელეა.ახლა კი წავედი. კმარა.            კულმინაციის მწვერვალიდან თავქვე დავეშვი. ვალერა კი სიმღერით მიუყვებოდა გზას. – უპატრონო ეკლესიას ეშმაკები შეესია. ეს აფორიზმი ვალერას სიმღერად ექცია და ხშირად იმეორებდა.    მეზობლის ქალი შემეხუმრა .

–ვალერამ მოუხშირა სტუმრობას. ახლა შენ არ შეუყვარდე…

–არ ინერვიულო, ძვირფასო, მას მეც ვუყვარვარ შენც და ისიც . საერთოდ ვალერას ყველა უყვარს.

ბიჭს მანქანამ ძაღლი მოუკლა ტიროდა გულსაკლავად. მეორე დღესვე ვალერამ ბავშვს ბუთქუნა ლეკვი აჩუქა.

– აღარ იტირო, გენაცვალე, შენისთანა ბავშვმა არ უნდა იტიროს.

ამ ბიჭს მასზე პატარა დაიკო ჰყავდა. არც ის დაჩაგრა ვალერამ და თოჯინა აჩუქა. გახარებულმა მაცაცომ, როგორც ვალერა მიმართავდა , მას უთხრა .  რა კეთილი ხარ ვალერა! დაბადების დღეზე მეც გაჩუქებ რაიმეს. როდისაა შენი დაბადების დღე?

–არასოდეს.– ძლივს გასაგონად წარმოსთქვა ვალერამ.

–ნუ იტყუები, დაბადების დღე ყველას აქვს.

– ყველას აქვს, მაცაცო, მე კი არა. – ბავშვი დედასთან გაიქცა.

–დედა, იცი , ვალერას დაბადების დღე არასოდეს არ აქვს. –  ვალერას მწარედ გაეცინა.

მოჩხუბარ ძმებს ვალერა ერთხანს შორიდან შესცქეროდა, ეგებ თავისით დაშოშმინდნენო, ბოლოს კი მათ შორის ჩადგა .

– ღმერთმა ძმა გაჩუქა და ეჩხუბები?!–შეარცხვინა ორივე.                                                            ერთერთმა ვალერას დარიგება იუკადრისა და ყურში ჩაუსისინა .

–შენ კიდე ვინ მიგდიხარ, შე …

ვალერამ ფერი დაკარგა ,თავი მხრებში ჩარგო, რამდენიმე ნაბიჯი უკუსვლით გადადგა შემდეგ კი შეტრიალდა და წალასლასდა. მე კი სრულიად მოულოდნელი და უხერხული კითხვა დამისვა.

–მითხარით , ვინ ვარ მე?

სახტად დავრჩი , მაგრამ პასუხის გაუცემლობა არ შეიძლებოდა.

–შენ არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ , ვალერა.

–არაჩვეულებრივი კი არა , საერთოდ თუ ვარ ადამიანი ესაა საკითხავი.

ვგრძნობდი ძალიან უჭირდა ვალერას , ცრემლებს ყლაპავდა.

–მე ძია ბაქარის წინაშე იცი რა დავაშავე? მისი ქალიშვილი, ნანი შემიყვარდა. ეს გრძნობა არც გატაცება იყო არც  ასაკის ბრალი. ოჯახური სიმყუდროვე მინდოდა. ჩემი კუთხე ,მეუღლე, შვილები… ისეთ ძალას ვგრძნობდი მთას გადავდგამდი. ძია ბაქარი კი გაბრაზდა , ეს რა მაკადრა მაგ ლაწირაკმაო. სახლიდან წავედი.

საღამოს დავბრუნდი, დარჩენას რაღათქმაუნდა აღარ ვაპირებდი , ბოდიში უნდა მომეხადა… ჩემთვის ხომ ძია ბაქარზე კეთილი ადამიანი არ არსებობდა. რამდენიმე წუთით ფანჯარასთან დავყოვნდი შევყურებდი და ვესიყვარულებოდი ძია ბაქარს. ალბად მამა ასე მეყვარებოდა. ნაბიჯის გადადგმა მიჭირდა. უცებ ძია ბაქარი იქვე მჯდომ მეუღლეს მიუბრუნდა და უთხრა .

– სახლში მოვიყვანე, ჩემს ბიჭს დამხმარე ეყოლება საქმეს შეუმსუბუქებს–მეთქი და ნახე რა მომინდომა მაგ…             და ისეთი სახელი მიწოდა , რამაც მაგრძნობინა, რომ მე ადამიანი არა ვარ. ვოინიჩის ,,კრაზანას”” გმირს რომ მოუვიდა, მეც ისეთი გრძნობა დამეუფლა. როგორც მასში დაიმსხვრა პადრეს ხატება, ისევე ჩემში ძია ბაქარი და მისი სიკეთე ნაწილებად დაიშალა.– ვალერა შეჩერდა ღრმად ჩაისუნთქა და მოგუდული ხმით განაგრძო– დღეს კი , ამ ამბიდან თითქმის ოცდაათი წლის შემდეგ , ისევ მიწოდეს ის სიტყვა. ძმები ჩხუბობდნენ  , წარმოგიდგენია?! ძმას ძმა ვერ შეუყვარებია და სხვა ვინ უნდა შეიყვაროს?! ვის უნდა აპატიოს?! საკუთარ ძმას აყენებს შეურაცხყოფას და მე დამინდობს   ?! საოცარია ეს ცხოვრება. ვინც ამბობს –მე მიყვარს ღმერთი და თავის ძმას ვერ იტანს – მატყუარაა არ ვიცი საიდან ვიცი ეს სიტყვები მაგრამ ძალიან მომწონს.

–ვალერა, შენი ამბავი მომიყევი , ეს ძმები არ მაინტერესებს .

–ნეტა ჩემი ამბავი რად გაინტერესებს?… კარგი, მოგიყვები.  სამხედრო სამსახურში დიდი სიამოვნებით წავედი . კიდევ კარგი ნანის სიყვარულზე არ დავლაპარაკებივარ და გულში იმედის ნაპერწკალი ისევ ღვიოდა, თორემ როგორ გადავიტანდი ყოველივეს. იქ ქილერად მამზადებდნენ. გადმომცეს პირადობის მოწმობა  .თითქოს უნდა გამხარებოდა . მაგრამ ასე არ მოხდა. არ მინდოდა ადამიანის მკვლელი გავმხდარიყავი. ჯოჯოხეთი გამოვიარე. წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო ხომ გაგიგონია, ამ ხავსად ჩემთვის ნანის სიყვარული ქცეულიყო. ერთ–ერთი მძიმე სამხედრო ოპერაციის დროს მკვდრად ჩამთვალეს, ვერც ჩემი ცხედრის გადატანა მოასწრეს და ძლივს გამოვაღწიე ამ კოშმარიდან.    სიცოცხლე როგორი მძიმეც არ უნდა იყოს მაინც ტკბილია… თუ შეურცხვენელია.  დაბრუნებულს ის ხავსიც გამომეცალა ხელიდან და გადავეშვი ცხოვრების თავბრუდამხვევ მორევში. ნანის გათხოვება ძალიან არ მიდარდია , აზრიც არ ჰქონდა… თანაც კარგი მეუღლე ჰყავდა და ბედნიერი იყო. მე კი , მადლობა ღმერთს, სხვისი ბედნიერებით ტკბობის უფლება მაინც მაქვს.

– აი, თურმე რატომ დაგვცინი.

– როგორ გეკადრებათ! რა გაქვთ ჩემი დასაცინი?– ჩემთვის ძალიან ნაცნობი გამომეტყველება მიიღო ვალერამ .

–არა, ვალერა , შენ მე ვერ მომატყუებ. შენ ჩვენი სულის სიღრმეს ჩასწვდი, შენთვის ჩვენი სიკეთე მოჩვენებითია უკვე.

–და იცი ეს რატომ მოხდა? ერთმანეთთან თქვენ ამას არ გამოამზეურებთ, ჩემთან კი ადვილია. მე ვინ ვარ. მთავარია თქვენ ერთურთს დაუმტკიცოთ რაღაც… თქვენი გამიხედვაც კი მოწყალებად უნდა მივიღო და  მადლობელი უნდა ვიყო . ვარ კიდეც, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერია, გული იმაზე მწყდება, რომ ისე მოვკდები არავის ვეტკინები, ცრემლი არ ჩამოუვარდება ვინმეს ჩემთვის. ესაა ჩემი სიცოცხლე. ესა ვარ მე, ვალერა, თითქმის არავინ. მე ხომ ჩემი არსებობისათვის ბოდიშს უნდა ვიხდიდე.

–კარგი რა , ვალერა, ამას ნუ ამბობ.

გახსოვს დედაჩემზე რაც გითხარი, იმასვე ვფიქრობ ახლა. შემიძლია გავიგო, რომ რაღაც მოხდა, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა, მაგრამ ჩემთვისაც ხომ უნდა დაეტივებინა რაღაც შანსი. ვერაფერი ვუპასუხე.                                                                       ვალერა წავიდა მეგონა რამდენიმე საათში უბანს მისი ხარხარი მოედებოდა,   მაგრამ შევცდი.ის აღარ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ გავიგე ვალერას ავადმყოფობა კეთილ კაცს სარდაფი დაეთმო მისთვის დაძახებაზე არ გამომეპასუხა. შუბლმა ხელი დამწვა ხელის შეხებაზე თვალი გაახილა , გაოცებით მომაშტერდა. უცებ ხელზე ხელი მსტაცა.

–დედა! ეს შენა ხარ ?

შემეშინდა . უკან გამობრუნება მინდოდა , მაგრამ ვალერა ხელს აღარ მიშვებდა. ბორგავდა.

–მოხვედი დედა?  გამარჯობა! სად, სად იყავი აქამდე? მომენატრე, ძალიან მომენატრე. იცი , როგორ მიყვარხარ?! მაპატიე ჩემო ძვირფასო .

– რა გაპატიო , ვალერა, ეს შენ უნდა მაპატიო– უნებურად შევედი ვალერას დედის როლში და მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ჩემთვის მამის ტოლი ვალერა    ჩემში ყოველთვის საკუთარ დედას ეძებდა.

–ჩემი სახელიც , დედა? მადლობთ სახელის გარდა არც მქონია არაფერი ამ ქვეყნად, მარტო ვალერა ვიყავი, უგვარო , უმამისსახელო, მაგრამ შენ მაინც მიპოვე, დედა.    მართლაც უსაზღვრო ყოფილა დედაშვილური სიყვარული.

ვალერა ჩემს ხელს ნაზად იკრავდა ცხელ ლოყაზე და ძალიან ფრთხილად ეფერებოდა.

