მე თქვენთან ოდესღაც ვსახლობდი
თქვენსავით ერთ–ერთი მგზავრი,
ზურმუხტი ზეციდან მოვედი,
ვიყავი ხან ვინ,ხან ვინ…
მე მაგდალინელიც გახლდით და
კოცონზე დამწვარი დ’არკიც,
ნეფერტიტად და სერაფიტადა ,
პენელოპედაც დავრჩი,
თამარიც ვიყავ და კლეოპატრაც,
მარგალიტით და მარჯნით,
ცრემლივით წმიდა როცა ვიყავი,
ვირზე პირუკუ დამსვით,
ახლა მოვედი, ლექსებს გიკითხავთ,
გაგიღოთ გულის კარი…
ისევ წამიერ შემოგიარეთ
ვით ალიონის ნამი,
მაგრამ,იცით რა?!
გავკადნიერდი
თუმც მწვავს სიმორცხვის ალი,
ამდენი განცდის მერე მოგმართავთ,
როგორც პოეტი ქალი….
Leave a Reply