–დედა, დაბადების დღე როდის მაქვს მითხარი… საყვედურს კი არ გეუბნები, უბრალოდ ერთხელ მაინც უნდა ავღნიშნო. შენ მეყოლები მაცაცო და ჩემი ნანი…

–ნანი ჩემი საცოლეა ,დედა გაიცანი …

–ნანი, ეს ჩემი დედაა, ნახე მეც რა კარგი დედა მყავს …მიპოვა… დავეკარგე, მაგრამ მაინც მიპოვა…

– მე შენ გელოდი , მეც გეძებდი… სულ გეძებდი. ყველგან, ყველგან შენ გეძებდი… ვალერას სუნთქვა უჭირდა .

–რაკი მიპოვე აღარაფრის მეშინია , თვით სიკვდილისაც კი .ჯოჯოხეთშიაც რომ მოვხვდე ამაზე უარესი რა იქნება, რაც აქ გავიარე…  მთავარია შენ ჩემთან ხარ, დედა.                             უცებ ვალერა არა ადამიანურად დაიგრიხა ,სხეული აუძიგძიგდა, სახე მოეშალა. რამდენიმე წუთში დაწყნარდა ,დამშვიდდა, თვალდახუჭული იწვა და ჩუჩულებდა გაურკვეველს . შემდეგ ხელები წინ გაიწვდინა და ხმამაღლა დაიძახა –დედა! არ წახვიდე… ისევ არ დამტოვო …დედა, დედაა , სადა ხარ ? ვერ გხედავ დედა  ბალიშზე მისვენებული ვალერა ხელზე მეამბორა და ძლივს გასაგონად ჩაიჩურჩულა  .

–  უფალო,აბედნიერე ეს ადამიანი . დედა ნუ … ნუ მტოვ…

ხელთ ვალერას გაცივებული მარჯვენა შემრჩა .

– ღმერთო, რატომ მაგრძნობინე დედობა ასე უცნაურად რა დაგიშავე? მე ხომ ამისთვის ძალიან პატარა ვიყავი. ან შენ რა დაგიშავე , ჩემო კეთილო ვალერა რომ ყველას მოჩვენებითი სიკეთე მე მაზღვევინე , ყველას კუთვნილი მე მატირე… ბარემ ყველას ნაცვლადაც მე მაპატიე  .                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                              1989 წელი

Read Full Post »

მათესა  და  დეას  სიყვარულს  წინ ვერაფერი  დაუდგა…       ვერც  სანათესაოში  ოდითგანვე არსებული მტრობა.

– მტრობით დანგრეულს სიყვარულით ავაშენებთო – მძიმე  ტვირთიც იკისრეს ახალგაზრდებმა. –დაელოდე, ეგებ ეს გატაცებაა და მოგვიანებით შეხვდები უფრო შესაფერისსო.–ცალცალკე მიიღო დარიგება გოგონამაც და ვაჟმაც.

–ჩვენ უკვე ვიპოვეთ ერთმანეთიო– იყო მათი პასუხი.

– მაინც უნდა მოიცადოთ, ოჯახის შესაქმნელად ჯერ პატარები ხართო.

–მეტი რაღა მოვითმინოთ, ჩვენ ბავშვები აღარა ვართო და გაიპარნენ.

უფროსებმაც რას ვერჩოდით ამოდენა სიყვარულსო და მალევე შეურიგდნენ.

ახალგაზრდებმა თაფლობისთვის გატარებაც ორიგინალურად გადაწყვიტეს , არც ესპანეთი, არც ეგვიპტე.. მთაში წავიდნენ, ერთერთი სოფლის განაპირას, მდინარის ნაპირთან , კარავი დადგეს და განმარტოვდნენ.

–დეა მაინცდამაინც ეს სოფელი რატომ აირჩიე?

–ჩვენი ოჯახი აქედან წავიდა დედაქალაქში. მაშინ მე შვიდი წლის ვიყავი.

–და რა გახსოვს მერე? საკმაოდ პატარა ყოფილხარ.

–ბევრი არაფერი, პატარა სახლი გვქონდა, ხის, გვერდით კი მეზობელი. ჩვენს სახლებს საერთო კედელი ჰქონდა. ის სახლი აღარც არის ალბათ. ვიცი სადაც იყო, მამამ მაჩვენა ის ადგილი, მივაგნებ მგონი.

– რა საინტერესო იქნება, იქ ხომ ჩემი დიდი სიყვარული დაიბადა და იზრდებოდა.

–სხვათაშორის ძალიან ცელქი ვიყავი, მე და ჯანომ საერთო კედელში საიდუმლო სარკმელი გამოვტეხეთ და სათამაშოებს იქიდან ვცვლიდით, მას რომ რძის დალევა არ უნდოდა სარკმელში მომაწვდიდა , მე გადავღვრიდი და ცარიელ ჭიქას მივაწოდებდი.

–ჯანო ვინ არის?

–ჯანო? ჯანიკო? გვერდით მცხოვრები , მეზობელი, ხომ გითხარი უკვე. სხვათა შორის, მაშინ ჯანო ამბობდა , რომ ვუყვარდი და ჩემს გარდა ცოლად არავის მოიყვანდა.

–რაო?

–ხო, ხო მე შვიდი წლის ვიყავი, ის კი ათის, მაგრამ ასე ამბობდა.

–ვეჭვიანობ! ვგიჟდები ეჭვიანობით.–ხელი მოხვია ვაჟმა ქალა.

–საბაბი არ აგქვს, მაშინ ბავშვები ვიყავით. მას მერე კი ჯანო თვალითაც არ მინახავს ჩემო მათე, არც ის ვიცი ისინი სად დასახლდნენ, არც გამხსენებია მას შემდეგ ჯანიკო, ან ახლა რამ მომაგონა?!

– ალბათ აქაურობამ, ჩემო სიცოცხლევ! კიდევ კარგი არ გამოჩნდა თორემ, ვინ იცის რა მოხდებოდა.

–მაინც ეჭვიანობ?– ქალმა ვაჟს მხარზე ალერსით დაადო თავი.

თმები ჩანჩქერივით ჩამოცვივდა ვაჟის მხარზე. მათე თმებს ეფერებოდა. უცებ ქალმა ზურგიდან დაჟინებული მზერა იგრძნო, ხანდახან ხომ ხდება ხოლმე, ვერ ხედავ ვერავის, მაგრამ მზერას გრძნობ.

მათე ისევ თმებს ეფერებოდა. დეა იქით მიბრუნდა, საიდანაც მზერა იგრძნო და ელდანაკრავივით წამოხტა.

–იქ ხეზე მგონი ვიღაც არის და აქეთ იყურება!

ვაჟი ხესთან მივიდა,.– მოგეჩვენა ძვირფასო, აქ არავინაა!

– მომეჩვენა? ნუთუ? არამგონია…–ბუტბუტებდა შეშინებული დეა.

–დამშვიდდი, არაფერია.

თითქოს დასჩემდაო,დეას  ყველგან ვიღაცის მზერა ელანდებოდა. ერთხელ კარავიდან გამოვიდა თუ არა, პირდაპირ ხესთან მუცელზე მდგომი გველი დაინახა. თითქოს მას ელოდაო, მათეს დაუძახა.

ეს რამდენჯერმე განმეორდა.დეა მათეს დაუძახებდა თუ არა გველი ქრებოდა. ბოლოს დეა ამას მიეჩვია.

–იცი რა დეა?ძალიან ბედნიერი ვარ! და კმაყოფილიც, აქ რომ ვატარებთ თაფლობის თვეს, მაგრამ ხანდახან რაღაც სხვანაირი შეგრძნება მაქვს.

–რაა? შენც? მაინც რას გრძნობ?

–თითქოს მე და შენ აქ მარტონი არ ვართ.. თითქოს ვიღაც მესამეცაა ჩვენთან ერთად. ,,გველი!”–გაიფიქრა დეამ.

–მათე, თუ გინდა დავბრუნდეთ სახლში.

–არა, რას ამბობ, მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა.

–მეც!

–ჰოდა დავრჩებით, შენ ახლა ჰამაკში დაიძინე , მე კი წყაროდან წყალს მოვიტან და სადილი მოვამზადოთ.

დეამ ძილს მისცა თავი.ჰამაკში მძინარს უცნაური შეგრძნება ქონდა, ყელთან სასიამოვნო სიგრილე იგრძნო, ამ სიგრილეს ხელითაც კი შეეხო თითქოს. და ხელისგულებზეც დარჩა მისი კვალი. ამის შემდეგ ქალს უფრო ღრმად და ტკბილად ჩაეძინა.

წყაროდან დაბრუნებული მათე, ჰამაკთან მოშორებით სასწაულ სურათს შეესწრო, შავი და ჭრელი გევლი ერთმანეთს ებრძოდა, ჭრელი გიურზა იყო და განსაკუთრებით აგრესიულობას იჩენდა. ჰამაკის მხარეს იწევდა, შავი გველი კი გზას უღობავდა. ისე იკლაკნებოდნენ და ეხვეოდნენ ერთმანეთს , დათმობას არცერთი არ აპირებდა. მათე დაინტერესდა, ნეტა რომელი გაიმარჯვებსო. ბოლოს გველები დაწყნარდნენ და ბალახზე გაუნძრევლად ეყარნენ. ნუთუ ერთმანეთი დახოცეს–გაიფიქრა მათემ, მაგრამ მისვლას ვერ ბედავდა. შავი გველი მუცელზე დადგა და მათეს დააცქერდა. ვაჟს შიშის ჟრუანტელმა დაუარა. გველმა რამდენიმე წამით უცქირა ვაჟს და ბუჩქებში გასრიალდა. მათეს გულზე მოეშვა, ოფლით დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ღრმად ამოისუნთქა.

გიურზა მკვდარი იყო. მათემ შორს გადააგდო, რომ დეა არ შეშინებულიყო. მათე გრძნობდა, რომ შავ გველს მის მიმართ არანაირი აგრესია არ ჰქონდა._მათე , მათე!–ვაჟის სმენას დეას ხმა მისწვდა. ახალგაღვიძებულ დეას ჰამაკიდან ლამაზი თავი წამოეწია და ეძახდა.

–გაიღვიძე ძვირფასო? მეც მოვედი წყაროდან

–იცი რა კარგად მეძინა?

–მოდი , დღეს თქვენი ნასახლარი მოვნახოთ.

–კარგი.

მზე ჯერ კიდევ მთის წვერებს ეფერებოდა და ქვეყანას უხვად ჰფენდა სხივებს. სოფლის შარას ქალი და ვაჟი მიუყვებოდა.

–აი, ერთი მოსახვევიც და იმ ფერდობზე იქნება… თუკი რამე დარჩა…

ხელით აჩვენებდა დეა ვაჟს , თუ საით უნდა წასულივნენ. თეთრი კაბით შემოსილი ფერიას ჰგავდა. შავი თმები წელამდე წვდებოდა. ვაჟი ვერ ითმენდა მის სიყვარულს და ხშირად გადაუსვამდა ალერსით ხელს ამ თმებს. ეს გულზე მალამოდ ეცხებოდა და სიამაყით ავსებდა.

–აი ჩვენი ძველი სამყოფელი..თითქმის აღარაფერია დაჩენილი. – ნასახლარი საცოდავი სანახავი იყო. კედლებჩამოქცეული, იატაკჩაქცეული.. – ახლა მე შენ გაჩვენებ იმ ადგილს, სადაც საიდუმლო სარკმელი გვქონდა მე და ჯანოს–წამოიძახა დეამ და სკუპ–სკუპით გაიქცა დარჩენილ მსხვილ მორებზე.

_ ფრთხილად, არ დაშავდე!–მიადევნა მათემ.

_ აი , ზუსტად ამ ადგილას, აჩნია კიდეც, აი ეს ერთი კედელი ჩვენი სარკმლის ნარჩენია, ამოდი შენც! – ჩიტივით ჟღურტულებდა დეა.

ამ დროს მის წინ ნელი ნარნარით წამოიმართა შავი გველი. დეა მონუსხულივით გაშეშდა. მათე შესცქეროდა და რატომღაც სიმშვიდეს ინარჩუნებდა , მან გველი იცნო და დარწმუნებული იყო, დეას არაფერს დაუშავებდა. პირიქით, სურათის დიდებულებით მოიხიბლა.. შავი გველი, თეთრი გულით… და თეთრი კაბით შემოსილი ქალი,  წელამდე დაფენილი შავი თმებით! ისინი თითქოს ერთმანეთს ჰგვანდნენ კიდეც…

–არა, მათ შორის ნამდვილად რაღაც კავშირია!–დაასკვნა ვაჟმა –მაგრამ რა?

გველი და ქალი ერთმანეთის თვალებში იძირებოდნენ. უცებ ვაჭი გამოერკვა.

–დეა! არ შეშინდე, მოვდივარ!

მანაც გადაირბინა კედლის ნარჩენებზე და ქალს წელზე მოხვია ხელი. ქალი,  რაკი დასაყრდენი იგრძნო, ძალაგამოლეული ჩაესვენა მის ხელებში.

–არ მოკლა–წამოიჩურჩულა ქალმა.

–ნუ გეშინია დეა, უკვე წავიდა. მოკვლის სურვილიც რომ მქონოდა ვერ მოვასწრებდი!

–მათე, დღესვე უნდა წავიდეთ აქედან!

–კარგი, წავიდეთ. ოღონდ დამშვიდდი.

სოფლის ავტობუსში ფანჯარასთან მიმჯდარი დეა მომხდარზე ფიქრობდა. ,,ის თვალები… გველური თვალები არ იყო. ადამიანური იყო და თითქოს რაღაცის თმა უნდოდა. მაგრამ რის? ვერ ვხვდები, ან როგორ შეიძლება გავიგო, რისი თქმა უნდოდა გველს? მე ხომ ორგანულად ვერ ვიტან გველებს… ”

დაახლოებით ნახევარი კილომეტრის გავლის შემდეგ ავტობუსში ჩოჩქოლი ატყდა. მძღოლმა მანქანა გააჩერა, ზოგიერთები ჩამოვიდნენ, დეა ყურადღებას არ აქცევდა, არც აინტერესებდა რა ხდებოდა იქ. უცებ მის სმენას ჩასწვდა სიტყვები:

–აქ საიდან გაჩნდა?

–ცოცხალია!

–რა სიგრძისაა ნახე? ფრთხილად, არ დაგგესლოს!

–ქვა აიღე და თავი გაუჩეჩქე.

დეა ელდანაკრავივით წამოვარდა  და ავტობუსიდან ჩახტა. მანქნის წინ შავი გველი იწვა და არ იძვროდა.

–არ მოკლათ! –განწირულივით იკივლა დეამ. ყველა მას მიაშტერდა. დეა გველთან ჩაიმუხლა.

–წადი რა, წადი!თორემ მოგკლავენ! არ ვიცი რატომ ,მაგრამ არ მინდა შენს სიკვდილს ვუყურო.–გველმა ისევ ჩახედა ქალს თვალებში და ქალს ისევ მოეჩვენა , რომ ეს არ იყო გველური თვალები. ისევ უყურეს ერთმანეთს ქალმა და გველმა რამდენიმე წამით და გასრიალდა ქვეწარმავალი….

გაოგნებული ხალხი დეას ჯადოქარივით შესცქეროდა.

ავტობუსის ფანჯრიდან დეა ჯეჯილით აბიბინებულ ბალახს ხედავდა და ამ ბალახის მოძრაობით ხვდებოდა, რომ გველი ავტობუსს მოსდევდა, ბალახი ზუსტად იმეორებდა მის მოძრაობას.

სოფლის ბოლოს, წყაროსთან ავტობუსი რამდენიმე წუთით შეჩერდა , დეამ წყაროს თავზე დაინახა მისი გამცილებელი და თვალებით დაემშვიდობა. გველმაც იგივე გაიმეორა თითქოს, შემდეგ კი ქვაზე ორჯერ გამეტებით დასცხო თავი. დეამ აშკარად დაინახა მისგან ამომავალი მოცისფრო ჰაერი, გველის სული….

ახალშეუღლებულებს ყველა სიხარულით შეხვდა. ისევ გაიშალა სუფრა. მოყვრებმა ერთმანეთს გადასძახეს და საქეიფოდ დასხდნენ. ნეფე–პატარძალი ადღეგრძელეს, ბევრი რამ უსურვეს, დიდი ბედნიერება, დიდი სიყვარული, ბევრი შვილი და ბევრი ფული. ყველაფერი დიდი და ბევრი, ჩვეულებრივ, როგორც ქართველებმა სადღეგრძელოებში  ვიცით ხოლმე. დედამ დეა ძლივს დაიმარტოხელა. დედა მონატრებულ შვილს მოეფერა.

–დედა, ჯანო სად არის?

–რომელი ჯანო შვილო?

–აი ის, ჩვენს ერთად რომ ცხოვრობდა სოფლად, სარკმელი რომ გამოვტეხეთ… არც ისინი ცხოვრობენ იქ…

დედამ ნაღვლიანი თვალებით შეხედა შვილს.

–რა იყო, მოხდა რამე?–ეჭვიანად შეეკითხა დეა დედას.

–ვერ ეგუბნებოდით შვილო,არ გვინდოდა გული გტკენოდა, ვფიქრობდით, რომ თუ ვეღარ ნახავდი სამუდამოდ დაგავიწყდებოდა.

–რა მოხდა დედა?

–ჩვენ რომ წამოვედით ისინიც აპირებდნენ გადმოსვლას, მაგრამ…– დედას უჭირდა საუბრის გაგრძელება.

–რა მაგრამ დედა? ჩქარა მითხარი!

– ისინი აღარ გადმოსულან. ჯანოს დედ–მამა ჯავრმა მოკლა. შვილის ჯავრმა…

–რა მოუვიდა ჯანოს?

–ჩვენი წამოსვლიდან სამ თვეში ჯანო მდინარეში დაიხრჩო შვილო….– დედა კიდევ ამბობდა რაღაცას, მაგრამ დეას აღარ გაუგონია. გაოგნებული წავიდა საძინებლისკენ, საწოლზე მოიკუნტა და თვალები მილულა. წყვილი ცრემლი გადმოუგორდა ლოყებზე…

–ჯანო თუ შეგიძლია მაპატიე….

–რა უნდა გაპატიო ძვირფასო, დაიღალე და ჩაგეძინა, რა მოხდა მერე?_ გამოეპასუხა ქალს მათე.

Read Full Post »


უეცარი გადაწყვეტილება – არავის სჭირდება ის, რასაც მე ვაკეთებ.

უნებისყოფობა კი არა, ეს რეალობაა.

განაჩენი – თვითმკვლელობა!

არა! ჩვეულებრივი არა, მე ფიზიკურად ვიარსებებ, მაგრამ მაინც მკვდარი ვიქნები.

საგულდაგულოდ ვემზადები… ნელა, აუჩქარებლად.

ფანჯრებს იქით საშინელი ჭექა-ქუხილია…

მგონი ამ წუთში მთელ დედამიწაზე წვიმს…

ეს ჩემს განწყობას აათკეცებს.

ბუხარი ავანთე და მის წინ სარწეველა სავარძელიც დავდგი…

ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს შევყურებ. რამდენი ფერია… თითქმის ყველა გამჭვირვალე.

რა ლამაზია და რა ულმობელი!

ნელა ვირწევი სავარძელში, ისე რომ მუხლებზე დაყრილი თაბახის ფურცლები არ გადმოცვივდეს.

ავიღე პირველი ფურცელი . . . წავიკითხე და ცეცხლისკენ გავაფრიალე.

ცეცხლმა დამშეული ძაღლივით ჰაერშივე სტაცა პირი. ფურცელი დაიკლაკნა, მაგრამ ვერსად გაიქცა და დანებდა განაჩენს. ზურგი მეტკინა, თითქოს ალმა მეც ამისვა პირი. მეორე ფურცელიც შეეცადა გაქცეოდა ბედისწერას, მაგრამ ამაოდ.

–         ვერსად გაიქცევი, შე საბრალოვ, ან შენ რისთვის… ან მე… თვალებთან სისველე ვიგრძენი…

მაინც ჯიუტად ვანადგურებდი… ჩემს თავს.

მტკიოდა და თან მსიამოვნებდა. ვერასოდეს ვიფიქრებდი მაზოხისტური თვისებებით თუ ვიყავ შემკული.

ცეცხლი მინელდა…

ბუხარშიც და გულშიც.

–         კმაყოფილი ხარ? – მეკითხება მინელებული, ჩაჟამებული ბუხარი.

–         მე უკვე მკვდარი ვარ.

–         რატომ მოიქეცი ასე? მაინც რას ელოდი?

–         ასეთ უსულგულობას მაინც არა.

–         ერთის და ორის საქციელი არაფერს ნიშნავს.

–         მაგრამ ხანდახან გადამწყვეტია. აი, მე განაჩენი გამომიტანეს…

–         განაჩენი შენ თვითონ გამოუტანე შენს თავს, თუმცა ასეთი სასტიკი თუ იქნებოდი, არ მეგონა.

–         მათ საზოგადოებაში გამოჩენაც კი არ მინდა! მოიცა, სადაა ჩემი ლურჯი რვეული, ისიც უნდა დავწვა. მასში ხომ იმაზე მეტია, რაც ამ ფურცლებში იყო. აი აქ იდო ყოველთის. ახლა სადაა? სადაა? აგერ არ ყოფილა?! წადი შენც ბუხარში.

როგორც კი რვეულის სუნი და გემო იგრძნეს მირჩენილმა ნაკვერჩხლებმა გამოიღვიძეს, რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეს, გახურდნენ და ბოლოს აალდნენ.

–         ესეც ასე! – ვთქვი გულმკვდარი კმაყოფილებით და საჩქაროდ აივანზე გავვარდი, თორემ მართლა მოვკვდებოდი. შავი ღრუბლებიდან მთვარემ გამომინათა.

–         ამსისქე ღრუბლებიდან როგორ გამოაღწიე? მიყვარხარ, მაგრამ მაპატიე, სასაუბრო განწყობა აღარ მაქვს, ძალიან მიჭირს, ძალიან.

ქარი ღრუბლებს ცხვრის ფარასავით მიერეკებოდა. მთვარეც ხან მათი ტლანქი ფარდის ქვეშ ექცეოდა, ხან გამოანათებდა.

ამ სურათს ვხედავ, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ. გათენდა. სახურავზე აღარ წკაპუნობს წვიმის წვეთები. როგორ მიყვარს წვიმისგან გადარეცხილი ბუნება, მტვრის ნასახიც რომ აღარსადაა. ფერები სუფთაა და მკვეთრი. აღარ სწყურიათ. მარტო ჩემს ვენახზეა ხუთი თუ ექვსი ფერი. პაწია ანაშხალი ღია, ღია მწვანეა, მომდევნო სამი-ოთხი ფოთოლი  ოდნავ დამუქებული, შემდეგი ჩვეულებრივი მწვანე. მას მოჰყვება უკვე გადამუქებული სიმწვანის ფოთლები და რტოს ბოლოს კი უკვე ყვითელი და მოყავისფროები რიგრიგობით ეთხოვებიან სიცოცხლეს.

გენიალური სასწაულია . . .  მთელი ფილოსოფია . . .

მაგრამ მე ახლა ამ საოცრების ხილვაც არ ინდა. ღია ფანჯარასთან მისვლა და ფარდის გადაწევაც მეზარება. ფარდის მაქმანებში მზე იჭვრიტება. სვეტად წამოსული სხივები ჩემს ბალიშს ეძებენ, შემდეგ კი ჩემს თვალებს.

მე მხარს ვიცვლი…

–         დამანებეთ თავი. მე მკვდარი ვარ.

მზეს გაუკვირდა, მან ხომ იცის მკვდრები  არ ტირიან.

კარებზე ზარის ხმაა… სტუმარია.

ვიცი რომ სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ახლა უფრო ღვთის რისხვას გავს.

ზარი ზრიალებს … ნერვების მომშლელად.

მეზიზღება მარტოობა, ახლა კი სანატრელი გამიხდა!

ვიღაც მეძახის.

ჩემთვის ძალიან ახლობელი ხმაა.

ისაა! ჩემი პატარა მეგობარი.

–         რა მისი ტოლი ვარ?! რა უნდა ჩემთან ამ დილაადრიან… რა ჯიუტია?! ისევ მეძახის, თანაც დარწმუნებულია, რომ სახლში ვარ. სულაც არა ვარ კამათის ხასიათზე, მაგრამ ფანჯარაში მაინც უნდა გავიხედო, მიხვდება რომ ვერა ვარ და წავა, მაგრამ…

–         – რა სახე გაქვს? ავად ხომ არა ხარ? გამიღე კარი!

ჰმ! – სხვას ვერაფერს ვახერხებ და კარს ვაღებ. ზღვის ტალღასავით შემოიჭრა ცისფერი სამოსით მოსილი. მისი წვეთებიც გადამაფრქვია და გამომაფხიზლა. მოქცევას გავდა ნამდვილად.

–         შენთვის სიურპრიზი მაქვს – ჩემი უემოციო სახე ვერ აჩერებს მას – რომ არ გაგებნეს და დაგეკარგoს შენი ყველა ლექსი, ერთ წიგნად ვაქციე. აღარ იქნება მიმობნეული. ტირაჟი რათქმა უნდა მცირეა, მაგრამ სპონსორს რომ ვნახავთ, ამაზე მერე ვიფიქროთ, მთავარია შენ არ გაიტეხო გული.

–         კი მაგრამ შენ საიდან…

–         აი, ეს კი უნდა მაპატიო. მე ლურჯი რვეული შევცვალე და შენი რვეული ჩემთან იყო. ისე სიურპრიზი არ გამოვიდოდა.

პირველად ცხოვრებაში უზომოდ შემრცხვა. თავს არ ვუტყდებოდი, თორემ დილიდანვე საშინლად ვნანობდი ჩემს წუხანდელ საქციელს.

–         გმადლობ, გმადლობ. მაშ მე შენს წინაშე უდიდეს ვალში ვარ.

–         ჩვენში ვალზე ლაპარაკი შეიძლება?

ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. მე კი ვფიქრობდი: შენ არ იცი ამ ვალის სიმძიმე, ჩემო პატარავ, მაგრამ  ვფიცავ, ამ შენს თავდადებას და ბავშვურ ჭვრეტას, ამ შენს სიყვარულს და ერთგულებას მე აღარ ვუღალატებ. თუნდაც ყოველივე ჩემს სულიერ ძალებს აღემატებოდეს. შენ ხომ მე მკვდრეთით აღმადგინე.

–         მე ახლა უნდა წავიდე. მიხარია, რომ კმაყოფილება სახეზე გახატია და ჩემთვის ესაა მთავარი.

–         მადლობ, ჭირიმე.

–         ვერ გცნობ. რა მადლობებს მიხდი , არა გრცხვენია?!

–         მართლაც მრცხვენია.

–         წადი, ისევ დაიძინე, მგონი სიცხე გაქვს, საღამოს შემოგივლი.

–         შენ მე გადამარჩინე.

–         კარგი რაა! მაგხელა პოეტი ნამდვილად არა ხარ თავი რომ მოიკლა.

–         ვერ ვივიწყებ იმ პირონებას, რომელმაც ჩემი მისამართით თქვა . . .

–         აღარ გაიმეორო.

–         შენ ხომ იცი, რომ ის შენს შემოქმედებას ვერ იცნობს, უფრო მეტიც, პიროვნულად ვერც შენ გიცნობს. თუნდაც მაგი რომელი კრიტიკოსია, ერთი ავყია კაცია.

–         საქმეც მაგაშია, ის კრიტიკოსი კი არა, უფრო ცინიკოსია. განა უფროსმა უმცროსს ხელი არ უნდა გამოუწოდოს? მაგრამ…

–         საერთოდ იცოდე, შენი შვილი ან შენი შემოქმედება შენ თუ არ დააფასე და შენ თუ არ დაიცავი, სხვას რა ენაღვლება. ნებას თუ დართავ, რატომ არ გადაგთელავს.

–         როგორ დაივიწყა ნოდარ დუმბაძის სიტყვები: ” როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული, თქვენ ჩემი, მე – სხვისი, სხვამ – სხვისი” ნუთუ ეს მხოლოდ წაიკითხა, ან იქნებ დღეს ეს მცნება ასე ჟღერს – მე – ჩემი, შენ – შენი, მან – მისი.  ვერ ვხვდები, არ მესმის.

–         ყველას ერთნაირად ვერ მოვთხოვ. მე დანტეს სიტყვებს შეგახსენებ – ”იარე შენი გზით და დაე ადამიანებმა რაც უნდათ – ის თქვან”.

–         საკითხს ასე არ უნდა შევხედოთ. მე ხომ მისთვის საერთოდ უცნობი ვიყავი. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ მოსაცდელში ქალი ელოდებოდა. ქალი – რა მნიშვნელობა აქვს მის ასაკს, გარეგნობას, პროფესიას. როგორ იკადრა ეს მამაკაცმა, რომელსაც რატომღაც ამის პრეტენზია აქვს. თუმცა ვერ იფიქრა მე თუ გავიგონებდი. ეს კიდევ უარესი მისთვის. ამიტომ აღარ მინდა ის საზოგადოება, რომელიც მხოლოდ გარეგნულად ბრწყინავს, შიგ კი… ჩემთვის ეს პიროვნებაც ამ შიგთავსში ჩაიმარხა.

–         ნუ ინერვიულებ ასე ძალიან ამის გამო. იმ სფეროში, სადაც ის პიროვნებაა, შენ ახლა შედიხარ და უკვე უკანდახევას აპირებ?! მეგონა პირველი სითამამე ბოლომდე მიგყვებოდა. სხვათა სითბო შენს მიმართ გამოხატული რატომ დაგავიწყდა?! პირველივე წინააღმდეგობამ ასე არ უნდა გაგტეხოს.

–         ეს წინააღმდეგობა კი არა, შეურაცხოფა იყო.

–         გაიხსენე სულხან-საბას განმარტება – რა არის შური:

” მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა”.

–         ნუ მაცინებ. მას ტომები აქვს გამოცემული, ჩემი რა უნდა შეშურდეს, თუმცა – მეგობრების გარდა.

–         ხომ ხედავ, მაინც გქონია შესაშური. ახლა კი თავი მაღლა. თავი მხოლოდ, ცხვირი კი -არამც და არამც. მე წავედი. საღამოს გნახავ.

–         ცისფერი ტალღა მიქცევას გაჰყვა და მიმატოვა პაწია ბროშურით ხელში…

Read Full Post »

                                                  

  ისინი ერთად იზრდებოდნენ – ნინო, ლადო და გიგი. ბავშვობის ძირითადი გართობა – მდინარე, მის ნაპირას მწვანე, ტრიალი მინდორი და ბურთი.

თანდათან ნინო ვაჟებისათვის აღმოჩენად იქცა. ორივესთვის ის გახდა პირველი და თავდავიწყებული სიყვარული.

გრძნობებსაც თავისებურად და განსხვავებულად გამოხატავდნენ. ლადო ნინოს მოკრძალებით შესცქეროდა და ყველაფერს მას უძღვნიდა. გიგი კი გოგონასტან ცოტათი უხეშობდა, ყველაფერს სტაცებდა და აწვალებდა.

–   რატომ ხარ ასეთი უხეში, გიგი! აი, ლადო ასე არასოდეს მომექცევა.

–   ჩემი ლამაზი გოგო ვინაა?! იცი, რომ გავიზრდები, ცოლად მხოლოდ შენ შეგირთავ.


–   უზრდელო, აღარ დაგელაპარაკები, მამას ვეტყვი ყველაფერს.

–   გგონია შემაშინებ?! არც იფიქრო, მე არავისი მეშინია.

–   ლადო შენზე ძლიერიცაა და კეთილიც. არც არასოდეს მაბრაზებს.

პატარა ქალმა უნებურად არჩევანი ბავშვობიდანვე გააკეთა.

სახლში დაბრუნებულ გიგის ბოღმა და ცრემლი ახრჩობდა. მიზეზი დედას გაუმხილა. მას გაეცინა, შვილი გულში ჩაიკრა, და მიუგო:

–   ჩემო ერთავ, შენს თავს მატრაკვეცა გოგონებს როგორ დავაჩაგვრინებ. დიდი რომ გაიზრდები, ნინოც შეგიყვარებს და სხვა გოგონებიც.

–   სხვები არ მაინტერესებს. ნინომ, რომ არ შემიყვაროს, მაშინ?

–   მაშინ მოვიტაცოთ და მიუვალ მთებში გადავმალოთ.

ამ სიტყვებმა საოცრად დაამშვიდა ბავშვშვი და მალეც ჩაეძინა.

* * *

დროსთან ერთად გაფრენილი ბავშვობა…

განუმეორებელი, წმინდა, მუდამ სანატრელი პერიოდი.

–   ლადო, რა კარგია შენც რომ დედაქალაქში მოდიხარ, ერთად ვისწავლით.

–   და ერთად ვიქნებით

ქალმა ნაზად შეათვალიერა რჩეული. მის ლურჯ თვალებში უსაზღვრო სიყვარული იკითხებოდა.

–   ლადო, გიგის მეშინია.

–   გეშინია? რატომ? განა მ,ე შენთან არ  ვარ?!

–   არ ვიცი, ძალიან თავხედია.

–   თავხედი არაა, უყვარხარ. საბედნიეროდ შენ მე შემიყვარე, ის კი ამას უნდა შეეგუოს.

–   რატომ არ ეგუება? თავს რად არ მანებებს?

–   მოუწევს შეგუება. დაველაპარაკები. ისე, სადღაც მისიც მესმის, შენი სიყვარული არაა ადვილად დასათმობი.

უცებ ცამ დაიგრუხუნა. ორი შავი ღრუბელი ერთმანეთს დაეჯახა. საშინელმა ხმაურმა გააყრუა არემარე. აღმოსავლეთის მხრიდან ცაზე ელვამ გველივით გაიკლაკნა.

შეშინებულმა გოგონამ ვაჟის მხარში ჩამალა თავი. წვიმის მსხვილი წვეთები მათ მხრებსა და თმებში სკდებოდა და სხეულზე სასიამოვნო გრილ ნაკვალევს ტოვებდა.

* * *

წყარო – დედამიწის გულიდან თავისით ამოხეთქილი . . .

ანკარა, წანწკარა – პირველი სიყვარულივით წმინდა.

შარაგზაზე გატეხილი კოკა.

დამშვრალმა მიწამ წყალი წამსვე შეისრუტრა.

ქალის კივილმა შესძრა სამყარო.

–   წყაროდან მომავალი გოგო მოიტაცეს! გაგონილა ძალად სიყვარული?

–   ვინ იყო? ვისი გოგო იყო?

–   ჩემი ნინო! არ გაპატიებ გიგი!

ძლივს დააკავეს გადარეული ლადო. მიწა კვნიტა სიმწრისგან. საით წასულიყო არ იცოდა.

რად გინდა, ბიჭო, მოტაცებული ქალი, მაინც არ შეგიყვარებს – კვნესოდა იგი.

* * *

– ნინო, ნუთუ ვერ ხვდები როგორ მიყვარხარ. ეს ნაბიჯი უნდა მაპატიო, მეტი გზა არ მქონდა.

ქალი ფანჯარაშჳ იყურებოდა. ირგვლივ მხოლოდ მთები. ვაჟის ლაპარაკი არც კი ესმოდა, გარინდულიყო, თითქოს იქ, მის გარდა, არავინ იყო.

–   ნინო, წყალი მაინც დალიე, ასე არ შეიძლება, მალე სახლში შეგიყვან, დედაჩემიც გაიხარებს. ეხ, ნინო, როგორ არ გესმის ჩემი სიყვარულის.

ნინო ფანჯარას არც კი მოშჴრებია, ისე მიუგო ვაჟს:

–   შენ მე არ გიყვარვარ.

–   მე კი არა, შენ არ გიყვარვარ, მაგრამ მალე შემიყვარებ. ნინო, აუცილებლად შემიყვარებ. ყველაფერს განაცვალებ. ნახე ნინო, რა უნდა გაჩუქო? ეს სამაჯურია, ერთ ბოლოზე ყვითელი და თეთრი ოქროს გვირილაა დამაგრებული, მეპორეზე კი -პეპელა. სამაჯურს რომ ჩაკეტავ, იფიქრებ პეპელა გვირილაზე ზისო, თანაც ის ზამბარით ისეა ჩამაგრებული, გეგონება ფართხალებს და გაფრენას აპირებსო. ხომ კარგია, მოგწონს?

ქალი ქვად ქცეულიყო. ვაჟჳ კი განაგრძობდა და თან მკლავზე სამაჯურს ფრთხილად უკეთებდა.

–   ნინო, მართალია ოპიზარი არა ვარ, მაგრამ ეს შენთვის მინდოდა და გამომივიდა. მითხარი რა, ხომ მოგწონს?!

ნინოს მკლავზე არც დაუხედავს. მისმა უკიდურესმა უყურადღებობამ შეაშფოთა გიგი. აივანზე გავარდა, სხვენიდან თოფი ჩამოიღო და ქალს ხელში მიაჩეჩა.

–   აი, მესროლე, მომკალი. მერე კი წადი სადაც გინდა და ვისთანაც გინდა.

მოშორებით მდგარი ქორივით მისჩერებოდა ნინოს. ქალი კი ვერ გარკვეულიყო, ხან თოფს შეხედავდა, ხან გიოგის.

–   მესროლე! მესროლე! – ანგარიშმიუცემლად იმეორებდა ვაჟი.

ნინომ ნელ-ნელა წამოსწია თოფი და მის წინ მდგომ გიგის დაუმიზნა. ის იყო ჩახმახზე თითი უნდა გამოეკრა, რომ გიგი თოფს წვდა.

–   რას შვრები გოგო?! სასიკვდილოდ მიმეტებ? ნუთუ ჩემი სიყვარული ამის ღისრია.

ქალი თოფს ჩაფრენოდა და აღარ უშვებდა. ვაჟი იარაღის წართმევას ცდილობდა. ამ ორთაბრძოლაშჳ კი თოფმაც იჭექა. ქალი შეტოკდა და ვაჟის მკლავებში ჩაიკეცა.

–   ნინო! ნინოო! – დაჭრილი ლომიოვით იღრიალა გიგიმ.

–   ნინოო! ნინოო! – მხოლოდ ექო გამოეხმაურა მას.

* * *

– დიახ, მე ვარ დამნაშავე, ნინო მე მოვკალი. არავითარი უბედური შემთხვევა არ ყოფილა. ეს დედაჩემი ფიქრობს ასე. უბედურებად თვითონ ვიქეცი. მოვითხოვ დამსაჯოთ კანონის მთელი სიმკაცრით. ადვოკატიც კი არ მჭირდება. ჩემი დაცვის უფლებას არავის მივცემ.

– თქვენთან თქვენს მოძღვარს სურს საუბარი.

– მე აქ არაფრად მჭირდება მოძღვარი.

მამა სერაფიმეს სურს თქვენთან საუბარი, ნუთუ…

–   მე არ მსურს არავის ნახვა, წამიყვანეთ საკანში! – უღრიალა პატიმარმა ბადრაგს, თითქოს აქ ის იძელოდა ბრძანებებს.

–   ნება თქვენია – დაეთანხმა გამომძიებელი და თავი სინანულით გააქნია.

* * *

პირქუშ და ბნელ საკანში გასაღების ჩხრიალი გაისმა, მას რკინის კარის ჭრიალუ მოჰყვა, მაგრამ გიგის ყურადღება ვერაფერმა მიიქცია.

–   შვილო, გიორგი, მე მოვედი შენთან, რომ განუგეშჴ – მოძღვრის ხმამ გული შეუტოკა გიგის და თითქმის ინსტიქტით წამოვარდა ფეხზე.

რკინის კართან მამა სერაფიმე იდგა.

–   მამაო, მე არ მინდოდა თქვეთან შეხვედრა – მკაცრად ნათქვამში მაინც იგრძნობოდა უდიდესი რიდი.

–   – ეს მარტო ჩემი კი არა, უფლის სურვილიცაა – მიუგო მამაომ და პატიმარს პირჯვარი გადასახა, შემდეგ იქვე მდგარ პატარა ხის მაგიდაზე ღვთისმშობლის ხატი მოწიწებით დაასვენა. გიგი კი ისე იდგა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. პირი კედლისკენ ებრუნა.

–   რატომ წუხდებით, მამაო, მე ვეღარ მიშველ;ით. უფალს მე აღარ ვემახსოვრები.

–   უფალს გზასაცდენილები უფრო ახსოვს და მათ შემობრუნებას ცდილობს.

–   მამაო, მე მკვლელი ვარ ნორჩი გოგონას. ჩემი სიყვარულის მკვლელი. ჩემთვის ღმერთი აღარ არსებობს.

–   დანაშაული მძიმეა შენი, შვილო ჩემო, სიცოცხლის ხელყოფა არ შეიძლება. შენ სიყვარულმა კი არა, ეშმაკმა დაგაბრმავა. ჭეშმარიტი სიყვარული სიყვარულს შობს, და არა ძალადობას და უბედურებას.

–   მამაო, დამანებეთ თავი, მე მოძალადე და უბედურების მოციქული ვარ. ჩემმა ჭეშმარიტმა სიყვარულმა სატანად მაქცია და ნუღა მელაპარაკებით.

მამა სერაფიმემ პირჯვარი გადაიწერა და ლოცვანს ემთხვია.

–   აღხოცე უშჯულოება შენი და უფროს თოვლისა განსპეტაკდე.

–   ჩემი განსპეტაკება აღარ შეიძლება. მე ავცდი სიკეთისა და სიყვარულის გზას და ისე ძლიერ, რომ ვეღარასოდეს დავუბრუნდები მას. მშვიდობით, მამაო. ნურარ მაწვალებთ.

–   ვერ დაგემშვიდობები, შვილო გიორგი. მარტოდ ვერ დაგაგდებ. ძალიან ღრმაა შენი განსაცდელი, მეშინია საბოლოოდ არ გძლიოს.

–   მე ჩემს მწუხარებასთან მარტო ყოფნა მირჩევნია.

–   დაიმახსოვრე, შვილო, უშჯულოება ჩვენი ჩვენ ვუწყით და ჩვენი ცოდვა ჩვენს წინაშეა მარადის, მაგრამ უფალი მოწყალეა.

–   ციხე არაა ლოცვის ადგილი, მამაო. აქ მოწყალებას კი არა, სასჯელს ელოდებიან. ო, რომ იცოდეთ, როგორ ვესწრაფვი მას… ნეტა მან მაინც შემიმსუბუქოს სულის ტკივილი.

–   შვილო, კაცი ტანჯვისთვისაა გაჩენილი. რა ვუყოთ, თუ ზოგჯერ სატანჯველს თვითონ დავეძებთ. მძიმეა ამჟამად შენი სული, მაგრამ იცოდე, ხსნა მაინც არის, უნდა ეცადო დაჯაბნო ის.

გიგი სიმწრისგან გისოსებს ჩაებღაუჭა.

–   დამცინი მამაო? სულის სიმძიმე ამაზე მეტი რაღაა ნეტავ?! შენს უფალს გაფიცებ, დამანებე თავი და ნუღარ მტანჯავ.

გიგი ტიროდა.

–   იტირე, შვილო, იტირე. სახეს ნუ მარიდებ, უფალი მოწყალეა. არის ამაზე მეტი სიმძიმე სულისა. ახლა მონანიების საშუალება გაქვს, მერე კი ესეც აღარ გექნება. ამიტომ არ მინდა გძლიოს.

–   თქვენ თვითმკვლელობას გულისხმობთ? განა არ ვიფიქრე? მაგრამ ნინოს ვეღარც იმქვეყნად ვნახავ. მე კი სწორედ მას უნდა ვთხოვო პატიება.

–   შვილო, ილოცე, რამეთუ ლოცვა გიშველის გადაიტანო ეს ყველაფერი.

–   მე ვეღარ მიშველის. ჩემისთანამ უფლის სახელიც კი არ უნდა ახსენოს.

–   შვილო, შენ ისევ სცოდავ. იცოდე, მარტო არა ხარ. კიდევ გინახულებ. თავს გაუფრთხილდი.

–   მშვიდობით მამაო! – თითქმის მიაძახა გიგიმ.

–   მშვიდობით კი არა, ნახვამდის. დაიმახსოვრე, მსხვერპლი ღვთისა არს სული შემუსვრილი. გული შემუსვრილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შაურაცხყოს. დაუფიქრდი ამ სიტყვებს.

–   ხატი! ხატი წაიღეთ, ამამო. ის აქ არ უნდა იყოს – გიგი მაგიდას მოივარდა ხატის ასაღებად და უცებ ადგილზევე გაქვავდა. ღვთისმშობელს ორივე თვალთაგან ცრემლი დაუცურდა. მომეჩვენაო იფიქრა, ხელით შეეხო  და აშკარად იგრძნო სისველე. მუხლი მოეკვეთა, თავლი ვეღარ მოწყვიტა მარიამის წმინდა თვალებს.

უკვე გისოსებს იქით მდგარი მამა სერაფიმე სიყვარულით შესცქეროდა ხატის წინ დაჩოქილ გიგის. „ და ნათელი იგი ბნელსა შინა ჰსჩანს, ხოლო ბნელი იგი მას ვერ ეწია“

უცებ მოხუცის სმენას გიგის ხმა ჩასწვდა.

–   მამაო, დამიტოვეთ თქვენი ლოცვანი.

* * *

– ლადოს ქალიშვილი შეეძინა. პირმშოს ნინო უწოდა.

– რამდენი წელი გავიდა, მაგრამ ვერ დაივიწყა.

– იმ ტკივილს რა დაავიწყებს. კიდევ კარგი, რომ ოჯახს მოეკიდა. მკვლელი რა იქნა ნეტავ?

– გიგი? რომელიღაც მონასტერში ბერად აღიკვეცა.

– უცნაურია ცხოვრება, ვერ გაუგებ რას გიმზადებს.

– ყველა იპოვის გამოსავალს, მკვდარს კი არაფერი ეშველება.

  ბავშვის დაბადებამდე ლადოს სიზმრად ნინო გამოეცხადა. თანატოლ ბავშვებთან ტრიალ მინდორზე ბურთს თამაშობდნენ. ნინოს ბურთი სამჯერ შეხვდა და სამივეჯერ ლადოს ესროლა, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაუღიმა. მერე უცებ გაიზარდნენ. ნინო გაიქცა, ლადომ ბევრი სდია მას, მაგრამ ის ნიავივით ხან გაქრებოდა, ხან ისევ ჩნდებოდა.


ოფლში გაწუწულს გაეღვიძა, სუნთქვა უჭირდა. ქალიშვილის დაბადეით ახსნა ეს უცნაური გამოცხადება და ახალშობილსაც ნინო უწოდა.

ამ ამბავმა თითქოს გაახარაო, ნინომ სიზმრად გამოცხადებას მოუხშირა. ლადოც მიეჩვია და ბოლოს იმ იმედით იძინებდა, რომ ნინოს შეხვდებოდა. ერთხელაც ნინომ ლადოს უთხრა:

–   ერთ სურვილს თუ შემისრულებ, საიდუმლოს გეტყვი. ისე დაეთანხმა, არც კი დაფიქრებულა. განა არსებობდა სურვილი, რომელსაც ლადო ნინოს არ შეუსრულებდა?!

–   მალე ორი შვილის მამა იქნები. ვაჟი შეგეძინება, გიორგი.

–   რატომ გიორგი?

–   განა დრო არ არის გიგის ვაპატიოთ?

–   შენ თუ პატიობ, მეც ვაპატიებ.

–   აქ ადვილია, გაუთვითცნობიერებლად ლაპარაკობ, რომ გაიღვიძებ, იფიქრე გიგიზე.

 ლადოს გაეცინა.

–   კი მაგრამ შენც ხომ სიზმარში ხარ, ჩემთან ერთად.

–   მე? მე – არა. მე სულ სხვაგან ვარ. ეს შენ გგონია სიზმარი.

–   ეგ როგორ?

–   მაგასაც მიხვდები. ახლა კი ჩემი სათხოვარი.

–   გისმენ ჩემო სიცოცხლევ.

–   სიცოცხლევ! რა ტკბილი მოფერებაა. იცი რა? ლადო, ჩემი დრო ამოიწურა. აწი ერთი შეხვედრაღა დაგვრჩა და ისიც შენზეა დამოკიდებული.

–   ჩემზე როგორ?

–   ჩემი თხოვნის შემდეგ თუ იქნები ამის მსურველი.

–   ნუ გერიდება ნინო, მითხარი. მოვკვდები და შეგისრულებ.

–   რა თქვი? მოვკვდები და შეგისრულებო?! სწორედ ეს იქნება გამოსავალი, ლადო, ჩემთან დარჩი! – თითქმის მიაძახა ნინომ და მისი სახება ისე უეცრად გაქრა, ლადომ პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრო.

* * *

– გაიღვიძე ლადო, რა ძილქუში დაგაწვა. ბავშვს ისევ სიცხე აქვს.

რა, რომელ ბავშვს? – ვერ გამოფხიზლდა ლადო.

ვერ გავიგე, რას ლაპარაკობ. ნინოს გარდა რომელი ბავშვი გყავს, ადამიანო?!

–   გვეყოლება, გიორგი, გიგი – ისევ სხვა სამყაროდან ლაპარაკობდა ლადო.

–   კარგი რა! გამოფხიზლდი და დამეხმარე. მაინც რა ემართება ამ ბოლო დროს ჩემს პატარას, მთელი დღე კარგადაა, ღამით კი  იწვის.

ლადო წამოვარდა, ბავშვის საწოლთან დაიჩოქა და შუბლზე ხელი დაადო.

–   შეცდი ძვირფასო, ნინოს მშვიდად ძინავს და არც სიცხე აქვს.

–   საოცარია, ხუთი წუთის წინ ბავშვს სიცხე ქონდა.

უცებ ნინომ მამას კისერზე ხელები შემოხვია , თოთო ტუჩებით ლოყაზე აკოცა და ბავშვური ენით ყურში ჩასჩურჩულა.

–   მამა, ცემთან დალჩი! – ლადოს მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.

 

 

* * *

 

რას უნდა ნიშნავდეს ნინოს თხოვნა – ფიქრობდა ლადო.სად უნდა დავრჩე? ან როგორ? მეც ხომ არ უნდა მოვკვდე?! არა, სიკვდილი ნამდვილად არ მინდა. მირჩევნია ისევ სიზმრად ვინახულო.

მაგრამ ნინო აღარ მოდიოდა. ლადო შფოთვამ შეიპყრო. შვილები რომ არ მყავდეს, ჩემი ნინიკო და პაწია გიგი, წამით არ დავფიქრდებოდი.

ბოლოს კი გაუსაძლისად  მოენატრა.ადგილს ვერ პ;ოულობდა,მისთვის შვება აღრაფერს მოჰქონდა.

_ ღმერთო!ჩვენი შეხვედრა როდის უნდა მოხდეს?!.ნინო რატომ იგვიანებ?

   ბავშვობის მინდორტი გაახსენდა,მდინარის გაღმა .დარდის გასაქარვებლად მას მიაშურა.მდინარესთან მისული ქვიდან ქვაზე გადახტა.ფეხი დაუცდა,კეფასთან ძლიერი ტკივილი იგრძნო და გონებაც დაკარგა.იქვე ყანაში მონასტრის ბერები მუშაობდნენ,სწორედ მათ შენიშნეს წაქცეული ლადო და დასახმარებლად გამოიქცნენ.

* * *

   ლადო ხედავს მდინარის პირას ხალხი ირევა.გარბიან,გამორბიან,ერთმანეთს რაღაცას ეძახიან,თვითონაც ხალხს შეერია და დაინახა წყლის პირას დავარდნილი მამაკაცი.

_  ეს წყალი ვერ დაახრჩობდა,ალბათ თავი ქვას დაარტყა საცოდავმა_ჩაილაპარაკა თავი ამოიცნო.ყვირილი დაიწყო,მაგრამ ვერავის გააგონა.ახლობლებს მივარდა,რა გატირებთო.მაგრამ მას ვერავინ ამჩნევდა.უცებ მხარზე ხელის შეხება იგრძნო,სხარტად მოტრიალდა და ნინოს შეეჩეხა,ის გახარებული იყო.

_გმადლობ,რომ თხოვნა შემისრულე_გადაეხვია ქალი.

_რა თხოვნა?როგორ შეგისრულე?_გაოცდა ლადო.

_ჩვენ უკვე ერთად ვართ და აწი ვერაფერი დაგვაშორებს.

    ლადო ნინოს სიტყვებმა საოცრად გაახარა.მათ წინ მზის სხივები საფეხურებად დაეშვა,ქალმა ლადოს ხელი ჩაავლო და საფეხურებს აჰყვა.ლადო ანგარისმიუცემლად მიჰყვებოდა.უცებ მის ყურთასმენას ქალის მოთქმა ჩასწვდა.

_რაღა ეშველება უშენოდ შენს ოჯახს,შენს ნინოს და გიგის…

ლადო შეჩერდა,რაღაცას მიხვდა.უფრო დაიბნა,საით წასულიყო აღრ იცოდა.ხან აქეთ იყურებოდა ხან იქით.ნინოც მოთმინებით ელოდა მის საბოლოო გადაწყვეტილებას.

* * *

ლადოს უსულო სხეული მდინარის პირას ქვიშაზე ესვენა.ხალხი შესაბრალისი მზერით შესცქეროდა ლადოს მეუღლეს,რომელიც გულსკლავად მოსთქვამდა.უცებ ლადოს ხელი შეირხა.შემდეგ  ფეხი,ბოლოს კი თვალებიც გაახილა.

 _ვაიმე!ცოცხალი ყოფილხარ!კინაღამ დამღუპე და დამიობლე ბავშვები!_ გულში ჩაეკრა მეუღლე.უზომო სითბო იგრძნო ლადომ.და მეუღლეს ალერსით გადაუსვა თავზე ხელი.ნინო გორაკზე იდგა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა ამ სურათს.

_შეხედეთ! შეხედეთ! მაღლობზე სინათლის სვეტი ბრწყინავს,შეჩოჩქოლდა ხალხი.

   ნინომ ლადოს გაუღიმა,ხელი მსუბუქად დაუქნია და შებრუნდა.ხალხი მონასტრის ბერებს მიუბრუნდა.

  _იქნებ თქვენ ახსნათ რა უნდა იყოს ეს…

 _კაშკაშა სხივი,ნათელი სვეტი სხვა რა უნდა იყოს თუ არა ნიშანი უფლისა _მიუგო ერთ–ერთმა ბერმა და გორაკისკენ გასწია.

     ნინომ ერთხელ კიდევ მოიხედა ,საოცრად ნაღვლიანი თვალები მოავლო ყველაფერს,ყველას გაუღიმა და მზის სხივებს შეერია.

     ლადომ თავლები დახუჭა,ცრემლის შეჩერებას ლამობდა,მაგრამ ვერ მოახერხა.

     მაღლობზე ასულ ბერს მწვანე ბალახიდან ციცქნა საგანმა შემოანათა,ხელში აიღო და გაოცდა.მის ხელისგულზე პეპელა აფართხალდა,თითქოს გაფრენას აპირებსო.ბერი მუხლებზე დაეცა,ხელი ფართოდ გაშალა და მზეს მიუშვირა.

   _ნინო!რატომ დამიბრუნე?ნუთუ არასოდეს მაპატიებ?… _ხელისგულზე მისვენებულმა პეპელამ ფრთები აამოძრავა,აფართხალდა და წამის განმავლობაში მზისფერივე მზის სხივებში ჩაიკარგა.

Read Full Post »

თითქმის ოცდაოთხსაათიანი დამღლელი მგზავრობის შემდეგ ტურისტული ავტობუსი თურქეთის ქალაქ ნევშეპირში შევიდა და ყვითელი და მწვანე ფერებით აჭრელებულ, უზარმაზარ სასტუმროსთან შეჩერდა.
ღამის მგზავრობით გადაღლილმა მოცეკვავე გოგონებმა ნბელ-ნელა და ზარმაცად იწყეს ავტობუსიდან ჩამოსვლა, თუმცა პროფესიიდან გამომდინარე, მათ სვლასა და მიხვრა მოხვრას დაღლილობა ვერაფერს აკლებდა.
– საქართველოდან ჩამოვედიტ. ეს მოზრდილი გოგონების ანსამბლია – მოახსენა თარჯიმანმა სასტუმროს მმართველს.
– – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისტორიულ კაბადოკიაში! – მეტად გულთბილი ღიმილით შეეგება გოგონებს თურქი მასპინძელი; იფიქრებდით, მათ მოლოდინში ღამე დაათენდაო.
ოფიციალური მხარე მალე მოგვარდა და გოგონები სასტუმროს ნომრებში დანაწილდნენ.
ქეთი საკმაოდ მძიმე ცანთას დასწვდა, მაგრამ ვიღაცამ არ დაანება და ტვირთი ხელიდან თითქმის გამოგლიჯა.
სასტუმროს თანამშროემლი, ახალგაზრდა თურქი ჭაბუკი იყო.
წამით მათი მზერდა ერთმანეთს შეხვდა და ორივე ადგილზე გაიყინა.
ეს არ იყო უტიპარი მზერა; პირიქიტ, ქეთის ის ძალიან თბილი და ნაცნობი ეჩვენა.
– ქეთი, რა დაგემართა? რას მისჩერებიხარ მაგ თურქს?
– გოგონა გამოერკვა, შერცხვა და სასწარაფოდ გაშორდა არანაკლებ გაოგნებულ ვაჟს.
– რა დამემართა, რამ გამომაშტერა?! – ფიქრობდა ქეთი. – მაინც რა ნაცნობი თვალები ქონდა…ტუმცა საიდან, მე ხომ კაბადოკიაში პირველად ვარ.
ვაჟმა ლიფტით მხოლოდ ქეთი გაუშვა ზევით, თვითონ კი ლიფტის დაბრუნებას დაელოდა.
– შეუძლებელია ვიცნობდე, მაგრამ სადღაც ნამდვილად მინახავს- ფიქრს თავს ვერ აღწევდა ქეთი.
– გოგო! რა მოგივიდა? ასე რამ დაგაბნია? – ფიქრები ხელმძღვანელის მკაცრმა ტონმა შეაწყვეტინა.
– მაპატიეთ, ქალბატონო ირინე, მომეჩვენა რომ იმ ბიჭს ვიცნობდი.
– მოჩვენებები მინდა მე? სიცხემ ხომ არ აგიწია? რას მიედ-მოედები?
იმ ღამეს ქეთიმ ვერაფრით დაიძინა, თვალებს მილულავდა თუ არა, თურქი ვაჟის მზერა აფხიზლებდა და ძილის საშუალებას არ აძევდა.
– ღმერთო ჩემო, რა ხდება? მისი თვალები მეუბნება, როგორ ვერ მიცანიო. ეს ნაცნობობის შეგრძნება ვერაფრით ამიხსნია.
დილით რეპეტიციაზე ხელმძღვანელმა მოცეკვავეები გამოაღვიძა, განსაკუთრებით ქეთის დაუბრიალა თვალები.
ჩვენთვის კაბადოკია უპირველესად წმინდა ნინოს სამშობლოა; მიმოიხედეთ ირგვლივ, ყველაფერი მივლილი და ლამაზია, მაგრამ პირდაპირ თვალში საცემია გახუნებული ფერები. აქ მზესაც კი დაჰკარგვია ფერი. ჩვენ წვიამც კი ფერადოვანი გვაქვს, მაგრამ მივეჩვიეთ და არაფრად მიგვაჩნია.
მე ყოველთვის და განსაკუთრებით აქ მინდა თქვენში ნამდვილი ქართველი ქალი დავინახო-ამაყი, კლდემამოსილი, ჭკვიანი.თქვენ კი ჩამოსვლისთანავე სიყვარულობანა გამიბით. გაიხსენეთ „დიდი თურქობნა“ და ისიც, რომ საუკუნეთა განმავლობაში თურქებმა რამდენი ქეთევანი, თინათინი თუ თამარი წაგვართვეს. ამიტომ გთხოვთ, ფხიზლად და ჭკუით იყავით.
– შური ვიძიოთ, თუ წარსულის გამო პასუხი ვითხოვოთ?!
– წარსული არ დაივიწყოთ. მე ახლა აღმოსავლური ცეცხლოვანი სიყვარულისთვის არა მცალია.
– ამისთვის თქვენ საქართველოშიც არ გცალიათ-ხელმძღვანელს არც გააგონეს, ეს სიტყვები ისე, სხვათაშორის, ჩაილაპარაკეს გოგონებმა.
ქეთი მიხვდა, გაფრთხილება ძირითადად მას ეხებოდა. ირინე ვერც კი გრძნობდა, როგორ აწყენინა. მის ჯერ კიდევ ბავშვურ გულს მეტი გაფრთხილება სჭირდებოდა.
სასტუმროს ფოიეში ჩასვლისთანავე ქეთიმ გუშინდელი ყმაწვილი შენიშნა. ისევ შიშის გრძნობა დაეუფლა, მაგრამ რატომ – ვეარფრით ახსნა.
ის კი მშვიდად იდგა და გოგონას თვალს არ აშორებდა. შეეცადა გამოლაპარაკებოდა კიდეც, მაგრამ გოგონამ არაფერი უპასუხა. თითქოს არ ესმოდა რას ელაპარაკებოდნენ. გალიაშჳ გამომწყვდეული ჩიტივით მოუსვენრობამ შეიპყრო.
– თვალები კი არა, მისი ხმაც ნაცხნობია, აღარ შემიძლია. ვისდ მივმართო? ვინ ამიხსნის რა ხდება?!
შემდეგ კი კონცერტი გაიმართა.
დარბაზი ხალხს ვერ იტევდა. ქართულ თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგონები სცენაზე დასრიალებდნენ.
ქართული მუსიკა…ბროლივით გამჭვირვალე თავსაბურავები… ხელების უნაზესი მოძრაობა…
ქეთი თეთრ გედს ჰგავდა.
დარბაზი შფოთავდა. გოგონებს ფარდაში შესვლას არ აცლიდნენ.
ყვავილების წვიმა…
ქეთიმ თაიგულს იქით ნაცნობი თვალები დალანდა.
ვაჟი უცებ დაჩოქა და კაბაზე ემთხვია. ქეთიც დაიხარა და ინგლისურად სახელლი მოჰკითხა.
– რაშიდ! სულის სუ!
სულის სუ! ეს ხომ რაღაცას ნიშნავს. ქეთი დაბარბაცდა და გრძნობა დაკარგა. ვაჟმა ხელში აყვანილი კარებისკენ გააქანა.
– გურჯი გოგონა დაიღალა. უშველეთ – ყვიროდა დარბაზი.
შეშფოთებული ქალბატონი ირინე მედდის თანხლებითრ უკვე ნომერშჳ ელოდა მათ. გამწყრალ ვაჟს მივარდა.
– დაანებე მაგ გოგოს თავი, რას გადაეკიდე. რა დღეში ჩამიგდე ბავშვი.
ვაჟს არ ესმოდა ქართული სიტყვები, მაგრამ ხვდებოდა ხელმძღვანელი მას უჯავრდებოდა. დამნაშავესავით დახარა თავი და ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა:
– I love Keti.
– I love? არ გადამრიო ბიჭო!
ამ დროს ქეთის მისუსტებული ხმა გაისმა.
– მე მას ვიცნობ. ისაა, ის!
ირინემ ნომრიდან ყველა გაისტუმრა და ქეთის ჩამოუჯდა.
– დაგღალე ჩემო გოგონი?! ჯგუფში ყველაზე პატარა ხარ, მაგრამ ყველაზე უკეთ ცეკვავ. ახლა დაისვენებ და კარგად გახდები.
ქეთიმ ხელი მის მარჯვენას წაავლო და აკოცა.
– რისი თქმა გინდა, მითხარი აბა! თუმცა უკეთესია ხვალ ვილაპარაკოთ. ახლა კი დაიძნე.
გოგონას არ ეძინა, მაგრამ თვალებს ვერ ახელდა. ბოლოს გაურკვეველი ლაპარაკი დაიწო.
– გემი ზღვს ტალღებს მიაპობს…
ნახვამდის ჩემო საყვარელო სამშობლოვ! ქეთევანი ვეღარასოდეს გნახავს…
თოკები…გემბანი…უამრავი ტყვე, ქალი, კაცი, ბავშვი… ერთმანეთზე ლამაზები, თვალებმაყვალა, თვალებგოიშერა, თაფლისფერთვალება, ცისფერთვალება…
ჟრიამული გულსაკლავი, ცრემლები ზღვაში მდინარე…
მზეა თუ ცეცხლი?!. არა, ეს ჩემი მზე არ არის!
ქართველ გოგონას სწყურია.
თურქ ჭაბუკს ეცოდება, წყალს ასმევს.
ვაჟი კეთილია…
მას უყვარს ქეთევანი, მაგრამ იგი უნდა გაიყიდოს.
– ქეთი რას ბოდავ, ქეთი, შემომხედე! ჩასძახის ირინე., მას კი არაფერი ესმის, განაგრძობს…
– – ფული რომ მქონდეს, შენს თავს ვერავინ წამართმევს. მითხარი გურჯისათვის რა არის ყველაზე ტკბილი?
– ყველაზე ტკბილი სულია. მეშინია წარწყმედის.
– სული? საოცარი ხალხი ხართ…
– შენთვის? შენთვის რა არის ყველაზე ტკბილი?
– შენს მერე წყალი, თურქულად-სუ. ამიტომ შენ, ჩემს „სულის სუს“ გიწოდებ. ქართული და თურქუყლი სიტყვების ნაერთით რა ლამაზი მოსაფერებელი სიტყვა გამოვიდა. მიყვარხარ, სული სუ!
– ეს უფრო მეტი ტკივილია.
უცხო ქვეყანა, სტამბოლი. ადამიანთა ყიდვა-გაყიდვა…ტყვეთა ბაზარი…
უამრავ ტყვეთა შორის გამორჩეული ქართველნი…ქეთევანიც აქაა… კეთილი ჭაბუკი ვერაფერს შველის…ცხენით გარს უვლის უამრავ ტყვეს და მხოლოდ ერთს დარაჯობს. ჯოჯო და მახინჯჯი ოსმალო ოქროთი სავსე ქისით ხელში ევაჭრება ქეთევანის გამყიდველს. ლამაზი ქალი ოსმან ბეის საკუთრება ხდება. იგი მეტად კმაყოფილი ბილწი თვალებით მრავალგზის ათვალიერებს. ფეხებზე თოკი აღარაა…შეიძლება გაიქცეს…საით? მარცხნივ ზღვის ხმაური ისმის…
ძალიან მაღალია…მერე რა!
გოგონა გარბის, მცველი ჭაბუკი ცხენით მისდევს.
– სულის სუ!- მისძახის.
გადაფრინდა…
– ჰაერში თვალი მოკრა ცხენიც და ჭაბუკიც მოფრინავდნენ.
– – სულის სუ!-იმეორებდა ექო…
შავი ზღვის ლურჯი ტალღები…
ქეთი დამშვიდდა, ძილს მისცა თავი.
პულსი ნორმალური…
შეშინებული და გაოცებული ირინე ნომრიდან გამოვიდა. რაშიდი კართან იდგა. ქალმა არაფერი უთხრა. თვითონ ვაჟი მიუახლოვდა და ინგლისურად ქეთის ჯანმრთელობა მოიკითხა. ირინე შეწუხდა.
– რა ვქნა?! თურქული და ინგლისური ენები მე არ ვიცი, ამან კიდევ ქართული და გერმანული არ იცის. როგორ გავაგებინო, ბიჭო, თავი დაგვანებე! ვერ ხედავ რა დღეში ჩაგვაგდე?!
რაშიდმა თარჯიმანი იხმო.
– ქალბატონო ირინე, ქეთი ჩემთვის ძალიან ახლობელია, დავინ ახე თუ არა, მაშჳნვე ვიგრძენი ეს. თითქოს ყოველთვის ვიცნობდი და ველოდი მას. არ ვიცი საიდან და როგორ მომივიდა აზრად, მე მას სულის სუ ვუწოდე და ამ სიტყვამ ცუდად გახადა. მაპატიეთ, არ მინდოდა მისთვის გული მეტკინა, ვერ ვხვდები ეს სიტყვა საიდნა მოვიდა.
– კარგი, კარგი, კმარა! – იყვირა შეშინებულმ აქალმა და თანამოსაუბრეს სწრაფად მოშორდა. იქვე მდგომ თარჯიმანს მიუბრუნდა.
– – ლილიან, შენ რეინკარნაციის გჯერა?
– არ ვიცი, ამბობენ…
– არ მაინტგერესებს, რას ამბობენ, მაგრამ მე გაგიჟებული ვარ. მაგ ბიჭს მგონი მართოლა იცნობდა ის გოგო. შედი რტა ნომერში, ჩემს მოსვლამდე ქეთის მიმიკხედე.
– – ქალბატონო ირინე, თუ შეიძლება რაშიდს ვაჩვენებ ავადმყოფს, ცოდვაა.
– შენც გჯერა ხომ? რაც ახლ;ა გითხარი.!
ლილიანმა მხრები აიჩეჩა.
– კარგი შეიყვანე, ოღონდ ბავშვი არ მინერვიულოთ.
– მაშ, თქვენც დაიჯერეთ?!
– არ ვიცი, არა, ჩემო ლილიან!
რაშიდი მეოცნებე და სიყვარულით სავსე თვალებით დასცქეროდა მძინარეს.
– მაინც სად მინახავს ეს მშვენიერი გოგონა? რა ნაცნობია მისი ხორბლისფერი სახე, პაწაწინა ლამაზი ბაგე, ტალღოვანი გრძელი თმის კულულები, მისი უძირო მწვაანე თვალები. ო, რა ბედნიერიო ვარ, რპომ ისევ შევხვდები მას, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ, ადრე სად შეიძლება მენახა ის.
ავადმყოფმა თვალები გაახილა. აღარ შეშჳნებულა, არაფერი გაკვირვებია. ბოდიშს უხდიდა ვაჟი, ის კი იღიმებოდა. უცებ შეეკითხა:
– რაშიდ, შენ იცი რას ნიშნავს სულის სუ?
– არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი სითბო მოდის ამ სიტყვიდან ჩემს გულში.
– სულის წყაროს ნიშნავს.
– ვგრძნობდი ძალიან ტკბილი სიტყვა იქნებოდა.

ვაჟი ბედნიერი იყო.
ამ დროს კარი გაიღო და ირინე შემოვიდა. ქეთი მშვიდად რომ დაინახა, გაიხარა:
ქეთი, ჩემო სიცოცხლევ, როგორა ხარ? მოვკლავ მაგ უბედურს, ჩემი ხელით დავახრჩობ.
მაგან რაღა დაგიშავათ, ქალბატონო ირინე?
მაგან თუ არ დამიშავა, მაშ სხვა ვინ?! ლილიან, ერთი ამ ვაჟბატონს უთარგმნე, ქეთი რომ უყვარს გასაგებია, მაგრამ მას დედ-მამა ჰყავს, ჩამობრძანდეს ჩვენთან, მოელაპარაკოს მის მშობლებს, ხელი სთხოვოს მათ, როგორც ქართული ტრადიციაა და მერე მელაპარაკოს მე.
რაშიდი იღიმებოდა. ქეთი კი ხელმძღვანელს საყვედურობდა:
– ასე უცებ გამიმეტე?
– რა ვქნა, ძალიან მეცოდება!
– ღქვენ გეცოდებათ? ეს შეუძლებელია!
– რა არის შეუძლებელი. განა მე კი არ მაქვს გული?! სადაც კი წავედით, ხმის ამოუღებლად უკან დაგვსდევს. ცოდვაა ბიჭი, სიყვარული ძნელია, აღმოსავლური მითუმეტეს.
რამდენიმე დღეში მოცეკვავე გოგონების ჯგუფმა დატოვა სასტუმრო.
– შენ არ იდარდო რაშიდ!- ირინე ამ სიტყვებით ემშვიდობებოდა ვაჟს. – როგორც მოვილაპარაკეთ, ისე იქნება, გელოდებით.
– I love Keti.
– ვიცი, მჯერა, მაგრამ რაღაცეებში მაინც მეპარება ეჭვი. ამიტომ შენ შენს გრძნობებშჳ კარგად გაერკვიე და მერე გვესტუმრე.
რაშიდი მორჩილად უქნევდა თავს, თან ავტობუსში მჯდომ ქეთის ვერ აშორებდა თვალს.
ავტობუსი დაიძრა. სტუმრები და მასპინძლები ერთმანეთს დიდი სითბოთი ემშვიდობებოდნენ. ამ ხმაურში ყველას სმენას რაშიდის ხმა მიწვდა
– სულის სუ! I love Gurjistan!
– საერთოდ არ ვფიქრობდი, თუ ასე დამწყდებოდა გული აქაურობის გამო.
– გული ნამდვილად მწყდება, მაგრამ საქართველოც ძალიან მომენატრა.
– კაბადოკია არის ბუნებრივ საოცრებათა შორის უპირველესი. აქ გული სხვა ძალით ფეთქავს.
– აკსარაი…ნევშეჰირი…
– კაიზერი, კირშეჰირი და უჩუზარი…
– გორემი და ავანოსი მითოიურ სამყაროში გახვედრებს
– და ადამიანს თითქოს სუნთქვასაც უჩერებს.
– რამდენი ეკლესიაა, თანაც რა ძველი.
– მეჩეთი და ეკლესია ერთ ჭერქვეშ, საოცრებაა.
– კაბადოკიის ხედი აჭარბებს დამთვალიერებლის ყველაზე თამამ წარმოდგენებს.
– ეს ქვეყანა დიდი ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელიც ყველა ნაბიჯზე ახალ იდეას ბადებს.
– ამ ნაწარმოების შესაქმნელად ადამიანს და ბუნებას ხელი-ხელჩაკიდებულებს ერთად უმუშავიათ.
– ეს ქვეყანა ნამდვილად გაჯადოებს და ეს განცდა არასოდეს გტოვებს.
– კაბადოკიის შემდგე მე მჯერა ოცნებატა ახდენის.
გოგონების აღფრთოვანებას დაღლილობამ მაინც სძლია. ნელ-ნელა მოეშვნენ, მიწყნარდნენ და მიიძინეს.
ირინე სიყვარულით დასცქეროდა შვილებივით გამოზრდილ მძინარე მზეთუნახავებს.
ტურისტული ავტობუსი გზატკეცილზე მსუბუქად მისრიალებდა.
ქეთის ძილში ცხენის ფლოქვების ხმა ჩასწვდა. თვალი გაახილა. მხედარი თანდათან ახლოვდებოდა. ჩაცმულობით ქეთევანის მცველს ჰგავდფა, სახლით კი ახალგაცნობილ თურქ ჭაბუკს. ქალი ანიშნებდა უკან გაბრუნდიო. ვაჟი კი გაქვავებული სახიტ მოსდევდა ავტობ უსს.
შეშინებულმა და სასოწარკვეთილმა ქეთიმ პირჯვარი გამოისახა…
მხედარმა სვლა შეანელა, ბოლოს კი შეჩერდა და მთელი ხმით დაიძახა:
– I love Keti. I love Gurjistan…

Read Full Post »